Nuk
ბავშვის შენჯრევის სინდრომი - რატომ არის ის საშიში

თარიღი: 06 მაისი, 2020

1946 წელს ამერიკელმა ბავშვთა რადიოლოგმა John Caffey-მ აღწერა რადიოლოგიური სურათი შემთხვევისა, რაც ბავშვის უხეშ შენჯღრევას მოჰყვა - ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, თვალის ბადურას დაზიანება.
სრული კლინიკური სურათი შემდგომ ბრიტანელმა ნეიროქირურგმა Norman Guthkelch-მა აღწერა. დაზიანებებს ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ეწოდა.

როდის ხდება ბავშვის შენჯღრევა
თუ თქვენი პასუხია - მხოლოდ მაშინ, როცა პატარას ფიზიკურად უსწორდებით, ძალადობთ მასზე, პასუხი სწორი არ არის.
პატარები ხშირად ტირიან, ხანდახან მათი ჭირვეულობა ზღვარსაც სცილდება, რასაც , ბუნებრივია, თავისი მიზეზები აქვს.
ხანდახან ასე ხდება - ბავშვის დამშვიდების ნაცვლად გაღიზიანებული მოვლელი თუ მშობელი პატარას გაბრაზებით ანჯღრევს, ეჩხუბება და ასე ცდილობს მის დამშვიდებას. სწორედ ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ბავშვის შენჯღრევის სინდრომი. იგი განიხილება, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. ეს მდგომარეობა ძირითადად ადრეულ ასაკში გვხვდება, უხშრესად 0-1 წლის ასაკში.
ზოგჯერ ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა. ეს გასართობი, რასაც ჩვილის მხიარული ჭყლოპინი მოჰვება, ერთნაირად ახალისებთ ბავშვებსაც და დიდებსაც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ამ დროსაც შესაძლოა განვითარდეს.

რატომ არის საშიში
საშიშია იმიტომ, რომ ბავშვის შენჯღევისას ხდება თავის ტვინის ტრავმა. ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მანძილია, შენჯრევა კი იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქეცვა, მისი შეშუპების განვითარებს, სიკვდილს.
დამახსიათებელია აგრეთვე ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩქევა, რაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა მოჰყვება.

რა განაპირობებს ამ სინდრომის განვითარებას ადრეულ ასაკში
- სხეულთან შედარებით ბავშვის თავის დიდი ზომა
- კისრის კუნთების სისუსტე
- თავის ტვინის სისხლძაღვების კედელი მოზრდილებთან შედარებით უფრო ნაზია და თხელი, შესაბამისად, ადვილად ზიანდება.

როგორ მივიტანოთ ეჭვი ბავშვის შენჯღრევის სინდრომზე?
აი, უეცრად და აუხსნელად განვითარებული საეჭვო ნიშნების ნუსხა:
- გაურკვეველი ძილიანონა
- სხეულის კანკალი
- სუნთქვის გაძნელება
- ღებინება
- კრუნჩხვები
- დამბლა
- მხედველობის დაკარგვა
- გაურკვეველი ძილიანობა

რათქმაუნდა, ეს ნიშნები სხვა დაავადებების დროსაც შეიძლება შეგხვდეს, თუმცა თუ მათ გამოვლინებას წინ უსწრებდა მშობლის ან მომვლელის მიერ ბავშვზე განხორციელებული ალადობა, სწორედ ბავშვის შენჯრღევის სინდრომზე უნდა მივიტანოთ პირველ რიგში ეჭვი და დაუყოვნებლად მივამრთოთ ექიმს.

ბავშვის შენჯღრევის სინდრომის შორეული შედეგები
- მხევდელობის და სემენის დაქვეითება
- თავის ტვინში სისხლჩაქცევა
- კრუნჩვები
- კოორდინაციის დარღვევები
- მეხსიერების გაუარესება, რაც განსაკუთრებით სწვალის პროცესში იჩენს თავს.

ასე, რომ ფრთხილად!
ნუ იძლადებთ ბავშვზე.
თუ ის ტირის, შეეცადეთ მოძებნოთ ტირილის მიზეზი, აღიჭურვეთ მოთმინებით, გადაატანინეთ ყურადღება მისთვის საინტერესო საგანზე, ხოლო თუ გრძნობთ, რომ კონტროლს კარგავთ, ბავშვის მოვლაში დახმარებისათვის სხვა იხმეთ.
აუცილებლად აუხსნით ძიძებს ან სხვა კომვლელებს, ვისთანაც ბავშვს ტოვებთ, რომ არ შეიძლება ბავშვის შენჯღრევა და უხეში მოპყრობა, რაც მასზე ძალადობას ნიშნავს.
გასართობად კი ჰაერში აგდება-დაჭერის ნაცვლად რაიმე უფრო სახალისო და სასარგებლო მოძებენეთ.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე