Nuk
C ჰეპატიტი და ორსულობა

თარიღი: 10 ივნისი, 2020

C ჰეპატიტის ვირული (HCV) ჰერპესვირუსების ოჯახს ეკუთვნის. HCV ვირუსის გადაცემა ხდება ვირუსით ინფიცირებული სისხლით. ორსულობისას გადაცემა ხდება დაავადებული დედისგან ორსულობისა და მშობიარობის დროს 5-7%-ში. დედის ორგანიზმში HCV - ს მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში ნაყოფზე ვირუსის გადაცემის რისკი იზრდება.

C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია მისი ლაბირტორიული დიაგნოსტიკა.ორსულობისას C ჰეპატიტზე სკრინინგი ტარდება პირველივე ანტენატალურ ვიზიტზე.

ორსულობისას  ჰეპატიტის განასაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს ლატენტური, უსიმპტომო, ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობა. 70-85%-ში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

C ჰეპატიტი არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედას აქვს C ჰეპატიტი და აივ ინფექცია აუცილებელია ნაწარმოებ იქნას საკეისრო კვეთა რათა შემცირდეს C ჰეპატიტისა და აივის გადაცემის რისკი დედიდან ნაყოფზე.

 

ძუძუთი კვება არ არის აკრძალული.