Nuk
ფაგიოთერაპია

თარიღი: 19 სექტემბერი, 2017

“საქართველოსთვის ცნობილი, დასავლეთისთვის კი უცნობი ტექნოლოგია”

 

საბჭოთა კავშირში, დასავლურმა ანტიბიოტიკებმა თავისი გზა რკინის ფარდის მიღმა ბოლომდე ვერ გაიკვლია. საბჭოთა ბლოკის მეცნიერებმა კი მიაგნეს საშუალებას, თუ როგორ გამოეყენებინათ ვირუსები, ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში ანტიბიოტიკორეზისტენტული ბაქტერიები ექიმების თავსატეხად იქცა, თუმცა საკმაოდ ეფექტური მეთოდი უკვე თავის გზას ადგას ევროპისკენ. პოსტ ანტიბიოტიკურ პრიოდში, თავად ვირუსს შეუძლია განგკურნოს.

მკურნალობის ეს ტექნიკა, სათავეს ათასობით წლის წინიდან იღებს. ცხადია მას ამ დროს, მკურნალობის ამ მეთოდს ძალიან პრიმიტიულად იყენებდნენ. ეს ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი მდინარის წყალს, ინფექციების, ქოლერის და კეთრის განკურნება შეეძლო. მე-20 საუკუნის დასაწყისში მეცნიერები მიხვდნენ რომ კონკრეტული წყლები სპეციფიკური ტიპის ვირუსებს შეიცავდა, რომელთაც ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურება შეეძლო.

ალბათ ყველამ იცის, რომ ვირუსი შემდეგნაირად მოქმედებს: ის ცოცხალ უჯრედში საკუთარი დნმ - ის ინექციას ახდენს, შემდგომ იყენებს უჯრედის რესურსს და რეპლიკაციის უნარს და მრავლდება. როდესაც უჯრედი ვეღარ იტევს მასში გამრავლებულ ვირუსებს, ის სკდება და ახალი ვირუსები გარეთ გამოდიან, ამის შემდეგ ახალი ვირუსები თავად იწყებენ უჯრედებზე შეტევას.

ბაქტერიოფაგიც დაახლოებთ ასეთი ვირუსია, თუმცა  ჩვეულებრივი ვირუსებისგან განსხვავებით, ფაგი მხოლოდ ბაქტერიის უჯრედს იყენებს და ანადგურებს. 1920 იან წლებში, მეცნიერებმა ამერიკასა და საქართველოში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამ ტიპის ვირუსების გამორჩევა დაიწყეს და მათ ინფექციების წინააღმდეგ იყენებდნენ.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დასავლური მედიცინა მთლიანად დაეყრდნო ანტიბიოტიკების ძლევამოსილებას ინფექციების მკურნალობაში და ფაგების გამოკვლევისა და ფაგოთერაპიის სრულყოფის ასპარეზი მთლიანად საბჭოთა კავშირს და საქართველოს დარჩა. 

დღესდღეობით, ანტიბიოტიკების შეუზღუდავმა გამოყენებამ, ბაქტერიების განვითარება და ევოლუცია გამოიწვია, შესაბამისად დღეს რეზისტენტულ ბაქტერიებს აქვთ უნარი გაუმკლავდნენ ყველაზე ძლიერ ანტიბიოტიკებსაც. 

ცნობილმა გამოცემამ “nature” ფაგოთერაპიის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია;

 “აშშ-ს ალერგოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი, ფაგოთერაპიას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გეგმად ასახელებს, ანტიბიოტიკორეზისტენტობით გამოწვეულ პრობლემებთან საბრძოლველად. ამერიკის მიკორბიოლოგიის გაერთიანების შეხვედრაზე შვეიცარიაში, წარმოადგინეს პროეტქტი, რომელიც გულისხმობს პირველი ფაგოთერაპიის ეფექტების კვლევითი ცენტრის შექმნას. აღნიშნულ პროექტს აფინანსებს ევროკომისია."

 

ფაგოთერაპიას ანტიბიოტიკებთან შედარებით ძლიერი უპირატესობები გააჩნია 

ანტიბიოტიკი განურჩევლად ანადგურებს ზიანის მომტან და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ბაქტერიებს, ხოლო ფაგები სპრეციფიკურად მხოლოდ მათ შესაბამის ბაქტერიებზე მოქმედებენ. იმ შემთხვევაში თუ ექიმმა ზუსტად არ იცის, თუ კონკრეტულად, რომელი მიკრობით არის გამოწვეული პრობელმა მან უნდა გამოიყენოს ფაგების კოქტეილი (პრეპარატი, რომელშიც რამდენიმე ტიპის ფაგია) რათა დარწმუნდეს მკურნალობის ეფექტურობაში.

სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის, პროფესორი მიკრობიოლოგი მაიკლ შმიდტი Nature - გამოცემასთან საუბრისას ანტიბიოტიკებს - დიდ ჩაქუჩს ადარებს, ხოლო ფაგებს სითბურ რაკეტებს, რომლებიც კვალდაკვალ მიჰყვებიან თავიანთ სამიზნეს.

სხვადასხვა სახეობის ფაგების მარაგი ბუნებაში თითქმის უსასრულოა, შესაბამისად ამ ჭრილში რეზისტენტობის პრობლემა არც ისე რთულია, როგორც ჩანს. თუ რომელიმე ბაქტერია განივითარებს მდგრადობას, რომელიმე კონკრეტული ფაგის მიმართ, ამ შემთხვევაში მეცნიერები ფაგების კოქტეილში დაამატებენ სხვა, ახალი ჯგუფის ბაქტერიოფაგს.

თუმცა რა თქმა უნდა არსებობს მეტნაკლებად რთული მხარეც. ფაგების გამოყოფა გაფილტვრა, გადარჩევა და შენახვა მეტ დროსთან არის დაკავშირებული ვიდრე ტრადიციული ანტიბიოტიკების წარმოება. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ფაგები ბუნებრივად არსებობენ ჩვენს ირგვლივ, თითქმის შეუძლებელი იქნება, რომ რომელიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ, მოახერხოს ფაგის პრეპარატის შემადგენლობის დაპატენტება ინტელექტუალურ საკუთრებად.

2013 წელს აშშ -ს უმაღლესმა სასამართლომ დააკანონა, რომ ნატურალურად არსებული გენების დაპატნეტება არ შეიძლება. ეს პრობლემას ქმნის იმ კუთხით, რომ ფარმაცევტულ წარმოებებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ინვესტირების მოტივაცია ამ დარგში, რადგან მათ მიერ ჩადებული ფული არ იქნება პატენტით დაცული.

თუმცა ფაგოთერაპიაში არსებობს ძალიან დიდი იმედი, ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება საქართველოში, რუსეთში, პოლონეთში და პოსტ საბჭთა სივრცეში. საქართველოს შეუძლია თავისი გზა გაჭრას ამ მიმართულებით ევროპაში.