Nuk
დიაბეტის მსოფლიო დღე
დიაბეტის მსოფლიო დღე

მისამართი: თბილისი
თარიღი: 14/11/2017

2017 წლის 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე”  თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ და ბავშვების საყვარელმა ბრენდმა „მარსიანჩიკმა“ ტრადიციული ღონისძიება გამართეს დიაბეტიანი ბავშვებისთვის.


ღონისძიებას ესწრებოდნენ:

საქართველოს დიაბეტის ფედერაციის თავმჯდომარე - რამაზ ყურაშვილი

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში - მანონი გოგუა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორი - გვანცა გასვიანი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე

სტუმრებმა სიტყვით მიმართეს ბავშვებსა და მათ მშობლებს. ისაუბრეს დიაბეტის მნიშვნელობასა და ცხოვრების წესზე.  

 

ბავშვების გართობაზე  და ამაღლებულ განწყობაზე „მარსიანჩიკებიზრუნავდნენ. კომპანია „Walmark” - მა მათ საჩუქრები და ტკბილეული გადასცა, ასევე დიაბეტური ტკბილეულით ბავშვები დაასაჩუქრა აფხაზეთის მთავრობამ.