რა უნდა ვიცოდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებ.

თარიღი: 04 ოქტომბერი, 2019

გადაუდებელი კონტრაცეფცია

საუბრობს კლინიკა "ინ ვიტრო"- სა  და "დავით გაგუას კლინიკის"  მეან გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში  ბატონი გიორგი ცერცვაძე

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კონტრაცეფციის ტექნოლოგიაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად. ოჯახის დაგეგმვა რჩება 21-ე საუკუნის ერთ - ერთ ყველაზე აქტუალურ მედიკო სოციალურ პრობლემად და იქცევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკის, ფედერალური და საერთაშორისო პროგრამების ყურადღებას.

ჯანმო-ს განმარტებით - "ოჯახის დაგეგმვა"  მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რომლებიც ერთდროულად რამოდენიმე ამოცანას გადაჭრის:- არასასურველი ორსულობის  თავიდან აცილებას; შვილების სასურველი რაოდენობის ყოლას; ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირებას; ბავშვის დაბადების დროის შერჩევას, მშობლების ასაკის გათვალისწინებით.

ამ ამოცანების პრაქტიკულ გადაჭრაში ერთ ერთი წამყვანი როლი ენიჭება კონტრაცეფციის მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც აგვაცილებს არასასურველ ორსულობებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ხელოვნური აბორტებით გამოწვეული გართულებები, დედათა სიკვდილობა და ვარეგულიროთ შობადობა. ხელოვნური  აბორტის შემდგომ განვითარებული გართულებების სპექტრი საკმაოდ ფართოა, ის მოიცავს როგორც ახლო (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, სისხლდენა , პერფორაცია), ისე შორეულ გართულებებს (უშვილობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოს გარე ორსულობა).

ამჟამად არსებული კონტრაცეფციის მეთოდები  იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

ჰორმონული კონტრაცეფცია,
საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია,
ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაცია,
ლაქტაციური ამენორეის მეთოდი,
ბარიერული მეთოდი (კონდომი),
შეწყვეტილი სქესობრივი აქტი,
გადაუდებელი კონტრაცეპცია
(გინეპრისტონი)

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან მხოლოდ გადაუდებელი კონტრაცეპცია (პოსტკოიტალური კონტრაცეპცია, დილის აბები) გამოიყენება უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ. ამ ტიპის კონტრაცეფციის გამოყენების არსი მდგომარეობს შემდეგში: არ მოხდეს კვერცხუჯრედის განაყოფიერება ან  მოხდეს ოვულაციის გადავადება. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ ციკლის რომელ ფაზაში მოხდა სქესობრივი აქტი. გამომდინარე აქედან ეფექტურია ციკლის ნებისმიერ ფაზაში.

დღესდღეობით ბაზარზე არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის  რამოდენიმე პრეპარატი, თუმცა მინდა ყურადღება გავამახვილო პრეპარატ გინეპრისტონზე, რომლის აქტიურ, მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს  მიფეპრისტონი 10მგ (სინთეზური ანტიგესტაგენი რომელიც მოქმედებს რეცეპტორებზე-). ამ დოზით ის ხასიათდება მაღალის კონტრაცეფციული ეფექტურობით, მენსტრუალური ციკლის  ნებისმიერ პერიოდში.

გადაუდებელი კონტრაცეფცია (გინეპრისტონი) გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან ერთჯერადად 120 სთ-ის   განმავლობაში. ამ მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია გამოყენების ვადაზე,რადგან თვითონ ეფექტურობა მცირდება სქესობრივი აქტიდან გასული დროის უკუპროპორციულად. მკაცრად უნდა ავღნიშნოთ , რომ ამ ტიპის კონტრაცეფცია არ გამოიყენება რეგულარული ხმარებისათვის. ამ მეთოდის გახშირებული საჭიროებისას, აუცილებელია ქალს სწორად შეერჩეს გეგმიური კონტრაცეფციის ერთ ერთი, ზემოთ აღნიშნული, მისთვის მისაღები მეთოდი.

გინეპრისტონი გამოირჩევა კარგი ამტანობით და გვერდითი ეფექტების  დაბალი სიხშირით. თუმცა განვმეორდები და ვიტყვი, რომ  გინეპრისტონი არის გადაუდებელი კონტრაცეფციული საშუალება და არა ყოვედღიური კონტრაცეპტივი, ის არ გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისათვის. აღნიშნულ სიტუაციაში მოხვედრისას უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმ- გინეკოლოგთან, ან მიმართოდ გამოცდილ ფარმაცევტს რომელიც მოგაწვდით სწორ და სრულ ინფორმაციას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. 

საინტერესოა განვსაზღვროთ , რა შემთხვევებში გამოიყენება გადაუდებელი  კონტრაცეფცია?    გადაუდებელიკონტრაცეფციის მეთოდები გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ: სქესობრივი აქტი იყო დაუცველი ან /თუ  გამოყენებული კონტრაცეფციის მეთოდი ეჭვს იწვევს, პრეზერვატივის მთლიანობის დარღვევა, ორალური კონტრაცეპტივის ორი ან მეტი მიღების თანმიმდევრობის გამოტოვება,  პერიოდული თავშეკავების მეთოდის გამოყენების დროს,  გამოთვლით დაშვებული შეცდომისას, თუ ადგილი ჰქონდა ძალდატანებით სქესობრივ აქტს ანუ გაუპატიურებას.

გადაუდებელი  კონტრაცეპცია, თავიდან აგაცილებთ არასასურველ ღელვას დაუგეგმავი ორსულობის გამო .

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 240 24 44