Nuk
მნიშვნელოვანი ინფორმაია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შესახებ?

თარიღი: 21 აპრილი, 2017

ცნობილია, რომ მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს შემდეგ, ფარისბერი ჯირკვლის კიბო სტატისტიკურად მესამე ადგილს იკავებს. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიაა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, მეორე ადგილზეა დიაბეტის შემდეგ, რომლითაც წელიწადში 65 მლნ. ადამიანი ავადდება. გვესაუბრებიან ქირურგი ონკოლოგი, ქირურგი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ედიშერ სიხარულიძე და ჟურნალისტი, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი თამუნა გოგოლაძე. ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 27,28,29 აპრილს, ავერსის კლინიკას პროფესიული ვიზიტით ეწვევა მსოფლიოში ცნობილი, ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის თავჯდომარე, ქ. ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ჰენინგ დრალე.

 

ბატონო ედიშერ, რა არის ის აუცილებელი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შესახებ?

ფარისებრი ჯირკვლის კიბო მესამე ადგილზეაძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს კიბოს შემდეგ. პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. ამიერკავკასიის რეალობაში ”ავერსის კლინიკა”არის ერთადერთი სპეცილიზირებული დაწესებულება, სადაც ერთ სივრცეში ხდება,როგორც დიაგნოსტიკა, ისე მკურნალობის სრული სპექტრი. პირველი ეტაპი არის ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნის ბიოფსია. ტერმინი ”კვანძი” გულისხმობს რამდენიმე პათოლოგიას და ყოველი წარმონაქმნი, რა თქმა უნდა, ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. ციტოლოგიური დასკვნის შემდეგ, როდესაც პაციენტს დაუდგინდება, რომ აქვს კიბო, უნდა მოხდეს დიფერენცირება. დაბალდიფერენცირებული სიმსივნეა ის მიზეზი, რომელიც ჰენინგ დრალეს საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება. მსოფლიოში რამდენიმე კლინიკაა, სადაც ამ დაავადების მკურნალობა ხდება, თავად პროფესორი დრალე არის იმ მეთოდის ავტორი, რომელიც დღეისათვის სულ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი და გერმანიასთან, საფრანგეთთან,   ისრაელთანინგლისთან და აშშ-სთან ერთად, არის საქართველოც. ეს ადამიანი გვეხმარება იმ სკოლის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხარისხობრივად სხვა მედიცინას ჩაუყრის საფუძველს და აქ მხოლოდ ფარისებრი ჯირკვალზე არ არის საუბარი. მეთოდის უნიკალურობა შემდეგშია: ერთი კოსმეტოლოგიურად დამზოგველი განაკვეთით ხდება 2-3 ოპერაციის თავიდან არიდება.

 

თამუნა, ვიცი რომ თქვენ გაქვთ ისტორია, თუ როგორ დაუკავშირდით პროფესორ ჰენინგდრალეს...

ენდოკრინულ ონკოლოგიაში ჩვენ ვთქვით ახალი სიტყვა და ამას საფუძვლად ჩემი პირადი ცხოვრების ერთი ისტორია უდევს და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ.

2015 წელს ჩემს მეუღლეს დაბალდიფერენცირებული ფარისებრი ჯირკვლის ავ თვისებიანი სიმსივნე, კერძოდ მედულური კარცინომა დაუდგინეს, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 4%-ში გვხდება. ბატონმა ედიშერმა ”ავერსის კლინიკაში” პირველი ოპერაცია წარმატებით ჩაატარა, თუმცა საჭირო გახდა მეორე ოპერაციაც, რაც ორმხრივი ლიმფოდისექციის ჩატარებას მოითხოვდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ამ ტიპის ოპერაციები, რასაც პროფესორი დრალე ატარებს, მანამდე არ ჩატარებულა, ინფორმაციის მოპოვება საერთაშორისო მასშტაბით დავიწყე. ამაში ჩემი პროფესიული გამოცდილება დამეხმარა, რადგან წლების განმავლობაში სამედიცინო ჟურნალისტიკაში ვმუშაობდი. დამჭირდა წელიწადნახევარი იმისათვის, რომ მეპოვა ის ადამიანი, რომელიც შეძლებდა ჩვენთვის კონკრეტული მიმართულება მოეცა. შევისწავლე მისი ბიოგრაფია, ნაშრომები და მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი მეუღლე გამგზავრებულიყო გერმანიაში. ჩვენ ყველა კითხვაზე მივიღეთ პასუხი და გამიჩნდა იდეა, რომ საქართველოში ჩამოგვეტანა ოპერაცია. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, წელიწადნახევრის შემდეგ, მოხდა ასეთი სასწაული და პროფესორი დრალე დაგვთანხმდა საქართველოში ჩამოსულიყო ოპერაციის გასაკეთებლად.

 

აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ ერთი პაციენტის გამო ჩამოვიდა საქართველოში. 2016 წლის 22 ივლისს ბატონ ედიშერთან ერთად ჩატარდა ოპერაცია. არჩევანი ”ავერსის კლინიკაზე”ედიშერ სიხარულიძის პერსონიდან და იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე გაკეთდა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა, ჩემს ტელეფონზე უამრავი ზარი ხორციელდება და გაგრძელდა პროფესორთან ჩვენი ურთიერთობა. ის შეყვარებულია საქართველოზე და მზად არის დაგვიდგეს გვერდით და დაიგეგმოს სხვა ტიპის ოპერაციებიც, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ტარდება. პროფესორი დრალე ძალიან დიდსიტყვას იტყვის საქართველოში.

 

ბატონო ედიშერ, როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?

ის, რომ დრალე ჩამოდიოდა საქართველოში დაუჯერებელი იყო, ის არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ნამყოფი არ არის. პირველი შეხვედრიდან დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მუშაობა ექიმთან, რომელიც ქმნის ისტორიას, მუდმივად რაიმე ახლის სწავლაა. ყოველი ოპერაცია აღმოჩენაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების 20 წელი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს მივუძღვენი და მიუხედავად იმისა, რომ მიმუშავია ბევრ ძლიერ სპეციალისტთან, ჰენინგ დრალე სხვა სამყაროა. პროფესორი დრალე ამბობს, რომ დაგვეხმარება ხარისხობრივად მაღალი დონის მედიცინის დამკვიდრებაში. ეს მხოლოდ მისი დიდი ადამიანობით აიხსენება.

 

თამუნა, მოკლედ რომ მოგვიყეთ პროფესორ ჰენინგ დრალეს შესახებ?

პროფესორ დრალეს ბიოგრაფია იმდენად საინტერესოა, რომ ერთი გადაცემა არ გვეყოფა… ის დიდი მეცნიერია, აქვს 800-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია  და ნაშრომი. ის არის უამრავი საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორი, თანარედაქტორი, დრალე არის ყველა თანამედროვე გაიდლაინის ავტორი ან თანაავტორი, არის ყველაზე ორიგინალური მომხსენებელი, აქვს უამრავი ჯილდო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინული მიმართულების ხელმძღვანელი და სულ რაღაც ერთი წელია რაც გადავიდა ესენში და ამჟამად ხელმძღვანელობს ორ საუნივერსიტეტო კლინიკას, ერთს მთლიანად, მეორე კლინიკაში კი ენდოკრინული მიმართულების ხელმძღვანელია. მოგზაურობს მთელს მსოფლიოში, ძალიან აქტიური ადამიანია.

 

ბატონო ედიშერ, თავად ტერმინი – ფარისებრი ჯირკვლის კიბო უკვე არასასიამოვნოდ ჟღერს და იწვევს შიშს… რა ტიპის ოპერაციები ტარდება თქვენთან? 

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციები რამდენიმე წელია ტარდება, ინფორმაციული ვაკუუმი საზოგადოებაში მაინც არის. გამოვყოფ: ვატარებთ მცირე ინვაზიურ ქირურგიას, როდესაც განაკვეთის გარეშე, ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ შესაძლებელია შევიყვანოთ პრეპარატი. პროცედურა ამბულატორიულად, ანესთეზიის გარეშე ტარდება და პაციენტი არ საჭიროებს პოსტოპერაციულად ჰორმონალურ შენაცვლებით თერაპიას. ეს ტარდება მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ცისტისა და სითხოვანი კომპონენტის სიჭარბის დროს. ასევე, ”ავერსის კლინიკაში”ტარდება ტრანსაქსიალური თიროიდექტომია, როდესაც განაკვეთი კეთდება არა კისრის მიდამოში, არამედ იღლიის ფოსოში. ხდება კანის აშრევება და ენდოსკოპიური მანიპულაციით შევდივართ კისრის წინა ზედაპირზე. კონტროლი ხდება მონიტორზე, რაც საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნების დაზიანება თავიდან ავირიდოთ. ამცირებს ისეთ შესაძლო გართულებებს, როგორიც არის ხმის დაკარგვა, ტემბრის შეცვლა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიულად ხმა სჭირდება. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორმა დრალემ ”ავერსის კლინიკაზე” არჩევანი ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გამო გააკეთა. 2014 წლიდან, საქართველოში პირველები ვატარებთ ოპერაციას ფარისებრი ჯირკვალზე, პარათიროიდურ ჯირკვალზე ინტრაოპერაციული ნერვის მონიტორის საშუალებით. ეს აპარატი გვეხმარება, მოვახდინოთ ოპერაციის მსვლელობის დროს შებრუნებული ნერვის ვიზუალიზაცია და აქედან გამომდინარე მისი ტრამვატიზაცია ავირიდოთ.

ბოლო 1000 ოპერაცია ”ავერსის კლინიკაში”გართულების გარეშე ჩატარდა, სწორედ იმ ტექნიკის საშუალებით, რასაც ჩვენ ვიყენებთ. მე ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყანაში წავიდნენ სამკურნალოდ, პირიქით, მეზობელი ქვეყნებიდან ჩვენთან მოდიან სამკურნალოდ.

 

თამუნა, თქვენ ერთგვარი კომუნიკატორი ხართ პროფესორ დრალესა და პაციენტებს შორის. რა სახის ოპერაციებს ჩაატარებს პროფესორი დრალე და ასწრებენ თუ არა მსურველები პროფესორის სამი დღიანი ვიზიტის ფარგლებში მასთან მოხვედრას?

ნამდვილად, ძალიან ბევრი ზარი შემოდის ჩემს ტელეფონზე. ძალიან რთულია, როდესაც დრო შეზღუდული გვაქვს, ყველა მსურველი მასთან მოვახვედროთ, არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რთული მდგომარეობა, მაგრამ მაინც სურთ კონსულტაცია. ასეთ პაციენტებს ვუხსნით, რომ ვცდილობთ პროფესორ დრალესთან ის ადამიანები მოვახვედროთ, ვისაც მართლა სჭირდება. ეს უკვე მეოთხე ვიზიტია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. დაგეგმილია რამდენიმე ონკოლოგიური ოპერაცია.

 

ბატონო ედიშერ, არსებობს თუ არა ერთგვარი პრევენციის საშუალება? ჩვენ გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ სტატისტიკა საგანგაშოა… რა არის ასეთი სტატისტიკის მიზეზი?

აქ არის რამდენიმე ფაქტორი: ეკოლოგია, გენეტიკური განწყობა, სტრესი, ვირუსები და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. ეს არის პირველი ნაბიჯი… სამწუხაროდ არ არსებობს პროფილაქტიკა. დღეისათვის საქართველოში ძალიან ბევრ კლინიკაში ტარდება ასპირაციული ბიოფსია, თუმცა პრობლემა თავად ციტოლოგებშია, რადგან იყო კარგი ციტოლოგი,განსაკუთრებული ნიჭია. როგორც არსებობს აბსოლუტური სმენა, ასეთივე პარალელი შეგვიძლია გავავლოთ, რადგან ციტოლოგიური სურათის აღქმას დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება.

 

ტერმინი ბიოფსია საზოგადოებაში ასევე უსიამოვნო განწყობას იწვევს, ყველა შემთხვევაში საჭიროა თუ არა მისი ჩატარება?

ბიოფსიას, ისევე როგორც სხვა დიაგნოსტიკურ საშუალებას, თავისი ჩვენება აქვს. თუკი რადიოლოგი სათანადო გამოცდილებით ხედავს, რომ არის წარმონაქმნი, შეიძლება მიიჩნიოს საჭიროდ ასპირაციული ბიოფსიის ჩატარება. აბსოლუტური კრიტერიუმი არ არსებობს, თუ როდის და რომელი წარმონაქმიდან უნდა იქნეს აღებული მასალა. დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სასურველია სპეციალიზირებულ კლინიკებში ხდებოდეს.

 

როგორია ოპერაციის შემდეგ პაციენტების მდგომარეობა?

”ავერსის კლინიკაში” ასევე არის ბირთვული მედიცინის ცენტრი, სადაც ოპერაციის შემდეგ პაციენტს უტარდება რადიაქტიული იოდითმკურნალობის კურსიც. რამდენიმე წლის წინ ამ პროცედურებისთვის საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ. ჩვენთან ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა ხდება კომპლექსურად. დიაგნოსტიკის საწყისი ეტაპი არის ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. თუკი არსებობსრისკ ფაქტორები, შეუძლიათ პაციენტებს ჩაიტარონ ულტრაბგერითი კვლევა და ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს. ხშირად პაციენტები შემთხვევევით გებულობენ, რომ აქვთ პრობლემა, რადგან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ტკივილის სიმპტომები არ აქვს.

 

თამუნა, თქვენ გაქვთ გეგმა, რომ პროფესორი დრალე დიდი ხნით დატოვოთ საქართველოში...

დიახ, ვფიქრობ ამ საკითხზე, ხელთ მაქვს შეთავაზება ბიზნეს გეგმისთვის, რომელიც ექვს ეტაპს მოიცავს, სადაც გათვალისწინებულია ყველა კვლევა საქართველოსა და ამიერ კავკასიის მასშტაბით. მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ ინვესტორს ბიზნეს ინეტერესი გაუჩნდეს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ამ თემაზე მუშაობა. გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია, იმედი მაქვს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც კარგად დაინახავს პროფესორ ჰენინგ დრალეს შესაძლებლობებს და გვექნება ენდოკრინული პროფილური ცენტრი, სადაც ერთ სივრცეში მოხდება ყველა დაავადების მკურნალობა. ჩემს იდეასა და საქმეს ბოლომდე გავუძღვები.

 

ბატონო ედიშერ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი გეგმაა არა მარტო ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სპექტრის მკურნალობა, არამედ ჩვენ ვმუშაობთ პარათიროიდულ ჯირკვლებზე. წარმატებით ჩატარდა რამდენიმე ოპერაცია თირკმელს ზედა ჯირკვალზე, ვგეგმავთ ენდოსკოპიურად ვაწარმოოთ თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთა. გვინდა შეიქმნას სკოლა, სადაც გაიზრდებიან თაობები და შეძლებენ პროფესიონალურად დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

წყარო: www.fortuna.ge