Nuk
ბავშვის მიკროსოციალური გარემო და ავადმყოფობა

თარიღი: 17 აგვისტო, 2020

ოჯახში ბავშვის დაბადებისას პირველი კითხვა რაც მშობლებს უჩნდებათ არის: ჯანმრთელია? როგორ განვითარდება, ხომ ყველაფერი კარგად იქნება? ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ემოციური აჟიოტაჟი უმრავლესს შემთხვევაში ერთ წლამდე გრძელდება.

ოჯახის არსებაში აქტიურად იჭრება ყოფითი პრობლემები და ბავშვზე ჭეშმარიტი ზრუნვა მეორე პლანზე გადადის. ისინი ხშირად თავიანთი ცელქობით, ინტერესითა და თამაშით ხელს უშლიან დაქანცულ მშობლებს საქმიანობაში, დასვენებაში, ტელევიზორის ყურებაში. არადა, ისინი ხომ კვლავ პატარები არიან, რომელნიც მოზრდილებისაგან ყურადღებას, თბილი, დამცველობითი გარსის შექმნას ითხოვენ და არა უარყოფას.

ბავშვი სიმპათია-ანტიპათიაში ცხოვრობს. იგი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოგზაურობს სიმპათიიდან ანტიპათიაში და პირიქით. ეს მოგზაურობა ჰარმონიული და გაწონასწორებული უნდა იყოს. ეს წონასწორობა სწორედ მისმა ჯანსაღმა მიკროსოციალურმა გარემომ უნდა შეუქმნას, თავდაპირველად კი მშობლებმა, რომლებიც ბავშვისათვის პირველი პედაგოგები უნდა იყვნენ.

მიკროსოციალურ სფეროში დისჰარმონიამ შეიძლება ბავშვის მხრიდან სხვადასხვაგვარი პროტესტი წარმოშვას, ისეთივე მრავალგვაროვანი, როგორიც მისი ფანტაზიაა. პროტესტის თითოეული ფორმა განაპირობებს გარკვეული კონსტიტუციური ტიპის ჩამოყალიბებას და გარკვეული ავადმყოფობებისადმი მიდრეკილებას.

დღეს ავადმყოფობა აუმღვრეველი ცხოვრების დამამძიმებლად, წარმოების პროცესის დარღვევად მიაჩნიათ, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა იქნას თავიდან მოცილებული. და მართლა ასეც ხდება - მრავალ შემთხვევაში ხდება ავადმყოფობის ლიკვიდაცია. ხშირად, როდესაც ერთი დაავადების სწრაფ მოცილებას ვახდენთ, ცოტა ხანში თავს იჩენს აქამდე უცნობი პრობლემა.

ცხადია, ძალიან ძნელია ეს ორი დაავადება ერთმანეთს დავუკავშიროთ და თამამად ვთქვათ, რომ ერთის სწრაფად თავიდან მოცილებამ განაპირობა მეორეს აღმოცენება, რადგან პირველი განდევნილ იქნა და არა განკურნებული. შესაძლებელია, რომ ერთი ავადმყოფობა თვითონვე&ნბსპ; ერთგვარ მკურნალობას წარმოადგენდეს სხვა უფრო მძიმე ავადმყოფობისათვის.

ეს აზრი შეიძლება ბევრისათვის ძალზე უცხო იყოს, რადგან ჩვენი დროის აზროვნების ხასიათი იმგვარია, რომ ავადმყოფობაში მხოლოდ დარღვევას ხედავენ და არა დადებით მოვლენას.

ჯანმრთელობა ნიშნავს არა ავადმყოფობის არ არსებობას, არამედ წონასწორობის მდგომარეობას ორ სრულიად განსხვავებულ, საპირისპირო ავადმყოფობის ტენდენციას შორის.

ავადმყოფობები ისეთი პროცესებია, რომლებიც დამოუკიდებელნი, კანონზომიერნი არიან, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორგანიზმში შეაქვთ თავიანთი საკუთარი ცხოვრება და ადამიანის სასიცოცხლო კავშირები მიჰყავთ კრიზისამდე, საიდანაც ვერ გამოვლენ, თუკი არ გამოავლენენ საკუთარ აქტიურობას და ძალისხმევას. ამ თვალსაზრისით ბავშვთა ყველა დაავადებას აქვს თავისი დასაწყისი, პიკი და დასასრული. დაავადება თავისი საკუთარი, ორგანიზმისათვის უცხო კანონზომიერებით იჭრება ფიზიკურ და მშვინვიერ ცხოვრებაში.

დაავადების გადატანის შემდეგ რჩება არსების წევრების სტრუქტურა, რომელნიც სპეციფიკურად შეცვლილია შესაბამისად ავადმყოფობის ხასიათისა. ამით ადამიანი შეიძენს ღრმად არაცნობიერ სხეულებრივ და შედარებით ცნობიერ მშვინვიერ (ემოციურ) გამოცდილებას. ბავშვი ებრძვის დაავადებას, ისევე, როგორც მშვინვიერ პლანში ებრძვის ის ძნელად შესათვისებელ მედიკამენტს;

როდესაც დაავადება ნელ-ნელა უკან იხევს, ეს ნიშნავს „გამარჯვებას“ და გაძლიერებას.