ზოვირაქსი / ZOVIRAX

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): aciclovir
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SmithKline group of companies
  • მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
  • გამოშვების ფორმა: 3% 4.5გ თვალის მალამო ტუბი №1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

აციკლოვირი
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ზოვირაქსი 125მგ: ნატრიუმის იონის შემცველობა დაახლოებით 13მგ ფლაკონში.
ზოვირაქსი 250მგ: ნატრიუმის იონის შემცველობა დაახლოებით 26მგ ფლაკონში.
ზოვირაქსი 500მგ: ნატრიუმის იონის შემცველობა დაახლოებით 52მგ ფლაკონში.

ფარმაცევტული ფორმა
გაყინული მშრალი ფხვნილი ინექციისთვის

კლინიკური მახასიათებლები
ჩვენება
ზოვირაქსი I.V საინფუზიო ნაჩვენებია მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
ზოვირაქსი I.V საინფუზიო ნაჩვენებია მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკისთვის იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში.
ზოვირაქსი I.V საინფუზიო ნაჩვენებია ვარიცელლა ზოსტერ ინფექციების სამკურნალოდ.
ზოვირაქსი I.V საინფუზიო ნაჩვენებია CMV ინფექციის პროფილაქტიკისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტირებულ რეციპიენტებში. ნაჩვენებია, რომ ინტრავენურად ზოვირაქსის მაღალი დოზები ამცირებს სიხშირეს და ახდენს CMV ინფექციის გამოვლენის გადადებას. როდესაც ინტრავენური ზოვირაქსის მაღალი დოზების გამოყენებას მოყვება ორალურად ზოვირაქსის მაღალი დოზების გამოყენება 6 თვის განმავლობაში (იხ. ზოვირაქსის ორალური ფორმის დანიშვნის ინფორმაცია), აგრეთვე მცირდება სიკვდილიანობა და ვირემიის სიხშირე.

დოზირება და მიღება
ზოვირაქსის საინფუზიო ფორმით მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ გრძელდება 5 დღე, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს პაციენტის მდგომარეობის და თერაპიაზე პასუხის მიხედვით. ჰერპესული ენცეფალიტის და ახალშობილთა მარტივი ჰერპესის ინფექციების მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 10 დღე. საინფუზიო ზოვირაქსის პროფილაქტიკური მიღების ხანგრზლივობა განისაზღვრება რისკსი პერიოდით.
მოზრდილები
მარტივი ჰერპესის მკურნალობა მსუქან პაციენტებში დოზირება საჭიროა მოზრდილთა რეკომემდებული დოზებით სხეულის იდეალური წონის გამოყენებით და არა არსებული წონის მიხედვით. მარტივი ჰერპესის მქონე პაციენტები (ჯერპესული ენცეფალიტის გარდა) უნდა მკურნალობდნენ აციკლოვირის 5მგ/კგ დოზით 8 საათში ერთხელ. ჰერპესული ენცეფალიტის მქონე პაციენტებში უნდა გამოიყენონ საინფუზიო აციკლოვირი დოზით 10მგ/კგ 8 საათში ერთხელ თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში. მარტივი ჰერპესის პროფილაქტიკა იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მსუქან პაციენტებში დოზირება საჭიროა მოზრდილთა რეკომემდებული დოზებით სხეულის იდეალური წონის გამოყენებით და არა არსებული წონის მიხედვით. იხ. დოზირების რეკომენდაციები მარტივი ჰერპესის სამკურნალოდ ზოვირაქსის საინფუზიო ფორმით.
ჩუტყვავილას და ჰერპეს ზოსტერის მკურნალობა მსუქან პაციენტებში დოზირება საჭიროა მოზრდილთა რეკომემდებული დოზებით სხეულის იდეალური წონის გამოყენებით და არა არსებული წონის მიხედვით. პაციენტები ვარიცელლა ზოსტერ ინფექციებით უნდა მკურნალობდნენ აციკლოვირის საინფუზიო ფორმით დოზით 5მგ/ლგ. ვარიცელლა ზოსტერ ინფექციის მქონე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში უნდა გამოიყენონ აციკლოვირის საინფუზიო ფორმა დოზით 10მგ/კგ 8 საათში ერთხელ თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში.
CMV ინფექციის პროფილაქტიკა მსუქან პაციენტებში დოზირება საჭიროა მოზრდილთა რეკომემდებული დოზებით სხეულის იდეალური წონის გამოყენებით და არა არსებული წონის მიხედვით. CMV ინფექციის პროფილაქტიკისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტირებულ რეციპიენტებში უნდა გამოიყენონ 500მგ/მ2 აციკლოვირი ინტრავენურად 3X დღეში დაახლოებით 8 საათიანი ინტერვალით. ძვლის ტვინის ტრანსპლანტირებულ რეციპიენტებში მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა 5-30 დღე ტრანსპლანტაციის შემდეგ.
ბავშვები
ზოვირაქსის საინფუზიო ფორმის დოზა ბავშვებში 3თვის-12 წლის ასაკში ითვლება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.
მარტივი ჰერპესის მქონე ბავშვებში (ჰერპესული ენცეფალიტის გარდა) ან ვარიცელლა ზოსტერ ინფექციისას უნდა გამოიყენონ ზოვირაქსის საინფუზიო ფორმა დოზით 250მგ კვადრატულ მეტრზე ყოველ 8 საათში. იმუნოკომპრომეტირებულ ბავშვებში ვარიცელლა ზოსტერ ინფექციით ან ჰერპესულო ენცეფალიტით გამოიყენონ ზოვირაქსის საინფუზიო ფორმა 500მგ კვადრატულ მეტრზე ყოველ 8 საათში თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში. შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ CMV ინფექციის პროფილაქტიკისთვის 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია შეიძლება გამოიყენონ მოზრდილთან დოზა. ბავშვები თირკმლის დაზიანებული ფუნქციით საჭიროებენ დოზის მოდიფიკაციას დაზიანების ხარისხის მიხედვით.
ახალშობილები
ახალშობილებში ზოვირაქსის საინფუზიო ფორმის დოზა ითვლება სხეულის წონის მიხედვით. მარტივი ჰერპესის მქონე ახალშობილებში უნდა გამოიყენონ ზოვირაქსის საინფუზიო ფორმა დოზით 10მგ/კგ ყოველ 8 საათში.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში უნდა გაითვალისწინონ თირკმლის დაზიანება დოზის შერჩევისას (იხ. თირკმლსი დაზიანება ქვემოთ).
საჭიროა ადექვატური ჰიდრატაციის შენარჩუნება.
თირკმლის დაზიანება
სიფრთხილეა საჭირო ზოვირაქსის საინფუზიო ფორმის გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის დაზიანებული ფუნქციით. საჭიროა ადექვატური ჰიდრატაციის შენარჩუნება.
რეკომენდებულია დოზის შემდგომი ცვლილება:
კრეატინინის კლირენსი დოზირება 25-50მლ/წთ ზემო რეკომენდებული დოზა (5-10მგ/კგ ან 500მგ/მ2) 12 საათში ერთხელ 10-25 მლ/წთ ზემო რეკომენდებული დოზა (5-10მგ/კგ ან 500მგ/მ2) 24 საათში ერთხელ 0 (ანურია)-10მლ/წთ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს ზემო რეკომენდებული დოზა (5-10მგ/კგ ან 500მგ/მ2) უნდა განახევრდეს და გამოიყენონ 24 საათში ერთხელ. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს ზემო რეკომენდებული დოზა (5-10მგ/კგ ან 500მგ/მ2) უნდა განახევრდეს და გამოიყენონ 24 საათში ერთხელ.

უკუჩვენება
ზოვირაქსის საინფუზიო ფორმა უკუნაჩვენებია პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით აციკლოვირის ან ვალაციკლოვირის მიმართ. 

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზოვირაქსის საინფუზიო ფორმას მაღალი დოზებით (მაგ. ჰერპესული ენცეფალიტი) საჭიროა სპეციფიური ზომების მიღება თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით როდესაც პაციენტებში აღინიშნება დეჰიდრატაცია ან თირკმლის უკმარისობა. აღდგენილი საინფუზიო ზოვირაქსის pH შეადგენს დაახლოებით 11.0-ს, არ უნდა გამოიყენონ ორალურად.
გამოყენება თირკმლის დაზიანების მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში:
აციკლოვირი გამოიყოფა თირკმლის კლირენსით, აქედან გამომდინარე დოზა უნდა შემცირდეს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (დოზირება და მიღება). ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მეტად სავარაუდოა თირკმლის ფუნქციის შემცირება და აქედან გამომდინარე დოზის შემცირება უნდა გაითვალისწინონ პაციენტების ამ ჯგუფში. ხანდაზმული და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები არიან ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების უფრო დიდი რისკის ქვეშ და საჭიროებენ მონიტორინგს. აღწერილ შემთხვევებში, ეს რეაქციები ჩვეულებრივ შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ (იხ. გვერდითი რეაქციები).

ურთიერთქმედება
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება განსაზღვრული არ არის. აციკლოვირი გამოიყოფა ძირითადად უცვლელად შარდით აქტიური მილაკოვანი სეკრეციით. ამ მექანიზმზე მოქმედი ნებისმიერი პრეპარატი ზრდის აციკლოვირის პლაზმრ კონცენტრაციას. პრობენეციიდ და ციმეტიდინი ზრდის აციკლოვირის AUC-ს ამ მექანიზმით და ამცირებს აციკლოვირის თირკმლის კლირენსს. თუმცა დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის აციკლოვირის ფართო თერაპიული ინდექსის გამო. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინტრავენურ ზოვირაქსს სიფრთხილეა საჭირო იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომელიც აციკლოვირის გამოყოფას უშლის ხელს, რადგან არსებობს პოტენციალი პლაზმაში ამ პრეპარატების ან მათი მეტაბოლიტების კონცენტრაციის გაზრდისა. მსგავსად იზრდება აციკლოვირის და მიკოფენოლატის მოფეტილის არააქტიური მეტაბოლიტის პლაზმაში AUC, იმუნოსუპრესანტის, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტირებულ პაციენტებში, ამ ორი პრეპარატის ერთად გამოყენებისას.
აგრეთვე სიფრთხილეა საჭირო (თირკმლის ფუნქციის ცვლილების მონიტორინგით), ინტრავენურად ზოვირაქსის გამოყენებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მოქმედებს თირკმლის ფიზიოლოგიაზე (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი).

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა 
აციკლოვირის პოსტმარკეტინგულმა რეგისტრმა აჩვენა ორსულობის გამოსავალი ქალებში, რომლებიც იღებდნენ ზოვირაქსის ნებისმიერ ფორმას. რეგისტრიეს კვლევებით არ გამოჩნდა ახალშობილთა დეფექტების ზრდა ზოვირაქსისადმი ექსპოზირებულ პოპულაციაში ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, დაბადების დეფექტებში არ გამოვლინდა რაიმე კონკრეტული გამომწვევი მიზეზი. აციკლოვირის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
200 მგ აციკლოვირის ორალური ადმინისტრირების შედეგად 5-ჯერ დღეში, აღმოჩნდა აციკლოცირი დედის რძეში 0.6-დან 4.1-დე მერყეობის კონცენტრაციით პლაზმის დონეების შესაბამისად. ამ დონეებმა შეიძლება პოტენციურად დააზიანონ ახალშობილები აციკლოვირის დოზირებით დაახლოებით 0.3მგ/კგ-მდე დღეში. ამის გამო აციკლოვირი სიფრთხილით ინიშნება მეძუძურ ქალებში. 

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ზოვირაქსის საინფუზიო ფორმა ჩვეულებრივ გამოიყენება ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში და ინფორმაცია ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენიოს შესახებ რელევანტური არ არის. კვლევები არ ჩატარებულა აციკლოვირის ეფექტის გამოსავლენად ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი რეაქციები
ქვემოთ შეფასებულია გვერდითი ეფექტების სიხშირის კატეგორიები. უმრავლესი მოვლენისთვის სიხშირის შესაფასებლად არსებული მონაცემები საკმარისი არ არის. დამატებით გვერდითი მოვლენების სიხშირე შეიძლება ვარირებდეს ჩვენების მიხედვით. არასასურველი ეფექტების სიხშირის კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია შემდეგი ცხრილი: ძალიან ხშირი ≥1/10, ხშირი ≥1/100 -<1/10, არახშირი ≥1/1000-<1/100, იშვიათი ≥1/10,000-<1/1000, ძალიან იშვიათი <1/10,000. 
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
არახშირი: ჰემატოლოგიური ინდექსის დაქვეითება (ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია .
იმუნური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსია.
ფსიქიატრული და ნერვული სისტემის დარღვევები 
ძალიან იშვაითი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აჟიტირება, კონფუზია, ტრემორი, ატაქსია, დიზართრია, ჰალუცინაციები, ფსიქოზური სიმპტომები, კონვულსიები, ძილიანობა, ენცეფალოპათია, კომა. ეს ეფექტები ზოგადად შექცევადია და ჩვეულებრივ აღინიშნება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან სხვა წინასწარგანწყობის ფაქტორებით (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
ვასკულური დარღვევები
ხშირი: ფლებიტი.
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები
ძალიან იშვიათი: დისპნოე.
გასტროინტესტინური დარღვევები
ხშირი: გულისრევა, ღებინება
ძალიან იშვიათი: დიარეა, აბდომინური ტკივილი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი: ღვიძლის ფერმენტების შექცევადი მომატება.
ძალიან იშვიათი: ბილირუბინის შექცევადი მომატება, სიყვითლე, ჰეპატიტი.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ხშირი: ქავილი, ურტიკარია, გამონაყარი (ფოტოსენსიბილიზაციის ჩათვლით).
ძალიან იშვიათი: ანგიოედემა.
თირკმლის და შარდის დარღვევები
ხშირი: სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება.
სისხლშრი შარდოვანას და კრეატინინის სწრაფი ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს პლაზმაში პიკურ დონესთან და პაციენტის ჰიდრატაციასთან. ამ ეფექტის ასაცილებლად პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ინტრავენური ნაკადის სახით, არამედ ნელი ინფუზიით 1 საათის განმავლობაში.
ძალიან იშვიათი: თირკმლის დაზიანება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ტკივილი.საჭიროა ადექვატური ჰიდრატაციის შენარჩუნება. თირკმლის დაზიანება ჩვუელბრივ აღდგენა პაციენტის რეჰიდრატაციის და/ან დოზირების შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოხდეს პროგრესი თირკმლის მწვავე უკმარისობამდე. თირკმლის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის უკმარისობასთან
ზოგადი დარღვევები და მიღების მდგომარეობის პირობები
ძალიან იშვიათი: დაღლილობა, ცხელება, ადგილობრივი ანთებითი რეაქციები. მწვავე ლოკალური ანთებითი რეაქციები ზოგერ იწვევს კანის დაზიანებას, ვითარდება ზოვირაქსის უყურადღებოდ, ექსტრაცელულარულ ქსოვილებში ინფუზიისას.

ჭარბი დოზირება
ნიშნები და სიმპტომები
ინტრავენური აციკლოვირის ჭარბი დოზირება იწვევს შრატში კრეატინინის, ნარჩენი აზოტის მომატებას და შემდგომში თირკმლის უკმარისობას. ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით აღწერილია ნევროლოგიური ეფექტები კონფუზიის, ჰალუცინაციის, აჟიტირების, კრუნჩხვების და კომის ჩათვლით.
მკურნალობა
პაციენტებში საჭიროა დაკვირვება ტოქსიურობის ნიშნების გამოსავლენად. ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად ზრდის აციკლოვირის გამოყოფას სისხლიდან და შეიძლება გამოიყენონ სიმპტომური ჭარბი დოზირებისას.

ფარმაცევტული თავისებურებანი
ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
მოქმედების მექანიზმი
აციკლოცირი არის სინთეტიკური პურინნუკლეოზიდი, რომელიც ანალოგიურია ინ ვივო და ინ ვიტრო ინჰიბიტორული აქტივობისა ადამიანის ჰერპეს ვირუსების წინააღმდეგ, მათ შორის 1 და 2 ტიპის ჰერპეს სიმპლექსის, ვარისელა ზოსტერ ვირუსის (VZV), ეპშტეინ ბარის ვირუსის (EBV) , და ციტომეგალოვირუსის (CMV). უჯრედულ კულტურებში აციკლოვირუსს აქვს ყველაზე მაღალი ანტივირუსული აქტივობა HSV1-ის მიმართ, რომელსაც მოყვება HSV-2, VძV, EBV და CMV. (აქტიურობის შემცირების რიგის მიხედვით) აციკლოვირის ინჰიბიტორული აქტივობა HSV-1, HSV-2, VZV, EBV და SMV-სთვის მაღალარჩევითია. ნორმალური, არაინფიცირებული ენზიმთიმიდინკინაზა (TK) არ იყენებს აციკლოვირს ეფექტურად როგორც სუბსტრატს, ამიტომ მისი ტოქსიურობა ძუძუმწოვართა მასპინძელ უჯრედებში არის დაბალი. თუმცა, ,HSV, VZV და EBV –ით კოდირებული TK აციკლოვირს გარდაქმნის აციკლოვირ მონოფოსფატად, ნუკლეოზიდის ანალოგად, რომელიც შემდგომში გარდაიქმნება დიფოსფატად და საბოლოოდ ტრიფოსფატად უჯრედული ფერმენტების საშუალებით. აციკლოვირ ტრიფოსფატი ხელს უშლის ვირუსულ დნმ პოლიმერაზას და აინჰიბირებს ვირუსული დნმ-ის რეპლიკაციას, რომელსაც მოყვება ჯაჭვის დარღვევა, და საბოლოოდ ხდება მისი შეერთება ვირუსულ დნმ-თან.

ფარმაკოდინამიური ეფექტები
მწვავედ იმუნოკომპრომისულ პირებში აციკლოვირის გახანგრძლივებულმა ან განმეორებითმა კურსმა შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული შტამების სელექცია, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს საპასუხო რეაქცია აციკლოვირით მკურნალობაზე. კლინიკური იზოლიატების უმრავლესობა დაქვეითებული მგრძნობელობით ფარდობითად დეფიციტურია ვირუსულ თიმედინკინაზაში. თუმცა, შტამების შეცვლილი ვირუსული თკ-თი და ვირუსული დნმ პოლიმერაზით ასევე იყო აღნიშნული. HSV იზოლიატების ინ ვიტრო ექსპოზიციას აციკლოვირის მიმართ ასევე მივყავართ ნაკლებად მგრძნობიარე შტამების გამოვლინებამდე. ყველა პაციენტი ყურადღებით უნდა იყოს იმისთვის რომ დარწმუნდეს, თავიდან აიცილოს პოტენციური ვირუსული ტრანსმისია, განსაკუთრებით როცა ადგილი აქვს აქტიურ დაზიანებებს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია
მოზრდილებში, საშუალო მდგრადი მდგომარეობის პლაზმის პიკური კონცენტრაცია 2.5 მგ/კგ, 5 მგ/კგ, 10 მგ/კგ და 15 მგ/კგ ერთსაათიანი ინფუზიის შემდეგ იყო 22.7
მიკრომოლი (5.1მცგ/მლ), 43.6 მიკრომოლი (9.8 მცგ/მლ), 92 მიკრომოლი (20.7მცგ/მლ), 105 მიკრომოლი (23.6მცგ/მლ) შესაბამისად. შესაბამისი მინიმალური დონეები 7 საათის მოგვიანებით იყო 2.2 მიკრომოლი (0.5მცგ/მლ), 3.1 მიკრომოლი (0.7მცგ/მლ), 10.2 მიკრომოლი (2.3მცგ/მლ), 8.8 მიკრომოლი (2.0 მცგ/მლ), შესაბამისად. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში აღინიშნა მსგავსი მაქსიმალური და მინიმალური დონეები, როცა 250 მგ/მ2შეცვალეს 5 მგ/კგ-თი და 500 მგ/მ2 შეცვალეს 10 მგ/კგ-თი. ახალშობილებს (0- 3თვის ასაკი) რომლებსაც მკურნალობდნენ 10 მგ/კგ წონაზე დოზით, ყოველ 8 საათში ერთხელ ერთი საათის განმავლობაში ინფუზიის შემთხვევაში აღენიშნებოდათ ჩსსმახ – 61..2 მიკრომოლი (13.8 მცგ/მლ), და ჩსსმინ – 10.1 მიკრომოლი (2.3 მცგ/მლ).
დისტრიბუცია
ცერებროსპინალური სითხეში დონე დაახლოებით 50%-ით მაღალია ვიდრე პლაზმაში. პლაზმის ცილებთან კავშირი შედარებით დაბალია (9-33%) და წამლების ურთიერთქმედება დაკავშირების ადგილის გადანაცვლებით არ ხდება.
ელიმინაცია
მოზრდილებში აციკლოვირის ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლეობით 2.9 საათს საინფუზიო ინტრავენური აციკლოვირის შეყვანის შემდეგ. პრეპარატის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით. აციკლოვირის რენალური კლირენსი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე კრეატინინის კლირენსი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მილაკოვანი სეკრეცია გლომერულურ ფილტრაციასთან ერთად ხელს უწყობს პრეპარტის რენალურ ელიმინაციას. 9- კარბოქსიმეტოქსი-მეთილგუანინი არის აციკლოვირის ერთადერთი მნიშვნელოვანი მეტაბოლიტი და შარდში გამოყოფილი დოზის დაახლოებით 10-15% მის ხარჯზეა. როდესაც აციკლოვირს აძლევენ 1 გრამი პრობენეციდის მიღების შემდეგ, ტერმინალური ნახევრადდაშლის პერიოდის და პლაზმური კონცენტრაციის ფართობის დროის მრუდი იშლება 18%-40% ფარგლებში. 
ახალშობილებში (0-3 თვის ასაკი), რომლებსაც მკურნალობდნენ 10მგ/კგ დოზით ინფუზიის სახით ერთსაათიანი პერიოდით ყოველ 8 საათში პლაზმაში საბოლოო ნახევარდაშლის პერიოდი იყო 3.8 საათი. პაციენტთა სპეციალური პოპულაციები თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში საშუალო ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდი იყო 19.5 საათი. აციკლოვირის საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი ჰემოდიალიზის განმავლობაში შეადგენდა 5.7 საათს. პლაზმის აციკლოვირის დონეები დაეცა დაახლოებით 60%-ით დიალიზის განმავლობაში. ხანდაზმულებში ბორგანიზმის საერთო კლირენსი ეცემა ასაკის ზრდასთან ერთად, რაც დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსის დაქვეითებასთან, მიუხედავად ამისა მცირედ იცვლება პლაზმაში საბოლოო ნახევარდაშლის პერიოდი.

კლინიკური კვლევები
არ არის ინფორმაცია ზოვირაქსის საინფუზიო ეფექტის შესახებ ქალის ფერტილობაზე. 20 მამრობითი სქესის პაციენტის კვლევაში სპერმის ნორმალური რაოდენობით, ორალურად აციკლოვირის მიღება დღეში 1გ-მდე 6 თვემდე კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს არ ახდენდა სპერმის რაოდენობას, სიცოცხლისუნარიანობასა და მორფოლოგიაზე.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მუტაგენობის ტესტების შედეგებმა ინ ვიტრო და ინ ვივო აჩვენა, რომ აციკლოვირი ნაკლებად გენოტოქსიურია მამაკაცისთვის. აციკლოვირი კარცინოგენური არ იყო ხანგრძლივ კვლევებში ვირთხებსა და თაგვებში. ძირითადად შექცევადი გვერდითი ეფექტები სპერმატოგენეზზე, რომელიც დაკავშირებული იყო საერთო ტოქსიურობასთან ვირთხებსა და ძაღლებში აღინიშნა მხოლოდ აციკლოვირის თერაპიულ დოზაზე დიდად მაღალი რაოდენობის გამოყენებისას. თაგვებში ორი თაობის კვლევამ არ გამოვლინა ორალურად მიღებული აციკლოვირის გავლენა ფერტილობაზე. აციკლოვირის სისტემური მიღება საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტული ტესტებით არ აჩვენებდა ემბრიოტოქსიურ ან ტერატოგენურ ეფექტების კურდღლებში, ვირთხებსა და თაგვებში. არასტანდარტული ტესტებისას ვირთხებში, ნაყოფის ანომალიები აღინისნა მხოლოდ ისეთი კანქვეშა დოზის გამოყენებისას, როდესაც აღინიშნებოდა დედის ტოქსიურობა. ამ კვლევების კლინიკური მნიშვნელობა დაუდგენელია.

ფარმაცევტული მახასიათებლები
შემავსებლების ჩამონათვალი
როგორც რეგისტრირებულია ადგილობრივად.

შეუთავსებლობა
არ არის დადგენილი

შენახვის ვადა
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
სპეციალური უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება 25-°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შენიშვნა: შენახვის უსაფრთხოების ზომები შეიძლება ვარირებდეს ფარმაცევტული ფორმის ან შეფუთვის მიხედვით.

კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა
როგორც რეგისტრირებულია ადგილობრივად.
ინსტრუქცია გამოყენებისთვის/შენახვისთვის

აღდგენა
ზოვირაქსის საჭირო დოზა უნდა გამოიყენონ ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით 1 საათის განმავლობაში.
ზოვირაქსი უნდა აღდგეს შემდგომი საიექციო წყლის ბ.ფ ან ანტრიუმის ქლორიდის ბ.ფ (0.9% წ/ვ)გამოყენებით 25მგზოვირაქსის შემცველი ხსნარის მისაღებად 1მლ0ში. 
აღსადგენად გამოყენებული ხსნარის მოცულობა
125მგ ფლაკონი 5მლ
250მგ ფლაკონი 10მლ
500მგ ფლაკონი 20მლ
გამოთვლილი დოზიდან განსაზღვრეთ შესაბამისი ნომერი და ფლაკონის ძალა. ყოველი ფლაკონის აღდგენისთვის დაამატეთ საინფუზიო სითხის რეკომენდებული მოცულობა და ნაზად შეანჯღრიეთ სანამ ფლაკონის შიგთავსი სრულად არ განზავდება. აღდგენის შემდეგ ზოვირაქსი გამოიყენება კონტროლირებული სისწრაფით. შესაბამისად აღდგენილი ხსნარი შეიძლება შემდგომში განზავდეს რათა მიიღ ნ არაუმეტეს 5მგ/მლ კონცენტრაციის (0.5% წ/ვ) ხსნარი-დაამატეთ აღდგენილი ხსნარი არჩეულ საინფუზიო ხსნარს, ქვემო აღნიშნული რეკომენდაციის მიხედვით, შეანჯღრიეთ კარგად ადექვატურ შერევაში დასარწმუნებლად. ბავშვებში და ახალშობილებში, როდესაც რეკომენდებულია მინიმალური მოცულობის გამოყენება, რეკომენდებულია დილიცია 4მლ აღდგენილ ხსნარზე (1—მგ ზოვირაქსი) დამატებით 20მლ საინფუზიო სითხეში. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია საინფუზიო სითხის 100მლ მოციულობა, მაშინაც კი, თუ ზოვირაქსის კონცენტრაცია იქნება 0.5% წ/ვ-ზე დაბალი. ამიტომ 100მლ-იანი ერთი ფლაკონი შეიძლება გამოიყეონნ 250-500მგ ზოვირაქსის დოზირებისას (10 და 20მლ აღდგენილი ხსნარისთვის) მაგრამ მეორე ფლაკონი უნდა გამოიყენონ 500-100მგ  დოზისთვის.
რეკომენდაციის მიხედვით განზავებისას ზოვირაქსი შეთავსებადია შემდეგ საუნფუზიო სითხეებთან და სტაბილურია დაახლოებით 12 საათი ოთახის ტემპერატურაზე (15°C- 25°C):
ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური ინფუზია ბ.ფ (0.45 და 0.9% წ/ვ);
ნატრიუმის ქლორიდი (0.18% წ/ვ) და გლუკოზა (4% წ/ვ) ინტრავენური ინფუზია ბ.ფ
ნატრიუმის ქლორიდი (0.45% წ/ვ) და გლუკოზა(2.5% წ/ვ) ინტრავენური ინფუზია ბ.ფ
შენაერთი ნატრიუმის ინტრავენური ლაქტატი საინფუზიო ბ.ფ (ჰარტმანის ხსნარი).
ზემო სქემის მიხედვით განზავებული ინტრავენური საინფუზიო ზოვირაქსი იძლევა ზოვირაქსის კონცენტრაციას არაუმეტეს 0.5% წ/ვ.მითითების მიხედვით აღდგენისას, ზოვირაქსის საინფუზიო ფორმას გააჩნია pH დაახლოებით 11. რადგან ანტიმიკრობული დამცავი საშუალებები არ მოყვება, აღდგენა და განზავება უნდა მოხდეს ასეპტიურ პირუბებში, უშუალოდ გამოყემებამდე და გამოუყენებელიხსნარი უნდა განადგურდეს.
აღდგენილი ან განზავებული ხსნარი მაცივარში არ უნდა შეინახონ.
ვიზუალურად შესამჩნევი დაბინდვის ან კრისტალიზაციის შემთხვევაში ხსნარი უნდა განადგურდეს.