Nuk
ზოკარდისი 7,5 მგ / Zocardis 7.5mg


სამკურნალო საშუალების მიღების წინ ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას პრეპარატის გამოყენების შესახებ. 

- შეინახეთ მოცემული ანოტაცია, რადგან შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

- ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა, რადგან მედიკამენტი შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მისთვის.

- იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვემოთმოყვანილი გვერდითი ეფექტი გაგირთულდათ ან  შენიშნავთ ისეთ არასასურველ გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ანოტაციაში, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

 

აღწერა და გამოყენება

ზოკარდისი შეიცავს ზოფენოპრილ კალციუმს, რომელიც განეკუთვნება სისხლის წნევის დამწევ სამკურნალო საშუალებების ჯგუფს და ეწოდება ანგიოტენზინ–გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები.

ზოკარდისი გამოიყენება  სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.

იგი აგრეთვე გამოიყენება პაციენტებში სიმპტომებით და სიმპტომების გარეშე მიმდინარე გულის შეტევების (მიოკარდის მწვავე ინფარქტის) და გულის უკმარისობის სამკურნალოდ და შედედებული სისხლის კოლტების დამშლელი სამკურნალო პრეპარატებით არანამკურნალებ პაციენტებში (თრომბოლიზური თერაპია).   

 

უკუჩვენება

პრეპარატი ზოკარდისის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

• პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ გამოვლენილი ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) (იხ.„შემადგენლობა“)

• ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის, მაგალითად კაპტოპრილის ან ენალაპრილის, მიმართ ადრე გამოვლენილი ალერგიული რეაქციები. 

• სახის, ცხვირის და ყელის არეში (ანგიონეფროტია) გამოხატული შეშუპების ან ქავილის შემთხვევები, რომელიც უკავშირდება ადრე ჩატარებულ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით, ან ადრე გამოვლენილი იქნა მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება ან იდიოპათური ანგიონევროზული შეშუპება (კანის, ქსოვილების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და სხვა ორგანოების სწრაფი შეშუპება).

• ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა. 

• თირკმლის არტერიის შევიწროებასთან დაკავშირებული დაავადებები.

• ორსულობა და ლაქტაცია.

• შვილოსნობის ასაკის მქონე ქალები, თუ ისინი არ იყენებენ ეფექტურ კონტრაცეფციას.

 

სიფრთხილის ზომები 

პრეპარატი ზოკარდისის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, თუ ხართ დაავადებული შემდეგი დაავადებებით ან იმყოფებით შემდეგ მდგომარეობაში:

• სისხლის მომატებული  წნევა შერწყმული ღვიძლის ან თირკმელების დაავადებთან

• თირკმელების დაავადებებით ან თირკმლის არტერიის შევიწროებასთან დაკავშირებული დაავადებებით განპირობებული სისხლის მომატებული წნევა (რენოვასკულური არტერიული ჰიპერტენზია)

• ახლად გადატანილი თირკმლის ტრანსპლანტაცია

• დიალიზით მკურნალობა 

• მკურნალობა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის ჩატარებით (თირკმელების დიალიზის ანალოგიური პროცედურები, როდესაც ხდება სისხლის გაწმენდა „მავნე“ ქოლესტერინისაგან)

• სისხლში ალდოსტერონის ჰორმონის დონის პათოლოგიური მომატება (პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი)

• გულის სარქველის შევიწროება (აორტის ხვრელის სტენოზი) ან გულის ძგიდის გასქელება (ჰიპერტროფული კარდიომიოპათია)

• ფსორიაზის მკურნალობის ჩატარება ან ადრე გადატანილი ფსორიაზი (კანის დაავადება, რომელიც აქერცლილი, გასქელებული ვარდისფერი ლაქებით ხასიათდება)

• მწერების ნაკბენების საწინააღმდეგოდ მიმართული მკურნალობის ჩატარება დესენსიბილიზაციის მეთოდით. („ალერგიული ინექციები“).

ზოკარდისით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს სისხლის წნევის ძლიერი დაქვეითება, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ (ეს შესაძლებელია დიურეტიკების ერთდროული მიღების, დეჰიდრატაციის მდგომარეობის ან დაბალმარილიანი დიეტის პირობებში). აღნიშნული მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, და შემდეგ დაწექით ზურგზე.

ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე ანესთეზიის წინ აუცილებელია აცნობოთ ანესთეზიოლოგს პრეპარატი ზოკარდისის მიღების შესახებ. ეს შესაძლებლობას მისცემს მას პროცედურის დროს გააკონტროლოს პაციენტის სისხლის წნევა და გულის შეკუმშვის სიხშირე.

აღნიშნულის გარდა, თუ თქვენ გადატანილი გაქვთ გულის შეტევები (მიოკარდის მწვავე ინფარქტი) და: 

• თუ გაქვთ სისხლის დაბალი წნევა (ვერცხლისწყლის სვეტის <100 მმ) ან თუ ადგილი აქვს სისხლძარღვოვან შოკს სისხლის მიმოქცევის დარღვევებით (გულის დაავადებების შედეგად განვითარებული) -  პრეპარატი ზოკარდისის მიღება რეკომენდებული არ არის. 

• თუ თქვენი ასაკი აღემატება 75 წელს - ზოკარდისი მიიღება სიფრთხილის ზომების დაცვით.

ზოკარდისის მიღება ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის რეკომენდებული არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში მიღება.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით. განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

• სამკურნალო პრეპარატები, რომელიც სისხლში კალიუმის დონის გაზრდას იწვევს (მაგალითად, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკები ან კალიუმის შემცველი პრეპარატები).

• ლითიუმის პრეპარატები (აფექტური მოშლილობის სამკურნალო პრეპარატები).

• ნარკოტიკული პრეპარატები (როგორიცაა მაგალითად, მორფინი).

• ანტიფსიქოზური საშუალებები (შიზოფრენიის და ანალოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები). 

• სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის დროს (დიურეტიკების, ბეტა-ბლოკატორების და ალფა-ბლოკატორების ჩათვლით).

• ანტაციდები, ციმეტიდინის ჩათვლით (გულძმარვისა და წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები).

• ციკლოსპორინი (რომელიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ) და სხვა პრეპარატები-იმუნოდეპრესანტები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის დამცავ რეაქციას) 

• ალუპურინოლი (რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ).

• ინსულინი ან დიაბეტის სამკურნალო პერორალური პრეპარატები.

• ციტოსტატიკები (რომლებიც გამოიყენება კიბოს დაავადებების ან ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე მოქმედი დაავადებების სამკურნალოდ). 

• კორტიკოსტეროიდები (ძლიერი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები).

• პროკაინამიდი (გულის არითმიის სამკურნალო პრეპარატი)

• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აას, მაგალითად ასპირინი ან იბუპროფენი).

• სიმპატომიმეტური პრეპარატები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასთმის ან პოლინოზის სამკურნალო პრეპარატების ჩათვლით).

 

პრეპარატი ზოკარდისის საკვებთან და სასმელთან მიღება. 

ზოკარდისი მიიღება საკვებთან ან უზმოზე, მაგრამ უკეთესია ტაბლეტების მიღება წყლის დაყოლებით. ალკოჰოლი ზრდის ზოკარდისის ჰიპოტენზიურ ეფექტს (სისხლის წნევის დაქვეითება); სამკურნალო პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლის გამოყენების შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. 

ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში   პრეპარატი ზოკარდისის მიღება აკრძალულია. პრეპარატმა შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს ნაყოფზე ან შეიძლება შეაღწიოს  ბავშვის ორგანიზმში დედის რძის საშუალებით.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღების წინ საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.


ავტომობილის და მექანიზმების მართვა.

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი იწვევს თავბრუსხვევას ან დაღლილობას. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ავტომობილის და მექანიზმების მართვა აკრძალულია.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ზოკარდისის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას - თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობების აუტანლობის შესახებ, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღების წინ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

 

მიღების წესი 

პრეპარატი ზოკარდისი მიიღება  მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად, მიმართეთ ექიმს.

ზოკარდისი მიიღება საკვებთან ერთად ან უზმოზე, მაგრამ უკეთესია ტაბლეტების მიღება წყლის დაყოლებით.

მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღება ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის რეკომენდებული არ არის.

სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა (ჰიპერტენზია).

პრეპარატის ზოკარდისის ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ, რომელიც მიიღება დღე-ღამეში ერთხელ. 

საუკეთესო ეფექტის მისაღებად ექიმი დოზებს ადგენს თანდათანობით  საუკეთესო ეფექტის მისაღებად (როგორც წესი, დოზის შეცვლა ხდება ოთხი კვირის ინტერვალით). ჩვეულებრივ ხანგრძლივი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღინიშნება დღე-ღამეში 30 მგ ზოკარდისის მიღების შემთხვევაში. მაქსიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს 60 მგ, ერთ ან ორ მიღებაზე განაწილებით.

გაუწყლოება, მარილოვანი უკმარისობის ან სხვა დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებების) მიღების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა 7,5 მგ ზოკარდისის მიღებით.

 

ღვიძლის და თირკმელების დაავადებები:

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევების ან თირკმელების ფუნქციის საშუალოდან მძიმე ხარისხამდე დარღვევების მქონე პაციენტებს მკურნალობის დასაწყისში ენიშნებათ პრეპარატი ზოკარდისის ნახევარი დოზა.

დიალიზის ჩატარების შემთხვევაში პრეპარატი ზოკარდისის საწყისი დოზა შეადგენს სტანდარტული დოზის მეოთხედ ნაწილს. 

 

გულის შეტევა (მიოკარდის მწვავე ინფარქტი)

პრეპარატი ზოკარდისით მკურნალობის დაწყება აუცილებელია სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში. 

გამოიყენეთ მკურნალობის შემდეგი სქემა:

• მკურნალობის პირველი და მეორე დღე - 7,5 მგ ორჯერ დღეში

• მკურნალობის მესამე და მეოთხე დღე - 15 მგ ორჯერ დღეში

• მეხუთე დღიდან დოზა იზრდება 30 მგ-მდე დღეში ორჯერ 

• სისხლის წნევის მაჩვენებელი ციფრების შესაბამისად მკურნალ ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა ან დანიშნოს მაქსიმალური დოზა

• აუცილებელია მკურნალობის ჩატარება ექვსი კვირის განმავლობაში ან მეტხანს, თუ  გულის უკმარისობის სიმპტომები კვლავ რჩება.  

 

ჭარბი დოზა

ზედმეტი ტაბლეტების მიღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას (თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა ან წინამდებარე ანოტაცია).

დოზის გადაჭარბების ხშირი სიმპტომები და ნიშნები: სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტენზია) სისუსტის თანხლებით, გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია), სისხლის ქიმიური შემადგენლობის შეცვლა (ელექტროლიტები) და თირკმელების უკმარისობა.

 

პრეპარატი ზოკარდისის დოზის მიღების გამოტოვება

პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ შემდეგი დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. მაგრამ თუ დოზის მიღებიდან გავიდა დიდი დრო (რამოდენიმე საათი), და უკვე შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, მიიღეთ შემდეგი ნორმალური დოზა ჩვეულებრივ დანიშნულ დროს. დაუშვებელია გამოტოვებული დოზის ნაცვლად ორმაგი დოზის მიღება.

 

პრეპარატი ზოკარდისის მიღების შეწყვეტა 

პრეპარატი ზოკარდისის მიღების შეწყვეტამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან შეიძლება აღინიშნოს სისხლის წნევის მომატება ან შემდგომი გულის შეტევა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატს, ზოკარდისსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. თუმცა ყველა პაციენტს არ აღენიშნებათ აღნიშნული გვერდითი ეფექტი.  

აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებული უმეტესი გვერდითი ეფექტები ატარებს შექცევად ხასიათს და ქრებიან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

 

ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

• გადაღლა (დაღლილობა)

• გულის რევა და/ან ღებინება

• თავბრუსხვევა

• თავის ტკივილი

• ხველა

 

იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

• ზოგადი სისუსტე

• კუნთების სპაზმი

• კანზე გამონაყარი

 

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

• სწრაფად განვითარებადი შეშუპება და ქავილი, განსაკუთრებით სახის, პირის და ყელის არეში, ზოგჯერ, სუნთქვის გაძნელებით.

 

პრეპარატი ზოკარდისის გამოყენებასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებთან ერთად, შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნება სხვა აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში:

• თავბრუსხვევით, მხედველობის დაქვეითებით, გონების დაკარგვით მიმდინარე სისხლის წნევის ძლიერი დაქვეითება მკურნალობის დასაწყისში ან დოზირების მომატების შედეგად (სინკოპე)

• გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდა ან არითმია, გახშირებული გულისცემა, და ტკივილი გულის არეში (გულის შეტევა ან სტენოკარდია).

• გონების დაკარგვა, მოულოდნელი თავბრუსხვევა, მხედველობის მოულოდნელი  დაქვეითება და სხეულის ერთ მხარეს შეხების დროს მგრძნობელობის დაქვეითება და/ან დაკარგვა (იშემიური ტიპის ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან „დარტყმა“).  

• პერიფერიული შეშუპება (კიდურებში სითხის დაგროვება), ფეხზე დგომისას სისხლის დაბალი წნევა, ტკივილი გულის არეში, ტკივილი კუნთებში და/ან კუნთების სპაზმი.

• თირკმელების ფუნქციის დარღვევა, დღე-ღამური შარდის რაოდენობის შეცვლა, შარდში ცილების არსებობა (პროტეინურია), იმპოტენცია.

• ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა, პირის სიმშრალე.

• ალერგიული რეაქციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის აქერცვლა, გაწითლება, გასივება და კანზე ბუშტუკეების წარმოქმნა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება (კანის დაავადება, რომელიც აქერცლილი, ვარდისფერი გასქელებული ლაქებით ხასიათდება), თმის ცვენა (გამელოტება).

• გაძლიერებული ოფლდენა და გაწითლება.

• ხასიათის შეცვლა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კანის საფარის მგრძნობელობის შეცვლა, მაგალითად წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება (პარესთეზია), წონასწორობის დარღვევა, გონების არევა, შუილი ყურებში (ხმაური ყურებში), გემოს შეგრძნების დარღვევები, მხედველობის დაბინდვა.

• სუნთქვის გაძნელება, ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმი), სინუსიტი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება ან სურდო (რინიტი), ენის ანთება (გლოსიტი), ბრონქიტი.

• კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (ჰეპატიტი, პანკრეატიტი), ნაწლავური გაუვალობა.

• ცვლილება სისხლის ანალიზში, მაგალითად, სისხლის წითელი სხეულების, სისხლის თეთრი სხეულების რაოდენობის ან თრომბოციტების რაოდენობის შეცვლა, ან სისხლის ყველა სახის უჯრედების შემცირება (პანჰემოციტოპენია). აცნობეთ თქვენს ექიმს სწრაფად განვითარებული შეშუპების ან ყელში აუხსნელი  ტკივილის ნიშნების ან სიცხის (ციებ-ცხელების) შესახებ. 

• სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზები) და ბილირუბინის მაღალი შემცველობა, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მაღალი შემცველობა.

• სისხლის წითელი სხეულების დაშლით გამოწვეული ანემია (ჰემოლიზური ანემია), რომელიც ვლინდება გ6ფდ (გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის) დეფიციტით გამოწვეული დაავადებების არსებობის შემთხვევაში.


სერიოზული გვერდითი ეფექტის ან ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ინსტრუქციაში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ამ სამკურნალო საშუალების შენახვის რაიმე განსაკუთრებული პირობები არ არის აუცილებელი.

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. პრეპარატი ზოკარდისის გამოყენება შეფუთვაზე ან ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (‘EXP’) გასვლის შემდეგ აკრძალულია.

ტაბლეტები ინახება ორიგინალ შეფუთვაში.

სამკურნალო პრეპარატის კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. სამკურნალო პრეპარატის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული უსაფრთხოების ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

დამატებითი ინფორმაცია.

შემადგენლობა 

მოქმედი ნივთიერება  - ზოფენოპრილ კალციუმი  7,5 მგ ოდენობით. სხვა ინგრედიენტები - მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური უწყლო, ჰიდრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171),  მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000 (იხ.“მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ზოკარდისის ზოგიერთი ინგრედიენტოს შესახებ“).

 

აღწერა და შეფუთვა

ზოკარდისი 7,5 - არის თეთრი ფერის მრგვალი, ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები,  12, 14, 15, 28, 30, 48, 50, 56, 90 ან 100 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში პერფორირებული უჯრედებით, რომელიც შეიცავს 50 ან 56 შემოგარსულ ტაბლეტს.

შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი. 

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით

სად შევიძინოთ?