Nuk
რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის შესახებ

თარიღი: 14 ივნისი, 2018

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საქართველოს მოსახლეობისთვის მეტად აქტუალურ პრობლემად იქცა. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიის სამსახურის უფროსს, ექიმ–ენდოკრინოლოგს ეკატერინა ფაცაციას.

 

-ქალბატონო ეკა, რა არის ჩიყვი, რამდენად სწორად ესმის საზოგადოებას ამ მცნების მნიშვნელობა?

ტერმინი ჩიყვი გულისმობს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მატებას. ჩიყვი შეიძლება იყოს კვანძოვანი ან კვანძის გარეშე. ერთი კვანძის არსებობა აღინიშნება ტერმინით - კვანძოვანი ჩიყვი, ხოლო ორი და მეტი კვანძის არსებობა - ტერმინით მრვალკვანძოვანი ჩიყვი.ფარისებრი ჯირკვლის კვანძის უჯრედული შენება განსხვავდება თვით ჯირკვლის უჯრედული სტრუქტურისგან. მაშინ, როდესაც ჩიყვი ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის ფონზე, იგი გნპირობებულია იოდის უკმრისობით და არ ახასიათებს მკვეთრი კლინიკური სიმპტომები. ხშირად პაციენტი მიმართვას ექიმს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მატების გამო.  მნიშვნელოვნად გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი ზეწოლას ახდენს ირგვლივ მდებარე ორგანოებზე და იწვევს შემდეგ სიმპტომებს: ზეწოლის შეგრძენა ხორხზე, გაძნელებული და მტკივნეული ყლაპვა, ქრონიკული ხველა, სუნთქვის გაძნელება სტრესულ სიტუაციებში, უსიამოვნო შეგრძნება ყელსახვევის ტარებისას. როგორც წესი, ფარისებრი ჯირკვლის კვანძებს არ გააჩნია სიმპტომები, კვანძი შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების, ასევე არანამკურნალები ჩიყვის დროს. როდესაც ფარისებრი ჯირკვლის კვანძი მნიშვნელოვნად მატულობს ზომაში - ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ტკივილი, გაძნელებული სუნთქვა, დისკომფორტის შეგრძნება ყლაპვისას, ყელის სიმშრალე.

 

-რამ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება?

დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ წინასწარ განწყობას, გარემოფაქტორებს (არასრულფასოვანი კვება, იოდდეფიციტი, ულტრაიისფერი სხივების ჭარბი  ზემოქმედება – რუჯი) თამბაქოს მოხმარება, ჭარბიწონა, დასხივება კისრის არეში, სხვა და სხვა მედიკამენტების მიღება. სქესი – დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს.

 

-როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა?

პირველ რიგში ექიმის მიერ ხდება პაციენტის კისრის მიდამოს ფიზიკალური (ხელით) გასინჯვა, რომლის დროსაც დგინდება, არის თუ არა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული, ასევე შესაძლებელია დადგინდეს კვანძების არსებობაც. თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრით ფასდება  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. ბაზისური დიაგნოსტიკის კიდევ ერთი ელემენტი არის ფ/ჯ -ს ულტრასონოგრაფია  -  რომელიც ტარდება  სტრუქტურისა და მოცულობის შეფასების მიზნით.

 

-რატომ კეთდება სისხლის ანალიზი ჰორმონებზე, რას გამოხატავს ის და რაზე მიანიშნებს?

სისხლის ანალიზი ჰორმონებზე - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასების ძირითადი მეთოდია, მისი განსაზღვრის გარეშე, თანამედროვე შეხედულებით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება არაკორექტულია. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია კონტროლირდება თავის ტვინის - კერძოდ ადენოჰიპოფიზის საშუალებით, სადაც გამომუშავდება თიროიდმასტიმულირებელი (TSH) ჰორმონი. ფარისებრი ჯიკრვლის ჰორმონების საშუალებით რეგულირდება გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, ნერვული, კუნთოვანი სისტემის ფუნქცია და სითბო-სიცივის მიმართ მგრძნობელობა. დისფუნქცია ვითარდება მაშინ, როდესაც ირღვევა ჰორმონებს სეკრეცია. ჰიპოთირეოზი ეწოდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დაქვეითებას. ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანები გამოიყენებენ ენერგიას გაცილებით ნელა და მათი ნივთირერებათა ცვლაც დაქვეითებულია. მათ მუდმივად აღენიშნებათ საერთო სისუსტე და დაღლილობა. როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გაძლიერებულია, მაშინ ხდება მისი ჰორმონების ჭარბი რაოდენობით გადასვლა სისხლში, რის შედეგადაც განვითარებულ მდგომარეობას უწოდებენ ჰიპერთირეოზს. ამ დროს ნივთიერებათა ცვლაც გაძლიერებულია.

 

-ფარისებრი ჯირკვლის რომელი მდგომარეობის შესაფასებლად არის საჭირო ექოსკოპიური კვლევა?

ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევის ყველაზე მარტივი, ინფორმაციული, უსაფრთხო და არაინვაზიური მეთოდია ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს წილების ზომას, კვანძოვანი წარმონაქმნების არსებობას და ზომებს, ექოსტრუქტურის თავისებურებებს, რომლებიც გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის სხვა და სხვა პათოლოგიის დროს.

 

-რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს?

ჰიპოთირეოზის მსუბუქი ფორმა კლინიკურად შეუმჩნეველია, თუმცა თანდართული პათოლოგიის დროს შემთხვევაში სიმპტომები მძაფრდება და ხდება შემაწუხებელი, ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა:   დაღლილობა, საერთო სისუსტე, სიცივის შეგრძნება (თქვენ მეტად გრძნობთ სიცივეს, ვიდრე ირგვლივ მყოფები), მეხსიერების დაქვეითება, წონის მატება, დეპრესია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კუნთების სისუსტე, თმის ცვენა და კანის სიმშრალე, მიდრეკილება შეკრულობისადმი. მნიშვნელოვანია ჰიპოთირეოზის ნიშნების ცოდნა, რადგანაც მცირე სიმპტომები შეიძლება პროგრესირდეს სერიოზულ დარღვევამდე, თუ არ მოხდა დაავადების დროული მკურნალობა. ჰიპერთირეოზი არ გვხდება ისეთი სიხშირით, როგორც ჰიპოთირეოზი. თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ სიმპტომებს : წონის კლება ( ნორმალური კვების შემთხვევაში), ნერვული აგზნებადობა, გაძლიერებული გულის ცემა (წუთში 100-ზე მეტი), მბრწყინავი თვალები (ტიპიურია გრეივსის დაავადებისათვის), ხელების ტრემორი, საერთო სისუსტე, თმის ცვენა, სწრაფად ზრდადი, თხელი და მტვრევადი ფრჩხილები, თხელი და ნამიანი კანი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გაძლიერებული ოფლიანობა.

 

 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ქოლ–ცენტრს ნომერზე: 577 29 34 66.