Nuk
რჩევები, რომელიც დღენაკლული ბავშვის მოვლაში დაგეხმარებათ

თარიღი: 22 აგვისტო, 2020

ბავშვი დედის მუცელში დაახლოებით 40 კვირას ატარებს. ამ პერიოდში ის ასწრებს სათანადოდ მომწიფებას, აუცილებელი რეფლექსების შეძენას, გარემოსთან ადაპტირებას. თუმცა არც ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ბავშვი დროზე ადრე იბადება. დღენაკლულად ითვლება მუცლადყოფნის 22-იდან 37-ე კვირამდე დაბადებული ახალშობილი, რომლის სხეულის მასა არ აღემატება 2.5 კგ-ს.

დღენაკლული ახალშობილი დროულისგან გარკვეულწილად განსხვავდება. მაგალითად, მას თავი ტანთან შედარებით დიდი აქვს, კანი დაფარულია ღინღლით და მისი სტრუქტურა არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული. რაც უფრო მცირეა დაბადებისას ბავშვის მასა და გესტაციური ასაკი, მით უფრო მკვეთრადაა გამოხატული უმწიფრობის ნიშნები. ასეთ ახალშობილებს განსხვავებული მოვლა სჭირდებათ.

კანის დაცვა

დღენაკლული ბავშვის კანის დაცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ის ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული. სწორედ ამიტომ  მნიშვნელოვანია კრემის სწორი შერჩევა. დედის მუცელში პატარა ხაჭოსებრი საცხით არის დაფარული, რაც მას სანაყოფე წყლებთან პირდაპირი კონტაქტისგან იცავს. ნაადრევი მშობიარობის დროს ბავშვის კანს კვლავ სჭირდება მგავსი საცხი, რომელიც მას გარემოს ზემოქმედებისგან, გამოშრობისა და ინფექციებისგან დაიცავს. დღენაკლული ბავშვები და მათი კანი ძალიან მგრძნობიარეები არიან ინფექციების მიმართ, ამიტომ კანის დაცვასთან ერთად, აუცლებელია იმ სივრცის იდეალური სისუფთავეც, სადაც იმყოფება პატარა.

რადგან დედის მუცელში პატარას ხაჭოსებრი საცხი იცავს, ჯობს რომ ნაადრევად დაბადების შემდეგაც მისთვის მსგავსი სტრუქტურის კრემი შეარჩიოთ. ასეთი სერია აქვს გერმანულ ბრენდს „ბიუბხენს“. სერია  „ულტრა სენსიტივი“ შექმნილია ე.წ. პირველქმნილი ანუ ხაჭოსებრი საცხის ბუნებრივი მაგალითის მიხედვით.

აღნიშნული საცხი ბავშვის კანს იცავს სანაყოფე წყლებთან პირდაპირი კონტაქტისგან, დაბადების შემდეგ კი - გამოშრობისა და ინფექციებისგან. „ულტრა სენსიტივის“ დაცვა თითქმის ისეთივეა, როგორიც  - საშვილოსნოში. პროდუქციის განსაკუთრებულ თვისებებს განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი კომპონენტები: ავოკადოს, ქოქოსის, ზეთის ხილის, ჟოჟობას, ინკა ინჩის ზეთები და ცერამიდი 3. აღნიშნული სერიის დამცავი კრემი „ულტრა სენსიტივი“, რომელიც შეიცავს თუთიის ოქსიდს, გამოიყენება საფენის ქვეშ. კრემი ატენიანებს, ამშვიდებს და აღადგენს  კანს, იცავს მას გამოყოფის პროდუქტების მოქმედებისგან, ამცირებს  სიწითლეს და გაღიზიანებას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სერია იდეალურია არა მხოლოდ დღენაკლული პატარებისთვის, არამედ ბავშვებისა და მოზრდილებისთვისაც. განსაკუთრებული შემადგენლობისა და სტრუქტურის გამო კარგად ატენიანებს და უვლის კანს. შესაბამისად, „ულტრა სენსიტივის“ სერიის პროდუქციას აქტიურად გამოიყენებენ როგორც ჩვილებისა და მცირე ასაკის ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

სუფთა ჰაერი და გასეირნება

ახალშობილს სუფთა ჰაერი განსაკუთრებულად სჭირდება, ამიტომ ხშირად გაანიავეთ მისი ოთახი. თუმცა ბავშვი წინასწარ სხვა ოთახში გაიყვანეთ. რაც შეეხება მის გასეირნებას, ამ დროს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო, რადგან ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე. დღენაკლული ბავშვების სასეირნოდ გაყვანა, რომელთა სხეული მასა 1.5 კგ-ზე მეტია, შესაძლებელია დაბადებიდან 2 კვირის შემდეგ. პირველი სეირნობა უნდა იყოს ხანმოკლე. საბოლოოდ კი დრო 1.5 საათამდე შეიძლება გაზარდოთ. ცივ პერიოდში, როდესაც ტემპერატურა 10 გრადუსზე ნაკლებია, დღენაკლული ბავშვების სეირნობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შეუსრულდათ 2 თვე და სხეულის წონა 2.8-3 კგ-ია.

ტანსაცმელი

როგორც წესი, დღენაკლულ ბავშვებს ტანსაცმელს არ აცვამენ და სპეციალურ ზეწარში ახვევენ. თუმცა თუ ბავშვის წონა დაბადებისას 2კგ-ზე მეტია, მისი გახვევა საჭირო არ არის. გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ბავშვის ისე მჭიდროდ გახვევა, რომ მას შეეზღუდოს სუნთქვის საშუალება. იმისათვის, რომ ახალშობილის ფილტვების ყველა ნაწილი სუნთქავდეს თანაბრად, საჭიროა ხშირად შეუცვალოთ ბავშვს ადგილი და დააწვინოთ ხან ერთ და ხან მეორე გვერდზე. თუმცა არ შეიძლება მისი მუცელზე დაწვენა.