Nuk
გრიპის სეზონი და მიმდინარეობა საქართველოში

თარიღი: 03 მაისი, 2015

გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, იგი ცირკულირებს მთელს მსოფლიოში და იწვევს ეპიდემიებს. მას აქვს უნარი დააინფიციროს ადამიანები ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. სეზონურ ეპიდემიებთან ერთად, გრიპის ახალი ქვეტიპის აღმოცენებისთანავე შესაძლებელია გრიპის პანდემიის დაწყება.

გრიპი ადვილად მოგზაურობს. ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება დახველების ან დაცემინებისას, ასევე დაბინძურებული ხელებით. ადამიანებმა შესაძლებელია გაავრცელონ გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაიგებენ რომ ავად არიან, რომელიმე სიმპტომის გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და შემდგომი 5-7 დღის განმავლობაში.

როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი - გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი.

გრიპი იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოხატული ინტოქსიკაციითა და ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით.

სეზონური გრიპის ვირუსის 3 ტიპი არსებობს - A, B და C.

ევროპის რეგიონისა და მ.შ. საქართველოსთვის, გრიპის სეზონი ზოგადად განსაზღვრულია ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე. საქართველოში, მრავლწლიანი გამოცდილებით, გრიპის ვირუსის გავრცელება პიკურ სიდიდეებს დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით აღწევს და გავრცელების ამგვარი აქტივობა 5-8 კვირა გრძელდება.

გრიპის პროფილაქტიკის მთავარი და ყველაზე ეფექტური გზა - ვაქცინაციაა. უკუჩვენებები ვაქცინას თითქმის არ გააჩნია და თითქმის ყველასთვის და ყოველთვისაა რეკომენდირებული -  განსაკუთრებით  ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის. დაავადებისგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა რეკომენდირებული. საყოველთოდ აღიარებულია, რომ ვაქცინაცია 3-4-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა.

2014-2015 წლების გრიპის სეზონისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მაღალი რისკის ჯგუფებისთვის შეძენილ იქნა 8000 დოზა სეზონური გრიპის ვაქცინა და ამჟამად აცრილია შესაბამისი კონტიგენტი.

2014-15 წლების სეზონი ევროპის რეგიონში ხასიათდება ზომიერი ინტენსივობითა და სხვადასხვა ქვეტიპების ერთდროული ცირკულაციით. საქართველოში უპირატესად გავრცელებულია B გრიპი და დღემდე  სულ რეგისტრირებულია A/H1 -  3 და B – 153 ლაბორატორიულად დადსტურებული შემთხვევა.

რაც შეეხება, საქრთველოში, გრიპისმაგვარი დაავადებით ავადობის მაჩვენებლებს, 2014-2015 წლების სეზონი არ გამოირჩევა მაღალი ინტენსივობითა და სიმძიმით, რაც გარკვეულად სწორედ B ტიპის ცირკულაციითაა პირობადებული.

ამჟამად გამოვლენილი ავადობის მაჩვენებელი და გრიპის ვირუსის ლაბორატორიული დადასტურების ინტენსივობა გვაფიქრებინებს, რომ სეზონური გავრცელების ინტენსივობა შემცირდება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში B ტიპის გრიპის ვირუსისთვის, თუმცა არ არის გამორიცხული სხვა ქვეტიპების გავრცელება მომდევნო პერიოდში.

გრიპის ძირითადი სიმპტომებია:
- მაღალი ტემპერატურა (380 C მეტი);
- თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
- საერთო სისუსტე;
- ხველა;
- ყელის ტკივილი;
- შემცივნება;
- იშვიათად დიარეა და პირღებინება.

გრიპის შემთხვევათა ძირითადი რაოდენობა სრულად გამოჯანმრთელდება ერთი კვირის თავზე. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა გრიპი გართულდეს და კიდევ უფრო იშვიათად გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც.

გრიპის ძირითად გართულებად ითვლება პნევმონია (ფილტვების ანთება), შედარებით იშვიათია შუა ყურის ანთებითა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების გამწვავებით გამოწვეული გართულებები.

გრიპის ვირუსის  გართულების რისკ-ჯგუფში იმყოფებიან: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემისა და სხვა ქრონიკული დაავადების მქონენი, ონკოლოგიური პაციენტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულნი, ბავშვები,  ხანდაზმულები და ორსულები.

იმ შემთხვევაში, თუ გრიპის სიმპტომების ფონზე დაავადებულს აღენიშნება:

სუნთქვის გართულება, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხვირ-ტუჩის მიდამოს გალურჯება, სისხლიანი ნახველი, მე-3 დღის შემდგომ ტემპერატურის მატების ტენდენცია - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ადამიანიდან ადამიანზე გრიპის ვირუსის გადაცემა დაავადებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს ხდება (დაავადებული ადამიანის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ვირუსი ვრცელდება ჰაერში, რაც ჯანმრთელთა დაავადების მიზეზია); ადამიანი ასევე შეიძლება დაავადდეს გრიპის ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან ხელით შეხების შემდეგ, რადგან, ზედაპირებზე მოხვედრილი გრიპის ვირუსი დაინფიცირების უნარს  2-8 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.

ეკომენდაციები გრიპით დაავადებულთათვის:
როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი - გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი.

გართულებების განვითარების რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
•   გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი;
•   დიაბეტით დაავადებულნი;
•   მცირედახანდაზმული ასაკი;
•   ორსულები

გრიპით გამოწვეული გართულებების თავიდანაცილების მიზნით, რეკომენდებულია: დაავადებულებმა დაიცვან წოლითი რეჟიმი და ისეთი სიმპტომების გამოჩენისას, როგორიცაა:
 
•   სუნთქვის გაძნელება;
•   ქოშინი;
•   ციანოზი;
•   ტკივილი გულმკერდის არეში;
•   სისხლიანი ან მოვარდისფრო ნახველის გაჩენა;
•   გახანგრძლივებული (3 დღეზე მეტი) მაღალიცხელება (38 გრადუსზე მეტი);
•   ბავშვებში - ღებინება ან ყლაპვის გაძნელება, კრუნჩხვები

სასწრაფოდ მიმართონ ექიმს,  სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.

გრიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მიწოდება რეკომენდებულია იმ ადამიანიებისთვის, რომელთაც აქვთ:

• გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები;
• დიაბეტით არიან დაავადებულნი;
• არიან მცირე და ხანდაზმულ ასაკში;
• არიანორსულად.

როგორ შევაჩეროთ გრიპის გავრცელება
გრიპის ვირუსისგან თავისდაცვის საუკეთესო საშუალებად აღიარებულია გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინაცია.

გრიპის ფართო გავრცელებისას რეკომენდებულია არაპირდაპირი დაცვის საშუალებების გამოყენება, კერძოდ:

• უმჯობესია დაავადებული ადამიანები დარჩნენ სახლში: ამით დაიცავენ თავს მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოებას - დაავადების გავრცელებისგან;
• ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანონ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;
• რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და ;
•გამოიყენეთ სველი წესით დალაგება;

თუ გაქვთ გრიპის სიმპტომები - დარჩით სახლში, ტემპერატურის დარეგულირებიდან შემდგომი 24 საათის განმავლობაში;

• იმ შემთხვევაში თუ დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და უჩვეულოდ ან დაავადებული მიეკუთვნება გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მისაღებად.