Nuk
ვიუსიდი / VIUSID


შემადგენლობა

1 ფხვნილი (4,5 გ) შეიცავს: გლიცირიზინის მჟავას -0,0469 გ, გლუკოზამინს – 0,69გ, არგინინს – 0,72 გ, გლიცინს – 0,393 გ, ასკორბინის მჟავას – 0,0435 გ, პირიდოქსინს – 0,00059 გ, კალციუმის პანტოტენატს – 0,0022, თუთიის სულფატს – 0,005 გ, ფოლის მჟავას - 0,0068 გ, ციანოკობალამინს – 0,000395 გ, მალეინის მჟავას 0,704 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, ნატრიუმის მეტილპარაბენი, სახარინი, მალტოდექსტრინი.
დახასიათება: სტაფილოს ფერის ფხვნილი სპეციფიური სუნით, მოტკბო გემოთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიუსიდის აქტივირებული კომპონენტების კომპლექსი უზრუნველჰყოფს მის ბიოლოგიურ და კლინიკურ ეფექტურობას. Vიუსიდის ძირითადი თვისებები:
- ანტივირუსული: მოქმედებს ჰეპატიტ A,B,С , აივ ვირუსებზე; მარტივი ჰერპესის I, II ტიპების ვირუსებზე; ჰერპეს ზოსტერზე, ციტომეგალოვირუსზე, პაპილომავირუსზე; რამდენჯერმე ამცირებს სისხლის ვირუსულ დატვირთვას აივ-ით ინფიცირებულ პაციენტებს;
- ახდენს ჰეპატოციტების მემბრანის სტაბილიზირებას; 
- აღადგენს ღვიძლის ფუნქციას ციროზის შემთხვევაში, წინააღმდეგობას უწევს ჰეპატოცელულარული კარცინომის წარმოქმნას;
- ახდენს იმუნოსტიმულირებას: ზრდის CD4 უჯრედების დონეს სისხლში, ახდენს ჰემო- და ლეიკოპოეზის სტიმულირებას
- წარმოადგენს ინტერფერონის ინდუქტორს: ზრდის ალფა-ინტერფერონის სინთეზს, ალფა-ინტერფერონთან, ანტივირუსულ პრეპარატებთან სინერგიულად მოქმედებს, ხსნის მათ გვერდით ეფექტებს, ამცირებს ჰეპატოტოქსიკური სინდრომის გამოვლენას;
- თრგუნავს ანტიგენ-სპეციფიკური T-ქილერების სინთეზს, რომლებიც აზიანებს ჰეპატოციტს ჰეპატიტის დროს;
- ანტიოქსიდანტური: ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების პეროქსიდულ დაჟანგვას; 
- ანთების საწინააღმდეგო: ალერგიის საწინააღმდეგო, წყლულის საწინააღმდეგო (ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას);
- ახდენს თირკმელზედა გარსის სტიმულირებას; 
- ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისა და აუცილებელი ვიტამინებისა და ამინომჟავების მარაგის შევსების ხარჯზე გააჩნია ზოგადად გამაძლიერებელი მოქმედება;

მიღების წესები და დოზები
ვიუსიდი გამოიყენება როგორც კომპლექსური, ასევე მონოთერაპიისას სხვა და სხვა ავადმყოფობების სამკურნალოდ: A,B,C ჰეპატიტები, ჰერპესული ინფექციები: ვპგ-I, ვპგ-II, ჰერპესი ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი, აივ ინფექცია, კანის დაავადებებისას, უროლოგიური, გინეკოლოგიური დაავადებებისას, ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ვიუსიდი მოქმედებს როგორც ვირუსის საწინაარმდეგო საშუალება, ასევე ხსნის ანტივირუსული, ანტიბაქტერიული თერაპიის გვერდით ეფექტებს.
ვიუსიდი გამოიყენება როგორც პალიატიური საშუალება ონკოლოგიური დაავადებებისას: ღვიძლის კარცინომა, ლიმფოგრანულომატოზი, იდიოპათური ჰემორაგია. ქიმიური თერაპიის ჩატარებისას ახდენს დეტოქსიკაციურ, ლეიკოპოეტიურ მოქმედებას.
ვიუსიდი ეფექტურია ნევროლოგიური მდგომარეობებისას, რომლებსაც თან ახლავს ასთენია, დეპრესია, უძილობა, თავის ტკივილები, ამაღლებული აგღზნებადობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სისუსტე, მოქანცვა.
მატულობს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული თერაპიის ეფექტურობა ღვიძლის, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე (ტუბერკულოზი, პლევრიტი, აბსცედირებადი პნევმონია) აივ-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას.
გამოყენებულ იქნას შეიძლება მრვი-ს, გრიპის პროფილაქტიკისათვის.
გამოყენების მეთოდი და დოზები: 
გამოყენებამდე ვიუსიდის ფხვნილს ხსნიან წყლის, წვენის ან რძის მცირე (50-100მლ) რაოდენობაში მის სრულ გახსნამდე, იღებენ სითხის 100-150 მლ. გამოიყენება, როგორც წესი საკვების მიღების შემდეგ.
აივ ინფექციისას:
მონოთერაპიის სახით: 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში, 3-18 თვის განმავლობაში. (აუცილებელია სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების კონტროლი);
კომპლექსურ თერაპიაში: 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში 2-3-ჯერ კვირაში ანტირეტროვირუსული თერაპიის მიმდინარეობის პერიოდში
მწვავე ვირუსული A,B ჰეპატიტის შემთხვევაში:
მოზრდილებში: 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში 15-30 დღის განმავლობაში;
3 წლამდე ბავშვებში: 1/3 პაკეტი დღეში;
3-იდან 5-წლამდე ბავშვებში: 1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში
5 წლის ზემოთ ბავშვებში: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში
მიღების ხანგრძლივობა 10-30 დღე
ვირუსული B,C ჰეპატიტის შემთხვევაში:
მოზრდილებში 30 დღის განმავლობაში თითო პაკეტი 3-ჯერ დღეში, შემდგომი 30 დღის განმავლობაში 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში. მკურნალობის მესამე თვიდან ექვს თვემდე რეკომენდირებულია 1 პაკეტი დღეში;
ბავშვებში: დღეში 1/2 პაკეტი 1 წლის განმავლობაში
ჰერპესის დროს:
2 პაკეტი ორ მიღებად განაწილებული 14-21 დღის განმავლობაში
გრიპის შემთხვევაში
1-3 პაკეტი დღეში ავადმყოფობის შეწყვეტამდე (ეპიდემიოლოგიურად საშიში მთელი პერიოდის განმავლობაში)
ონკოლოგიური დაავადებების დროს:
თითო პაკეტი 3-ჯერ დღეში, საკვების მიღების შემდეგ 45 წუთში. 15-30 დღის განმავლობაში (მკურნალობის კურსი შესაძლებელია ჩატარდეს 3 თვის განმავლობაში)
ტუბერკულოზის შემთხვევაში 
თითო პაკეტი 3-ჯერ დღეში, საკვების მიღების 45 წუთის შემდეგ 15-30 დღის განმავლობაში.
ფსორიაზის დროს:
ინიშნება ფსორიაზის ტრადიციული თერაპიის პარალელურად 1 პაკეტი დღეში 10-12 დღის განმავლობაში
3 წლამდე ბავშვებში: 1/3 პაკეტი 2-ჯერ დღეში;
3-იდან 5 წლამდე ბავშვებში: 1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში
5 წელზე უფროს ბავშვებში: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში
დერმატიტის დროს:
პრეპარატ ვიუსიდის გამოყენების წესი ფსორიაზით და წითელი მგლურას დისკოიდური ფორმით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის დროს, მდგომარეობს ვიუსიდის თითო პაკეტის ყოველდღიურად მიღებაში საკვების მიღების შემდეგ, ტრადიციული თერაპიის ფონზე 10-20 დღის განმავლობაში. მიღების ხანგრძლიობა დამოკიდებულია დერმატოზების კლინიკურ გამოვლინებებზე.
კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს:
ენიშნება ავადმყოფებს პერორალურად 1 პაკეტი დღეში 2-ჯერ, საკვების მიღების შემდეგ 30 წუთში. მკურნალობის ხანგრძლიობა შეადგენს 21 დღეს.
გულის იშემიური დაავადების შემთხვევაში:
1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში

გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება
პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

ჭარბი დოზირება
ვიუსიდის მიღებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღნიშნული.
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში: 
არ მოქმედებს ნაყოფზე, ახალშობილებსა და ბავშვებზე ძუძუთი კვების პერიოდში, მაგრამ მაინც ასეთ პერიოდში პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები და ვადები
მშრალ და გრილ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
შეფუთვა პაკეტები პოლიმერ- ალუმნის ფოლგისგან, შეიცავენ 4,5 გ პრეპარატს.
ერთ მუყაოს ყუთში მოთავსებულია 90 პაკეტი.
შენახვის პირობები : მშრალ და გრილ ადგილას, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?