Nuk
უნდა დაბანოთ თუ არა ბავშვები როცა მათ ტემპერატურა აქვთ

თარიღი: 21 მარტი, 2018

პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს !!!


მშობლები ხშირად სვამენ კითხვას,უნდა დაბანონ თუ არა ბავშვები როცა მათ ტემპერატურა აქვთ,ახველებთ,სურდო აქვთ...

დიახ უნდა დაბანოთ...

რატომ???

სწორედ იმიტომ რომ კანი მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის ყველა ორგანოს ფუნქციონირებასთან.
კანის ფუნქციებია: სუნთქვა, შეწოვა, გამოყოფა, პიგმენტების წარმოქმნა.
ის მონაწილეობს თერმორეგულაციის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა გამოსხივებისაგან. დაუზიანებელი კანი შეუღწევადია მიკროორგანიზმებისთვის,ბაქტერიოციდული ეფექტი ქვეითდება გადაღლის და კანის დაზიანების და დაბინძურების შემთხვევაში. კანი მონაწილეობას იღებს იმუნიტეტის წარმოქმნის პროცესებში... კანი სუნთქავს და დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფს 10 გრ ნახშირორჟანგს და შთანთქავს 5 გრ ჟანგბადს,რაც ორგანიზმის აირთა ცვლის დაახლოებით 2%-ს შეადგენს.
ბავშვის კანი ნაზია,თხელია,მდიდარია სისხლძარღვებით,იოლად ზიანდება, მალე კარგავს სუნთქვის ფუნქციას, თუ ფორები ჭუჭყით ივსება. ამიტომ მას სათუთი მოვლა და ხშირი დაბანა ჭირდება, რომ არ დაკარგოს სუნთქვის ფუნქცია და არ შეუწყოს ხელი ჰიპოქსიის განვითარებას...

ამიტომ თითქმის არ არსებობს დაბანის წინააღმდეგჩვენება (ყოველთვის იმოქმედეთ ექიმთან შეთანხმებით)  ის მოსაზრება,რომ ვირუსული ინფექციის დროს ბავშვის დაბანა არ შეიძლება, მოძველებულია და წარსულს ჩაბარდა...
თუ თქვენ,სწორად შეარჩევთ წყლის ტემპერატურას,ბავშვის მდგომარეობიდან და ტემპერატურიდან გამომდინარე, პირიქით, ხელს შეუწყობთ ბავშვის სწრაფ გამოჯანმრთელებას. არ არის აუცილებელი ყოველთვის დუშ-გელის, საპნის ან სხვადასხვა მცენარეული ნაყენის გამოყენება, საკმარისია უბრალო წყლის გადავლება,რომ თქვენმა შვილმა უფრო მხნედ იგრძნოს თავი,მივცეთ კანს საშუალება მაქსიმალურად ისუნთქოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ბავშვს სიამოვნებს ეს პროცესი.  მერწმუნეთ, გამოჯანმრთელების პროცესიც არ დააყოვნებს... დარეგულირდება ტემპერატურა, ცხვირის სანაციაც და ნახველის სეკრეციაც მარტივად მოხდება, მოუსმიეთ და ენდეთ თქვენს მკურნალ ექიმს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან მედიცინის საკითხებში...
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას❣️