Nuk
4 ნოემბერი - ფარმაცევტული კომპანია ფარმაკინეზისი - კონფერენცია ლოპოტაზე
4 ნოემბერი - ფარმაცევტული კომპანია ფარმაკინეზისი - კონფერენცია ლოპოტაზე

მისამართი:
თარიღი: 04/11/2018

ფარმაცევტულმა კომპანია „ფარმაკინეზის“-მა ლოპოტაზე დერმატოლოგებისთვის მოაწყო შიდა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ექიმ ერკინ პეკმეზის ავტორობით განხორციელებული სამეცნიერო კვლევის შედეგების გაცნობას. კვლევა ეძღვნებოდა დაპატენტებული მცენარეული ექსტრაქტის ეფექტიანობის განსაზღვრას ანდროგენეტიკური და ტელოგენური თმის ცვენის დროს.

კონფერენციას დაესწრნენ კომპანია „ბიოტას“ დამფუძნებელი და წარმომადგენლები პარტნიორი კომპანიებიდან „ალფა ფარმი“ და „ფარმაცერისი“.

კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე, მოისმინეს კომპანია ფარმაკინეზისის დამფუძნებლის ილია მესხის მოხსენება თემაზე _ „სებორეული დერმატიტი _ რთული მოლეკულური მექანიზმიდან მარტივ მოვლამდე“. დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება უფრო დეტალურად გაცნობოდა ბრენდ „ფარმაცერისის“ სებორეული დერმატიტის სამკურნალო და მოვლის  „H” ხაზს.