Nuk
სამეცნიერო კონფერენცია-სემინარი თბილისის პედიატრებისა და ნეონატოლოგებისთვის
სამეცნიერო კონფერენცია-სემინარი თბილისის პედიატრებისა და ნეონატოლოგებისთვის

მისამართი: თბილისი, სასტუმრო ბილტმორი
თარიღი: 29/10/2019

ლარიფანის გუნდის ორგანიზებით 29 ოქტომბერს სასტუმრო ბილტმორში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია-სემინარი თბილისის პედიატრებისა და ნეონატოლოგებისთვის.

კონფერენციის სპიკერები იყვნენ

- მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ბატონი ვანიკო ჩხაიძე
- მედიცინის, დოქტორი თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, ქალბატონი მაია ხერხეულიძე.

კონფერენციას ესწრებოდა 98 წამყვანი ნეონატოლოგი და პედიატრი. სემინარის ბოლოს გაიმართა ძალზედ საინტერესო დისკუსია.

საღამო დასრულდა ულამაზესი ფურშეტით და სახალისო გათამაშებით.

ლარიფანი მადლობას უხდის საღამოს თითეულ მონაწილეს.