Nuk
დიეტა ქოლესტერინის დასაწევად - ხმელთაშუა ზღვის დიეტა

თარიღი: 26 ოქტომბერი, 2017

როგორც მოგეხსენებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 30%-ია, თუმცა საქართველოში ეს მონაცემი 81%-ს შეადგენს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არაჯანსაღი კვებაა, რაც არაბალანსირებულ კვებას გულისხმობს, როცა საკვებ რაციონში სჭარბობს ცხოველური ცხიმების შემცველი პროდუქტები და დაბალია ხილისა და ბოსტნეულის მოხმარება. არასწორი კვების შედაგად სისხლში მატულობს ქოლესტერინის შემცველობა, შესაბამისად, იზრდება რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების. ამ პრობლემის წამლის და ინტრვენციული ჩარევის გარეშე გადაჭრის საშუალებაა ეგრეთ წოდებული ,,ხმელთა შუა ზღვის დიეტა” რომელიც საქართველოში არცთუ დიდი ხნის წინ შემოვიდა და გულის საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, მისი ცხოვრებაში გამოყენებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 80%-ის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

ტერმინი ,,ხმელთა შუა ზღვის დიეტა”შემოღებული იქნა გასული საუკუნის 50 წლებში ანსელ და მარგარეტ კეის მიერ. დიეტა პოპულარული გახდა ე.წ. ფრანგული პარადოქსის გამო: მიუხედავად იმისა რომ სამხრეთ საფრანგეთის მოსახლეობა საკმაოდ დიდი რაოდენობის ცხიმს იყენებს, მათ ჭარბი წონის პრობლემის, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტენზიის და დიაბეტის პრობლემა სხვა ნაკლებად აქვთ გამოხატული ვიდრე სხვა ქვეყნის მაგალითად აშშ–ში., ხმელთა შუა ზღვის დიეტა” არის ერთ-ერთი ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტათაგანი. დიეტა, რომელსაც ახასიათებს უამრავი სასარგებლო ეფექტი. მაგალითად, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, მინიმუმამდე დაჰყავს კარდიო დაავადებების რისკი. მასში შემავალი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს გვიან დაბერებას, რომლებიც შედიან ბოსტნეულში, ხილში, პარკოსნებში, მარცვლეულში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დიეტის მიხედვით შეადგინაკალორაჟის შემდეგი ვარიანტი:

ნახშირწყლები: საერთო კალორაჟის 55-60% _მარცვლეული (პური, ბრინჯი, პასტა, წიწიბურა); პარკოსნები.

ვიტამინ/მინერალები: კალორაჟის დღიური ნორმის 15% - ხილი და ბოსტნეული, როგორც ქორფა, ასევე მოხარშული.

პროტეინები (ცილები): კალორიების დღიური ნორმის 15% _ხორცი, კვერცხი, თევზი.

ცხიმები: კალორიების დღიური ნორმის 10% - ზეითუნის ზეთი (ვირჯინ ექსტრასაუკეთესო ვარიანტია).

 

რეკომენდაციები:

1) დალიეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი.

2) დღეში ერთხელ საჭმელზე 1 ჭიქა წითელი ღვინო შეიძლება.

3) საჭმელის დროს ხილი არ ჭამოთ. საკვების მირებიდან 3 სთ-ის მერე მიირთვით.

4) თუ როელიმე პროდუქტზე ალერგია გაქვთ ან ვერ მიიღებთ, ჩაანაცვლეთ.

5) ივარჯიშეთ ყოველდღიურად.