Nuk
გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის 75 (რესტორან „მუხამბაზის“ საკონფერენციო დარბაზი)
თარიღი: 20/10/2016

2016 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა "გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია"

მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის 75 (რესტორან „მუხამბაზის“ საკონფერენციო დარბაზი)

ორგანიზატორები:
- საქართველოს გულის ფონდი GHF
- მსოფლიო გულის ფედერაცია WHF
- საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება
- თბილისის მერია

კონფერენციის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია
ქალაქის მერი - დავით ნარმანია

მსოფლიო გულის ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოს 100 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ყოველწლიურად სექტემბრის ბოლოს აღინიშნება „მსოფლიო გულის დღე“, ამ თარიღის დაარსების მთავარი მიზანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დავადებათა ეპიდემიასთან საკითხების სრულფასოვანი გაზიარება საზოგადოების ყველა დონეებისთვის და მათი თავიდან აცილება შესაძლებლობების  ფარგლებში.

ცნობილია რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით  გამოწვეული სიკვდილობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად შეადგენს 17.4 მილიონ ადამიანს. ამ სიკვდილების უმეტესი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა ცხოვრების რეჟიმს მნიშვნელოვნად გადაახალისებს.  ამ მიმართულებით  მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოების არამედ ხელისუფლებისა და  საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა.

 

მსოფლიო გულის ფედერაციამ შეიმუშავა ამბიციური პროექტი, რომლის მიხედვითაც 2025 წლისთვის 25%ით უნდა შემცირდეს ლეტალობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში, რისთვისაც დაისახა მთელი რიგი ღონისძიებები. მათ შორისაა მსოფლიო გულის დღის საერთაშორისო პროექტი, რასაკვირველია საქართველოში ჩატარებული ჯანდაცვის წარმატებული რეფორმა ხელს შეუწყობს ამ პროგრამის რეალიზაციას.  „გულის დღის „ პროგრამის ფარგლებში დაარსების პირველი დღიდან იმართება  მოსახლეობის მასობრივი გასინჯვები-სკრინინგი, ტარდება საჯარო ლექციები, სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები სპორტული შეჯიბრებები. თბილისში ტარდებოდა მარათონი, ინვალიდების ასპარეზობა ეტლებით, ველოკრიტერიუმი, ფეხბურთისა და კალათბურთის ტურნირები. ღონისძიებებში მონაწილეობდნენ  ქალაქის მერი ,საკრებულოს თავჯდომარე, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ელჩები და დიპკორპუსის წარმომდგენლებიყველა ჩვენი ჩატარებული ღონისძიება აქტიურად იქნა გაშუქებული გულის მსოფლიო ფედერაციის , ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების და YEFA -ს საინფორმაციო  საიტებზე.


პროგრამა

16:30 – 16:45 კონფერენციის გახნა
პროფესორი - მერაბ მამაცაშვილი, საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტი

16:45 – 17:00 მისალმება
პროფესორი - ალექსანდრე ალადაშვილი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი

17:00 – 17:15 „არატრადიციული მარყუჟოვანი დიურეტიკის პერსპექტივები“
კახაბერ ჭელიძე - პროფესორი, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თსსუ შინაგან სნეულებათა #1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

17:15 – 17:30 მარტივი და რთული პულმონალური ემბოლია, მათი მართვა
პროფესორი: ზურაბ კლიმიაშვილი

17:30 – 17:45 სტატინებით თერაპიის სადავო ნაწილი
საქართველოს კარდიოლოგთა კოლეჯის ვიცე-პრეზიდენტი, პროფ. ლევან ყურაშვილი

17:45 – 18:00 ფიქსირებული კომბინაციების ეფექტურობა რთული ჰიპერტენზიის მკურნალობისას
ფარმაცევტული საწარმო GMP – ს პროდუქციის მენეჯერი თამარ კიკალიშვილი

18:00 – 18:15 მილდრონატის დანიშვნის სამიზნეები
აკად/ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. მიხეილ წვერავა

18:15 – 18:30 უეცარი კარდიული სიკვდილი: კიდევ ერთხელ პრობლემის შესახებ
კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ - ს დირექტორის მოადგილე, კარდიოლოგი ხათუნა ჯალაბაძე

18:30 – 18:45 ჰიპერლიპიდემიის მართვა: როზუვასტატინ  - ეზეტიმიბის კომბინაციის ეფექტურობა
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი პროფ. ვახტანგ ჭუმბურიძე

18:45 – 19:00 მოხსენებების განხილვა

20:00 ფურშეტი