Nuk
ალერგია შინაურ ცხოველებზე

თარიღი: 27 აპრილი, 2022

სახლში გყავთ კატა, ძაღლი, თუთიყუში და შენიშნეთ რომ თქვენ ან თქვენს პატარას აწუხებს:
- ხშირი სურდო, ცემინება, გაჭედილი ცხვირის შეგრძნება
- პერიოდული ან გახანგრძლივებული ხველა, მსტვინავი ხმაურიანი სუნთქვა
- თვალების ქავილი, სიწითლე, ცრემლდენა
- კანის ქავილი, გამონაყარი
 
მაშინ ეს სტატის თქვენთვის არის !
ალერგია შინაურ ცხოველებზე ვითარდება დროთა განმავლობაში. ის რომ სახლში წლებია გყავთ ცხოველი არ გამორიცხავს ალერგიას, პირიქით მეტი ალბათობაც კი არის იმისა, რომ ხართ მასზე ალერგიული.
როგორ დავადგინოთ ?
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში ცხოველების მიმართ ალერგიის დადგენა შესაძლებელია:
- სწრაფი და მარტივი კანის სინჯებით (არ ტარდება დაავადების გამწვავების დროს! არ კეთდება ანტიალერგიული პრეპარატების მოხმარების ფონზე!)
- სისხლის შრატის ანალიზით (სპეციფიკური IgE-ს განსაზღვრით ამათუიმ ცხოველის მიმართ) აღნიშნული ანალიზი შეიძლება გაკეთდეს როგორც გამწვავების, ისე რემისიის დროს! ანტიალერგიული პრეპარატებით მკურნალობა არ „შლის“ სურათს
- მრავალკომპონენტური ტესტის საშუალებით, სადაც სხვა ალერგენებთან ერთად, შეძლებთ გაიგოთ ხართ თუ არა ალერგიული ყველა ცხოველის მიმართ (შეიძლება როგორც დაავადების გამწვავების დროს, ისე ანტიალერგიული პრეპარატებით მკურნალობის პროცესში)