Nuk
ენდომეტრიოზი და მისი მკურნალობა

თარიღი: 27 ოქტომბერი, 2020

რა არის ენდომეტრიოზი , რა ჩივილები ახასიათებს, რა დიაგნოსტიკური მეთოდებია საჭირო ედნომეტრიოზის დასადგენად დ  მკურნალობის ტაქტიკაზე გვპასუხობს მეან-გინეკოლოგი, ქირურგი ეკა ბუკია.        

 

რა არის ენდომეტრიოზი?

- ენდომეტრიოზი ეს არის კეთილთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული დაავადება, რომელიც ვითარდება ჰორმონალური და იმუნური დისბალანსის ფონზე. ახასიათებს ენდომეტრიუმის იდენტური ქსოვილის გავრცელება საშვილოსნოს გარეთ, ჩაზრდა ნებისმიერ ქსოვილში ან ორგანოში : ნაწლავის კედელში, შარდის ბუშტში, მცირე მენჯში, საკვერცხეში, კანში.

ენდომეტრიოზი განსხვავდება სიმსივნისგან იმით, რომ არ აქვს გამოხატული უჯრედული ატიპია, როგორც ეს აქვს სიმსივნურ უჯრედებს და კლინიკური გამოვლინდება დამოკიდებულია მენსტრუალურ ფუნქციაზე.

 

რა ასაკში გვხდება ენდომეტრიოზი?

უფრო ხშირად ენდომეტრიოზით ავადდებიან რეპროდუქციული ასაკის ქალები, თუმცა გვხდება ასევე მოზარდებსა და პოსტმენოპაუზაშ (იმ ქალებში, რომლებიც იმყოფებიან ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიაზე.)

 

რა მიზეზების გამო ვითარდება ენდომეტრიოზი?

ენდომეტრიოზის განვითარების რისკ ფაქტორები :

გენეტიკური წინასწარგანწყობა ( ანამნეზში დედას ან დას აქვს ენდომეტრიოზი)

მენარქეს გვიანი დასაწყისი

ჰირმონალური დისბალანსი ( ჰიპერესტროგენია)

სქესობრივი ცხოვრების გვიანი დასაწყის

მანიპულაციები საშვილოსნოს ღრუში

საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივის - "სპირალის" რეკომენდირებულ დროზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება.

საშვილოსნოს ღრუს და სასქესო ორგანოების ანთებითი ავადმყოფობები

 

რა ფორმით გვხდება ენდომეტრიოსი ?

ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ შემდეგ ფორმებს:

გენიტალური

ექსტრაგენიტალური

 

გენიტალურ ენდომეტრიოზს მიეკუთვნება :

შინაგანი ენდომეტრიზი :

საშილოსნოს ტანის ენდომეტრიოზი ( I, II, III) ხარისხი, რაც დამოკიდებულია მიომეტრიუმის დაზიანების სიღრმეზე.

ცერვიკალური არხის ენდომეტრიოზი

 

გარეგანი ენდომეტრიოზი :

მცირე მენჯის პერიტონეუმის ენდომეტრიოზი

საკვერცხეების

კვერცხსავალი მილების

საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის ენდომეტრიოზი

საშოსა და ვულვის ენდომეტრიოზი

ექსტრაგენიტალურ ენდომეტრიოზს მიეკუთვნება :

შარდგამომყოფი სისტემის ენდომეტრიოზი

საჭმლის მომნელებელი სისტემის

კანის

ჭიპისა და პოსტოპერაციული ჭრილობის ენდომეტრიოზი.

 

რა ჩივილები ახასიათებს ენდომეტრიოზის კონკრეტულ ფორმებს?

გენიტალური ენდომეტრიოზის კლინიკური სიმპტომები :

მტკივნეული მენსტრუაცია - ტკივილი იწყება მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე და გრძელდება მენსტრუალური გამონადენის განმავლობაში.

მენსტრუალური ციკლის დარღვევა- მენო - მეტრორაგიის სახით. ( ჭარბი მენსტრუაცია)

უნაყოფობა

ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციამდე და მენსტრუაციის შემდე- რომელიც იწყება 2 -3 დღით ადრე და გრძელდება მენსტრუაციის შემდეგ, ასევე მენსტრუაციებს შორის და სქესობრივი ცხოვრების შემდეგ ყავისფერი გამონადენი საშოდან.

საშვილოსნოს ენდომეტრიოზი- ძირითადი მახასიათებლებია ჭარბი მენსტრუაცია, მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე და სქესობრივი აქტის შემდეგ ყავისფერი გამონადენი საშოდან, ტკვილი მუცლის ქვედა არეში მენსტრუაციის პირველ დღეებში.

საკვერცხეების ენდომეტრიოზი - შესაძლებელია იყოს ერთ ან ორივე საკვერცხეზე ენდემეტრიოზული კერები, ასევე მცირე ზომის კისტები ცალმხრივად ან ორმხრივად. დიდი ზომის კისტები ( 6სმ და მეტი) ერთ საკვერხეში ან ორივე საკვერცხეში ერთდროულად.

ძირითადი ჩივილებია- მუდმივი ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში ირადიაციით სწორ ნაწლავში, წელის არეში. ტკივილის ინტენსივობა ძიერდება მენსტრუალური ციკლის დროს. ასევე შესაძლებელია პაციენტი უჩიოდეს თავბრუსხვევას, ღებინებას, საერთო სისუსტეს.

პერიტონეალური ენდომეტრიოზი - სიმპტომები - გვიანი მენარქე, მენო-მეტრორაგია, ტკივილი წელისა და მუცლის ქვედა არეში, დისპარეუნია ( მტკივნეული სექსუალური აქტი).

საშილოსნოს ყელისა ენდომეტრიოზი- ძირითადად უვითარდებათ იმ ქალებს, ვისაც გადატანილი აქვთ საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია.

ჩივილები- ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციამდე და მენსტრუაციის შემდეგ, ასევე სქესობრივი კავშირის შემდეგ. ტკივილები ამ ფორმის დროს არ აღინიშნება.

საშოს ენდომეტრიოზი- სიმპტომები - პრე და პოსტმენოპაუზაში სისხლიანი გამონადენი საშოდან. საშოს კდელების ტკივილი მენსტრუაციის და სქესობრივი ცხოვრების დროს.

სწორი ნაწლავის ენდომეტრიოზი- ახასიათებს ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რომელიც ემთხვევა მენსტრუაციას, თან ერთვის ღებინება და ნაწლავის პერისტალტიკის აჩქარება.

ჭიპისა და პოსტოპერაციული ჭრილობის ენდომეტრიოზი - ტკივილი და სისხლოვანი გამონადენი ჭპიდან ან პოსტოპერაციული ნაწიბურიდან მენსტრუაციის დროს. წარმოიქმნება მტკივნეული კვანძები , რომელთა ზედაპირი მოლურჯო ან მოყავისფრო ფერისაა.

როგორ უნდა დავადგინოთ ენდომეტრიოზის არსებობა?
 ძირითადად ვეყრდნობით პაციენტის ჩივილებს და ანამნეზურ მონაცემებს, ასევე დამატებით გვჭირდება დიაგნოსტიკური მეთოდები, რაც დამოკიდებულია ენდომეტრიოზის ფორმაზე, ლოკალიზაციაზე, დაავადების სიმძიმეზე. ამ მეთოდებს მიეკუთვნება :

გინიეკოლოგიური გასინჯვა

კოლპოსკოპია

მცირე მენჯის ექოსკოპია

ლაბორატორიული კვლევები

დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია

 

რა შეგიძიათ გვითხრათ მკურნალობაზე?

მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ხანგრძლივობაზე, პროცესის სიღრმეზე, პაციენტის ასაკზე.  თუ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივმართოთ მედიკამენტს, აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარება. ზოგ შემთხვევაში კი პირდაპირ ოპერაციული მკურნალობაა აუცილებელი