ვირგანი / VIRGAN


შემცველობა
პრეპარატის 1 გრ. შეიცავს
აქტიური ნივთიერება:
განციკლოვირი 1,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, კარბომერი, სორბიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
აღწერილობა:
გამჭვირვალე ან ოდნავ გაუმჭვირვალე გელი

გამოშვების ფორმა
პრეპარატის 5 გრ. ტუბში სარქველით და ჩახრახნილი ხუფით. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან და ასახდელ საყრდენთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოდინამიკა:
განციკლოვირი 9-[(1,3-დიჰიდროქსი-2-პროპოქსი) მეთილ] გუანინი ან DHPG წარმოადგენს ნუკლეოზიდს, რომელიც აინჰიბირებს ადამიანის ჰერპესის ჯგუფის ვირუსების (პირველი და მეორე ტიპის მარტივი ჰერპესის, ციტომეგალოვირუსის) და ადენოვირუსების შემდეგი სეროტიპების: 1, 2, 4, 6, 8, 10, 19, 22, 28 რეპლიკაციას.
ინფიცირებულ უჯრედებში განციკლოვირი გარდაიქმნება განციკლოვირ-ტრიფოსფატად – მოქმედი ნივთიერების აქტიურ ფორმად.
ფოსფორილირება ძირითადად არმოებს ინფიცირებულ უჯრედებში, ამასთან განციკლოვირ ტრიფოსფატის კონცეტრაცია არაინფიცირებულ უჯრედებში 10-ჯერ ნაკლებია.
განციკლოვირ-ტრიფოსფატის ანტივირუსული აქტივობა მდგომარეობს ვირუსული დნმ-ის სინთეზის ინჰიბირებაში ორი მექანიზმის გამოყენებით: ვირუსული დნმ-პოლიმერაზას კონკურენტული ინჰიბირება და პირდაპირი ჩართვა ვირუსულ დნმ-ში მისი პროლონგირების ბლოკირებით.

ფარმაკოკინეტიკა:
ზედაპირული ჰერპესული კერატიტის მკურნალობის დროს პრეპარატის 11-15 დღის განმავლობაში 5-ჯერ დღეში ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ, მგრძნობიარე ანალიტიკური მეთოდის გამოყენების მეშვეობით განსაზღვრული განციკლოვირის დონე პლაზმაში (რაოდენობრივი შეზღუდვა: 0,005 მკგ/მლ) იყო ძალიან დაბალი, საშუალოდ 0,013 მკგ/მლ (0=0,037).
ბოცვერებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინა განციკლოვირის სწრაფი შეღწევა თვალის რქოვანაში და წინა სეგმენტში. რამოდენიმე საათის შემდეგ პრეპარატის კონცეტრაცია საშუალო ეფექტურ დოზას აღემატებოდა (ED50).

მიღების ჩვენება:
მარტივი ჰერპესით გამოწვეული მწვავე ზედაპირული კერატიტის მკურნალობა.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა განციკლოვირის, აციკლოვირის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ.
გამოყენება ბავშვებში
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში თვალის გელის ვირგანიც მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის, მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების არ არსებობის გარდა.

მიღების წესი და დოზირება
ჩაიწვეთეთ პრეპარატის 1 წვეთი ქვედა კონიუნქტივურ პარკში 5-ჯერ დღეში რქოვანას სრულ რეეპითელიზაციამდე, შემდეგ 1 წვეთი 3-ჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს.
გვერდითი ეფექტები
თვალების მხრივ:
ხშირად ( > 1/10): თვალის წვის ან ჩხვლეტის ხანმოკლე შეგრძნება;
იშვიათად ( > 1/100, < 1/10): ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი.

ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის გამოვლენილი

განსაკუთრებული მითითებები
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილი არ არის თვალის ბადურის ციტომეგალოვირუსული ინფექციის სამკურნალოდ.
ეფექტურობა სხვა ტიპის ვირუსებით გამოწვეული კერატოკონიუნქტივიტების მიმართ არ არის დადგენილი.
იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში არანაირი სპეციალური გამოკვლევა არ იყო ჩატარებული.
ქალებმა შვილოსნობის ასაკში უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით გამოვლენილი გენოტოქსიურობის გამო, მამაკაცებისთვის, რომლებიც იყენებენ თვალის გელს ვირგანს, რეკომენდებულია მკურნალობის დროს და მისი დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში კონტრაცეფციის ლოკალური ზომების (პრეზერვატივის) გამოყენება.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილის კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. არ დაუშვათ პრეპარატის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. პრეპარატის ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.
პრეპარატით მკურნალობისას მხედველობის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, რეკომენდებულია ავტომობილის მართვის ან რთულ ტექნიკასთან მუშაობის დროებით შეწყვეტა.

შენახვის ვადა
3 წელი.
ტუბის გახსნიდან – 4 კვირა.
არ გამოიყენოთ შფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: რეცეპტით