Nutricia
მარწყვზე ალერგია ბავშვებში

თარიღი: 29 მაისი, 2020

მარწყვი

მარწყვი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, შეიცავს უფრო დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, ვიდრე თუნდაც ფორთოხალი. ის აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნასაც კი. მარწყვის დამახასიათებელი წითელი ფერი  ფლავონოიდების მაღალი შემცველობით არის გამოწვეული, რომელიც ქოლესტეროლის შემცირებას უწყობს ხელს. ყველაფერთან ერთად, მარწყვი არის დაბალკოლორიული პროდუქტი. 

მიუხედავად მარწვის ბევრი სასარგებლო თვისებებისა, მასზე საკმაოდ ხშირად გვხდება სხვა და სხვა სახის რეაქციები.

უფრო გავრცელებულია მარწყვის აუტნლობა და არა მარწყვზე ალერგია.

მარწყვის აუტანლობა გამოწვეულია  არა-იმუნოლოგიური მექანიზმებით მარწყვის მიმართ ალერგიისაგან განსხვავებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მარწყვის აუტანლობა შეიძლება დროებითი იყოს და შემდეგში ის აიტანოს პაციენტმა, განსხვავებით მარწყვზე ალერგიისაგან, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება და არ გადის.

რა იწვევს მარწყვის მიმართ ალერგიას?

ჰისტამინი, ეს ქიმიური ნივთიერებაა, ახასიათებს ქავილი, გამონაყარის, კანის სიწითლისა და სხვა სიმტომების გამოწვევა. 

ზოგიერთი საკვები თავად შეიცავს ჰისტამინს და ზოგიერთ საკვებს კი შეუძლია გააძლიეროს მისი გამონთავისუფლება ორგანიზმში. მარწყვი ის პროდუქტია რომელიც თავადაც შეიცავს ჰისტამინს დიდი რაოდენობით და ხელსაც უწყობს ამ ნივთიერების წარმოქმნას. ჰისტამინის ორგანიზმში ჭარბი დოზით დაგროვების შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებათ „ალერგიისმაგავარი“ სიმპტომები, რომელსაც სინამდვილეში აუტანლობა ეწოდება. მარწყვის აუტანლობის გამოვლენა უფრო შესაძლებელია მისი ჭარბი რაოდენობით და ასევე თერმულად დაუმუშვებელი ანუ უმად მიღების შემთხვევაში. ზოგიერთ შემთხვევაში მარწყვის აუტანლობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს სასუქებითა და სხვა და სხვა სახის შესაწამლი საშუელებებით, რომლებიც გამოყენებული იყო მისი ზრის პროცესში.

რა სიმპტომებით ვლინდება მარწყვის აუტანლობა?

მარწყვის აუტანლობის გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ მისი მიღების შემთვევაში, განსხვავებით მარწყვზე ალერგიისაგან, რომელიც შესაძლებელია მასთან შეხების დროსაც კი გამოლინდეს. ასევე მარწყვის მიმართ ალერგიისაგან განსხვავებით სიმპტომების გამოვლენა ნაკლებად შესაძლებელია იყოს სწრაფი და როგორც წესი რამოდენიმე საათის ან დღის შემდეგაც კი ვითარდება.

გავრცელებული სიმპტომები მარწყვის აუტანლობის დროს არის:

- კუჭის ტკივილი 

- შებერილობა

- დიარეა

- თავის ტკივილი

- გამონაყარი კანზე

- კანის ქავილი

- სახის / ტუჩების შეშუპება

რა იწვევს მარწყვზე ალერგიას?

მარწყვზე ალერგიის დროს იმუნური სისტემა განიხილავს მასში შემავალ ცილებს როგორც პათოგენურს და იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას მათ წინააღმდეგ.

არსებობს კვლევები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მარწყვზე ალერგიული რეაქცია უკავშირდება მათ წითელ ფერს (ფლავონოიდებს).  ასევე კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ მარწყვის მიმართ ალერგიის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია სხვა ხილსა თუ ბოსტნეულზეც, მაგ. ანანასზე, კივიზე, ალუბალზე, ჟოლოზე, მაყვალზე, მსხალზე, ატამსა თუ ვაშლზე.

რა სიმპტომებით ვლინდება მარწყვზე ალერგია?

ორალური ალერგიის სინდრომი -  გამოწვეული ერთნაირი ცილების შემცველობის მქონე მცენარესა და ხილის ან ბოსტნეულის ჯვარედინი რეაქციით. მარწყვთან ჯვარედინად მორეაგირე მცენარე არყის ხეა, ანუ მათ, ვისაც აქვთ პოლინოზი, ანუ მცენარეული ალერგია არყის ხეზე, შესაძლოა აღენიშნოთ მცენარე-საკვების სინდრომი უმი მარწყვის მიღების შემთხვევაში. ეს სიმპტომები ვლინდება სახელწოდებიდან გამომდინარე უმტესწილად პირის ღრუს მიდამოში შემდეგი სიმტომებით:

- „ჩხვლეტის“, წვისა და ქავილის შეგრძნებით ტუჩების, ენის, ღრძილების, სასისა და ხორხის არეში

- ტუჩების/ენის/ ხორხის შეშუპებით

- პირის ღრუში გამონაყარით

- ყელში მოჭერის შეგრძნებით

სხვა გავრცელებული სიმპტომები მარწყვზე ალერგიის დროს:

- კონტაქტური დერმატიტი (მარწყვის შეხების ადგილზე სიწითლე, ქავილი, გამონაყარი)

- ჭინჭრის ციება

- ანგიონევროზული შეშუპება (თვალის, ტუჩის, ხორხის)

- ცრემლდენა, თვალების ქავილი

- ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის დახშობა, ცემინება

იშვიათი სიმტომები მარწყვის მიმართ ალერგიის დროს:

- შებოჭილობა გულ-მკერდის არეში

- ტკივილი გულ-მკერდის არეში

- მსტვინავი სუნთქვა, ბრონქოსპაზმი

- გენერალიზებული  გამონაყარი კანზე ქავილით

- ხორხის შეშუპება

- ტკივილი მუცლის არეში

- ღებინება

- დიარეა

- თავბრუსხვევა, შფოთვა, გონების დაბინდვა

- წნევის ვარდნა, გონების დაკარგვა

- ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია)

 

მარწვის მიმართ ალერგია ბავშვებში

ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან მარყვზე ალერგიული რეაქციების განვითრებისკენ, ვიდრე მოზრდილები. საყურადღებოა ის ფაქტი,  რომ ბავშვებისთვის საყვარელ ბევრ საკვებ პროდუქტში (ნაყინი, ტკბილეული) და მედიკამენტში გამოყენებულია მარწყვი, როგორც არომატიზატორი, ამიტომ, თუკი თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენს პატარას შეიძლება ჰქონდეს ალერგია მარწყვზე, მაშინ განსაკუთრებით სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტზე დატანილი შემადგენლობების სია.

როგორ დავიცვათ თავი მარწყვზე ალერგიის დროს?

- პირველ რიგში დარწმუნდით, რომ საკვები, რომელსაც მირრთმევთ არ შეიცავს მარწყვს.

- ალტერნატივად შეიძლება შემოთვაზებულ იქნას თეთრი მარწყვის მიღება, ვინაიდან არსებობს მტკიცებულება, რომ პაციენტებმა ვისაც ჰქონდათ ალერგია წითელ მარწყვზე, გართულებების გარეშე აიტანეს თეთრი მარწყვი.

- თუკი მარწყვზე ალერგიის შემთხვევაში სხვა ხილზეც აღნიშნეთ, რომ გაქვთ რეაქცია, თავი აარიდეთ მათ მიღებას. 

 სტატიის ავტორი: ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე