Nuk
ადრეული მენოპაუზა - მიზეზები, სიმპტომები და მართვა

თარიღი: 22 ნოემბერი, 2020

ადრეული მენოპაუზის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და მართვაზე გვესაუბრება მეან- გინეკოლოგი, ქირურგი - ეკა ბუკია.

 

რა რის ადრეული მენოპაუზა ?

დავიწყოთ იმით, რომ ქალების უმეტესობას მენოპაუზა ეწყებათ 45-55წ. ასაკში. საშუალო ასაკია 51 წ.  ადრეული მენოპაუზა კი იწყება 45 წლამდე.

ნაადრევი მენოპაუზა ან საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა კი იწყება 40 წლამდე.

მენოპაუზა იწყება მაშნ, როცა საკვერცხეები წყვეტენ რეპროდუქციულ ფუნქციას, წყვეტენ ფოლიკულების გამომუშავებას, შესაბამისად ქვეითდება ესტროგენის დონე.

ქალი იმყოფება მენოპაუზაში, თუ ბოლო მენსტრუალური ციკლიდან გავიდა 12 თვე.

 თანმხლები სიმპტომები, როგორიცაა ე.წ. ალები, იწყება მენოპაუზამდე- პერიმენოპაუზაში.

 

რა იწვევს ადრეულ მენოპაუზას?

არსებობს რამდენიმე გამმწვევი მიზეზი, თუმცა ზოგ შემთხვეაში ვერ ხერხდება გამომწვევი მიზეზის დადგენა. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი :

ყველა ის ფაქტორი, რომელიც აზიანებს საკვერცხეებს ან აფერხებს ( აჩერებს) ესტროგენის გამომოუშავებას - შესაძლოა იწვევდეს ნაადრევ მენოპაუზა.  ამ ჩამონათალში შედის : ქიმიოთერაპია , ოვარექტომია( საკვერცხის ამოკვეთა ), საკვერცხის რეზექცია ( საკვერცხის ნაწილობრივი ამოკვეთა) .  ასეთ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა უნდა მოგამზადოთ ნაადრევი მენოპაუზისთვის.  თუმცა შესაძლოა ნაადრევი მენოპაუზა დაგეწყოთ საკვერცეების დაზიანების გარეშეც.

თუ ადრეული მენოპაუზის გამომწვევი სამედიცინო მიზიეზი არ არის,  დიდი ალბათობით ადრეული მენოპაუზის გამომწვევი მიზეზია გენეტიკური ფაქტორი.

მენოპაუზის  დაწყების  ასაკი ხშირ სშმთხვევაში გადაეცემა გენეტიკურად. თუ  დედათქვენს  ჰქონდა ადრეული მენოპაუზა, ხშირ შემთხვევაში თქვენც ადრეული მენოპაუზის განვვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით.

მავნე ჩვევები-   მაგალითად თამბაქოს მოხმარებას აქვს ანტისეტროგენული მოქმედება. ამიტომ მწეველებს შესაძლოა 1-2 წლით ადრე დაეწყოთ მენოპაუზა, ვიდრე არამწეველ ქალებს. 

დიდი მნისნელობა აქვს სხეულის მასისი ინდექსს- ესტროგენი ინახება ცხიმოვან ქსოვილში. ძალიან გამხდარ ქალებს ესტროგენის ნაკლები მარაგი აქვთ, რომელიც შესაძლოა ამოიწუროს უფრო ადრე.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვეგეტარიანული დიეტა,  ფიზიკური ვარჯიშისა და მზის სხივების ნაკლებობამ დიდი ხნის მანძილზე შესაძოა გამოიწვიოს ადრეული მენოპაუზა.

ქრომოსომული დეფექტები- ასევე არის ერთ ერთი გამომწვევი მიზეზი ადრეული მენოპაუზისა.

გარდა ამისა ადრეულ მენოპაუზას იწვევენ აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება და რევმატოიდული ართრიტი.

ეპილეფსია-ამ დაავადების მქონე ქალები უფრო ხშირად არიან ადრეულ მენოპაუზაში.

 

რა სიმპტომები ახასიათებს ადრეულ მენოპაუზას?
ადრეული მენოპაუზისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმიპტომები :
არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
მენსტრუალური ციკლიდან ციკლამდე მანძლის შემოკლება ან პირიქით გახანგრძლივება
ძლიერი სისხლდენა სასქესო გზებიდან
ციკლის გახანგრძლივება 7 დღეზე მეტად.

 

ზემოთ აღნიშნული ჩივილების დროს უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რომ მოხდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ნამდვილად ადრელი მენოპაუზაა, თუ სხვა რაიმე გინეკოლოგიური პრობლემა.

 

ასევე ადრეული მენოპაუზის სიმტომებია:
ხასიათისა და გუნება განწყობის ცვალებადობა
ლიბიდოს დაქვეითება
საშოს სიმშრალე
ძილთან დაკავშირებული პრობლემები
ე.წ. ალები
ღამის ოფლიანობა
შარდვასთან დაკავშირებული ცვლებები

 

 

როგორ ხდება ადრეული მენოპაუზის დიგანოსტირება?

მენოპაუზის დასაწყის პერიოდს ქვია პერიმენოპაუზა.  ამ პერიოდში შესაძლოა ქალს ქონდეს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი და ზემოთ აღნიშნული ჩივილებიდან ერთ ერთი ან რამდენიმე ერთად, რომელიც შესაძლოა პერიოდულად იჩენდეს თავს და არ ქონდეს მუდმივი ხასიათი.

საჭიროეა ჰორმონალური სტატუსის გამოკვლევა და ვაგინალური ექოსკოპიის ჩატარება.

 

როგორია ადრეული მენოპაუზის მკურნალობა?

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ჰორმონული სტატუსის მდგომარეობაზე. ძირითადად ხდება ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიით მკურნალობა.  ან შესაძოა მიკროდოზირებული ვაგინალური სანთლების გამოუენება საშოსმხრივი ჩივილების შესამცირებლად.  თუმცა ჰორმო ჩანაცვლებით თერაპიასაც აქვს თავის რისკები. ჩანაცვლებითმა ჰორმონოთერაპიამ შესაძლოა გაზარდოს გულ-სისხლძარღვთ

დაავადებების, ინსულტისა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკები.

 

შესაძლოა თუ არა ადრეული მენოპაუზის შეჩერება?

ადრეული მენოპაუზის სრულად შეჩერება შეუძლებელია, თუმცა მკურნალობას შეუძლია სიმპტომების შემსუბუქება , რომ უფრო ადვილი გადასატანი გაქხდეს ქალისთვის.

 

 

შესაძლოა თუ არა ადრეულმა მენოპაუზამ დააჩქაროს ან გამოიწვიოს სხვა დაავადებების განვითარება?

ძირითადი პრობლემა და დაავადება  ადრეული მენოპაუზაში არის უნაყოფობა.  გარდა ამისა არსებობს სხვა დაავადებებიც.

ესტროგენის მუდმივი გამომუშავება ორგანიზმის მიერ ბევრ პროცესზე ახდენს გავლენას, მაგალითად ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოლპროტეინებსის  ( HDL- ე.წ „კეთილი ქოლესტერინის“ )  დონეს და ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (  LDL - ე.წ. „ ცუდი ქოლესტერინის ) დონეს.

 

ნაადრევად  ესტროგენის გამომუშავების შეწყვეტა  ზრდის შემდეგი დაავადებების განვითარების რისკს :
გულ- სასხლძარღვთა დაავადებები
ოსტეოპოროზი
დეპრესია

 

შეუძლია თუ არა ადრეული მენოპაუზის დადგომას რაიმე დაავადების განვითარებისგან ქალების დაცვა ?

დიახ, შესაძლოა ! ამ დაავადებას მიეკუთვნება ესტროგენ მგრძნობიარე სიმსივნეები- როგორიცაა ძუძუს კიბო.

ძუძუს კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ  იმ ქალებს, რომლებსაც გვიან ეწყებათ მენოპაუზა ( 55წ), ვიდრე იმ ქალებს, ისაც აქვთ ადრეული მენოპაუზა. ეს განპირობებულია იმით, რომ  მათი ძუძუს ქსოილი უფრო დიდ ხანს იმყოფებოდა ესტროგენის ზემოქმედების ქვეშ.

 

რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვაქვს ადრეული მენოპაუზა და ჯერ არ გვყავს შვილი ?

იმისთვის, რომ გყავდეთ შვილი, თქვენ შეგიძიათ მიმარტოთ in vitro ტექნოლოგიებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სუროგატი დედის აყვანა  ან დონორის კვერცხუჯრედით განაყოფიერება.

გისურვებთ ჯანმრთელობას !