Nuk
ანტიბიოტიკით მკურნალობის სიკეთე და რისკები

თარიღი: 17 ნოემბერი, 2022

ანტიბიოტიკის შექმნა გასული საუკუნის 20-იანი წლების ირლანდიელ მკვლევარს ალექსანდრე ფლემინგს უკავშირდება, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა, რომ სტაფილოკოკით დასახლებულ ნიადაგზე რაღაც ანადგურებდა ბაქტერიის გროვებს,ეს აღაც ობის სოკო აღმოჩნდა, რომელიც შეიცავდა სრულიად განსაკუთრებულ ნივთიერებას- პენიცილინს.ეს შემთხვევა დაედო საფუძვლად მედიცინაში ახალი დროის-ანტიბიოტიკბის ერის დაწყებას, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, თუმცა მისმა უკონტროლო და არასწორმა გამოყენებამ სარგებლის ნაცვლად შესაძლოა ზიანი მოუტანოს ადამიანს ან საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას.

 

ანტიბიოტიკი ანტიმიკრობული საშუალებაა და მისი მოქმედება მხოლოდ ბაქტერიაზე ხორციელდება(არა ვირუსზე ან სხვა მიკროორგანიზმზე), არის თუ არა ორგანიზმში ბაქტერია გააქტიურებული და ეს ბაქტერია არის თუ არა დაავადების გამომწვევი, ამას შესაბამისი კლინიკური მიმდინარეობა და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების თობლიობა ადასტურებს, რომლის განსაზღვრაც ექიმს შეუძლია. რადგან ორგანიზმში უამრავი (3 კგ. მდე) ბაქტერია ცხოვრობს და ისინი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ანტიბიოტიკის არასწორმა დანიშვნამ, შესაძლოა მათი განადგურება გამოიწვიოს, გარდა ამისა ანტიბიოტიკის არასწორმა დოზირებამ შესაძლოა წარმოქმნას .. რეზისტენტული ფორმები და საჭიროების დროს ვეღარ მოხდეს სასურველი ეფექტის მიღება.

ასევე, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს: ალერგიულობა და იმუნური მდგომარეობა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში.

ამიტომ ანტიბიოტიკით მკურნალობის დოზას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. არასწორ დროს არასწორად დანიშნულმა ანტიბიოტიკმა კი შესაძლოა ახალი,რთული დილემის წინაშე დააყენოს პაციენტი.