Nuk
ორი წლის ასაკში ბავშვმა წესით 100 სიტყვამდე უნდა იცოდეს

თარიღი: 03 აპრილი, 2022

მეტყველების თერაპევტმა თიკო ანთიძემ ბავშვებში მეტყველების შეფერხების შესახებ ისაუბრა.

„ორი წლის ასაკში ბავშვმა 100 სიტყვამდე წესით უნდა იცოდეს. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ბავშვები დროს ხანდახან გაჯეტებთან ატარებენ. ამან, შესაძლოა, შეაფერხოს ეს ყველაფერი. შესაბამისად, ნორმები, შესაძლოა, ძალიან ცვალებადი იყოს. მთავარია, რამდენად ფუნქციურად იყენებს ბავშვი ამ ყველაფერს. შეიძლება, ბავშვმა იცოდეს 50 სიტყვა. გავიდეს პერიოდი და უცებ იმდენი სიტყვა წამოიღოს, რომ თვითონაც გაგვიკვირდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა ვნახოთ ზღვარი. თუ ბავშვი ორ წლამდე საერთოდ არ ლაპარაკობს, ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ სპეციალისტს მივმართოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის განაჩენი.

ის, რომ სამი წლის ასაკში ბავშვი არ საუბრობს, ეს უკვე ნამდვილად პრობლემაა. მარტო იმით ვერ დავიმშვიდებთ თავს, რომ მღერის. სიმღერა რეალურად მოტორული უნარია. სიმღერა არ არის სქემა. რაღაც მოვისმინე, დავიზეპირე და ვიმეორებ. ეს უფრო სხვა უნარია. ის, რომ მე ლინგვისტურად მქონდეს უნარი, რომ გამოვიყენო სიტყვები, წინადადება შევადგინო, ეს უკვე სხვა უნარია. კარგია, რომ ბავშვს სიმღერა შეუძლია, მაგრამ ამით ვერ დავიმშვიდებთ თავს“ – განაცხადა თიკო ანთიძემ.

წყარო:
 https://fortuna.ge