Nuk
არკოლევურე- სინბიოტიკების როლი ვირუსული დიარეების მკურნალობაში

თარიღი: 22 მარტი, 2022

ვირუსული გასტროენტერიტი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ანთებით დაავადებას, რომელიც გამოწვეულია ერთი ან რამოდენიმე ვირუსის, ყველაზე ხშირად - ნოროვირუსის, როტავირუსის ან ადენოვირუსის მიერ. დაავადება საკმაოდ მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება.

ვირუსული გასტროენტერიტის სიმპტომებია: დიარეა (3 ან მეტჯერ დღეში), თავისა და კუნთების, მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, უმადობა, გულისრევა, ღებინება.

დიარეა ვირუსული გასტროენტერიტის ყველაზე ხშირ სიმპტომს წარმოადგენს. იგი განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვებში და ხანდაზმულებში, რადგან ეს ასაკობრივი ჯგუფები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გაუწყლოვნების მიმართ.

ვირუსული დიარეის მკურნალობის უპირველეს ამოცანას რეჰიდრატაცია წარმოადგენს. აუცილებელია დაკარგული სითხისა და მიკროელემენტების რაოდენობის შევსება, რათა გაუწყლოვნება თავიდან იქნას აცილებული.

ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სხვადასხვა ეტიოლოგიის დიარეის მკურნალობაში პრობიოტიკების, პრებიოტიკებისა და სინბიოტიკების გამოყენებას. ტარდება მრავალრიცხოვანი კვლევები ამ პრეპარატების ეფექტურობის შესახებ როგორც დაავადების მიმდინარეობის, ასევე პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისას.

სინბიოტიკები წარმოადგენენ პრობიოტიკების (სასარგებლო ბაქტერიები) და პრებიოტიკების (არამონელებადი მცენარეული ბოჭკო, რომელიც პრობიოტიკების საკვები მასალაა) კომბინაციას და აერთიანებენ ორივე შემადგენელი კომპონენტის დადებით თვისებებს ადამიანის ორგანიზმისთვის.

სინბიოტიკები აღადგენენ ნაწლავის მიკროფლორას, ზრდიან სასარგებლო („მეგობარი“) ბაქტერიების და ამცირებენ პათოგენური მიკრობების რაოდენობას, აძლიერებენ ადგილობრივ იმუნიტეტს, ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ათვისებას ნაწლავში, აუმჯობესებენ ნაწლავის პერისტალტიკას და ხელს უწყობენ ნაწლავის ოპტიმალური PH-ის შენარჩუნებას.

კვლევებით დადასტურებულია, რომ სინბიოტიკების გამოყენება ამცირებს სხვადასხვა ეტიოლოგიის, მათ შორის ვირუსული დიარეის ხანგრძლივობას. სინბიოტიკები აღადგენენ ნაწლავის მიკროფლორას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ბარიერს ინფექციური აგენტებისა და ტოქსინებისთვის. ნაწლავის PH-ის აღდგენის და პერისტალტიკის გაუმჯობესების გზით სინბიოტიკი აწესრიგებს საჭმლის მონელების დარღვეულ პროცეეს.

ფრანგული კომპანია არკოფარმას პრეპარატი არკოლევურე წარმოადგენს სინბიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის პრობიოტიკი საქარომიცეს ბულარდი და პრებიოტიკი - ვარდკაჭაჭას ინულინი. საქარომიცეს ბულარდი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით დიარეით მიმდინარე დაავადებების დროს. ინულინის შემცველობა ხელს უწყობს არაპათოგენური მიკროფლორის ზრდას ნაწლავში და აძლიერებს საქარომიცეს ბულარდის ეფექტურობას. არკოლევურეს კაფსულების განსაკუთრებული შეფუთვა უზრუნველყოფს სამედიცინო საფუარის სოკოს ცოცხალი უჯრედების შენარჩუნებას პრეპარატის ვადის ამოწურვამდე, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პრობიოტიკების შემცველი სამკურნალო საშუალებების ეფექტურობისთვის.