Nuk
მიკროიმუნოთერაპია – იმუნური და აუტოიმუნური დარღვევების მკურნალობის ახალი შესაძლებლობები
მიკროიმუნოთერაპია – იმუნური და აუტოიმუნური დარღვევების მკურნალობის ახალი შესაძლებლობები

მისამართი:
თარიღი: 30/11/2019

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი
მიეძღვნა ბიორეგულაციური მედიცინის უახლეს მიმართულებას - მიკროიმუნთერაპიას

ყველასათვის კარგადაა ცნობილი სიტყვა “იმუნიტეტი” და მეცნიერების დარგი იმუნოლოგია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა არის “იმუნოთერაპია” და კიდევ უფრო ნაკლებმა – მიკროიმუნოთერაპია.


მიკროიმუნოთერაპია არის იმუნოთერაპიის ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულება, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოებით და ეფექტურობით.

დღეისათვის მიკროიმუნოთერაპია დანერგილია მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, უკრაინაში და სხვა

მიკროიმუნოთერაპიის დანერგვას და განვითარებას ემსახურება:

მიკროიმუნოთერაპიის სამედიცინო საზოგადოება (Medizinische Gesellschaft für Mikroimmuntherapie, MegeMIT), ავსტრია;

ესპანეთის მიკროიმუნოთერაპიის ასოციაცია (Asociación Española de Micro Inmunoterapia, AEMI) და

საფრანგეთის მიკროიმუნოთერაპიის ინსტიტუტი (Institut Francais De Micro-Immunotherapie, IEFMI).

 

რას მივიღებ სიმპოზიუმისგან?

სიმპოზიუმზე თქვენ გაეცნობით უაღრესად საინტერესო თერაპიულ მიდგომას, მიკროიმუნოთერაპიული მედიკამენტების წარმოების თავისებურებებს (კომპანია “ლაბოლაიფი”, “LaboLife“), პრეპარატების მოქმედების მექანიზმებს და მკურნალობის კონკრეტულ სქემებს

 

სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმის პროგრამა

10:00 – 11:00 – მონაწილეთა რეგისტრაცია

11:00 – 11:05 – სიმპოზიუმის გახსნა – თენგიზ ტერუნაშვილი, საქართველოს ბიოლოგიური მედიცინის ასოციაცია

11:05 – 11:30 – მისალმებები:

თინათინ ჩიქოვანი, თსსუ-ს იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკრი იმუნოლოგიის ასოციაცია;

ბესარიონ ლასარეიშვილი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკრი იმუნოლოგიის ასოციაცია

11:30 – 11:45 – „ლაბოლაიფი და მიკროიმუნოთერაპიული პრეპარატების წარმოება და თავისებურება“ – კრისტიან ზომენ, ლაბოლაიფის საერთაშორისო განვითარების მენეჯერი, მალორკა, ესპანეთი.

11:45 – 13:00 – „იმუნური და აუტოიმუნური დარღვევების მკურნალობის ახალი შესაძლებლობები მიკროიმუნოთერაპიული საშუალებებით“ (ნაწილი I) –  სერგეი სევერინოვი, ლაბოლაიფის საერთაშორისო სპიკერი, კიევი, უკრაინა.

მიკროიმუნოთერაპიის საფუძვლები

პაციენტების მკურნალობაში მიკროიმუნოთერაპიული პრეპარატების გამოყენების უპირატესობა

მიკროიმუნოთერაპიული პრეპარატების მიმოხილვა

მწვავე და ქრონიკული უჯრედშიდა ინფექციების მკურნალობა მიკროიმუნოთერაპიული პრეპარატებით

13:00 – 13:45 – შესვენება, ლანჩი

13:45 – 15:15 – „იმუნური და აუტოიმუნური დარღვევების მკურნალობის ახალი შესაძლებლობები მიკროიმუნოთერაპიული საშუალებებით“ (ნაწილი II) –  სერგეი სევერინოვი, ლაბოლაიფის საერთაშორისო სპიკერი, კიევი, უკრაინა.

ჰერპეს-ჯგუფის ვირუსების როლი ქრონიკული დაავადებების განვითარებაში და მათი მკურნალობა მიკროიმუნოთერაპიული პრეპარატებით

უჯრედშიდა ინფექციების მიკროიმუნოთერაპიული მკურნალობის პროტოკოლები

იმუნური სისტემის ჰიპო და ჰიპერ რეაქტიულობა და მისი კორექცია

15:15 – 15:45 – ყავაზე შესვენება

15:45 – 17:00 – „იმუნური და აუტოიმუნური დარღვევების მკურნალობის ახალი შესაძლებლობები მიკროიმუნოთერაპიული საშუალებებით“ (ნაწილი III) –  სერგეი სევერინოვი, ლაბოლაიფის საერთაშორისო სპიკერი, კიევი, უკრაინა.

ვირუსული დატვირთვის სტატისტიკა სხვადასხვა დაავადებებისას – პრაქტიკული გამოცდილება

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

მიკროიმუნოთერაპიული პრეპარატებით ჰერპეს-ვირუსებთან ასოცირებული დაავადებების წარმატებული მკურნალობის კლინიკური მაგალითები

კლინიკური კვლევები მიკროიმუნოთერაპიაში

17:00 – 17:30 – დისკუსია, კითხვა-პასუხი

17:30 – სიმპოზიუმის დახურვა


რეგისტრაცია