Nuk
ვიგალექს მაქსი / Vigalex Max


რა არის პრეპარატი ვიგალექს მაქსი და რა მიზნით გამოიყენება 

პრეპარატი ვიგალექს მაქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება D3 ვიტამინს (ქოლეკალციფეროლი), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირების პროცესში.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) გამომუშავდება ორგანიზმის მიერ კანში, მზის სხივის ზემოქმედებით (უი გამოსხივება) და ასევე ორგანიზმს შეიძლება მიეწოდოს საკვებთან ერთად.

D ვიტამინის დეფიციტის დროს ვითარდება ძვლების კალციფიკაციის დარღვევა (რაქიტი) ან ძვლებიდან კალციუმის დაკარგვა (ოსტეომალაცია).

 

პრეპარატი ვიგალექს მაქსი გამოიყენება:

D ვიტამინის დეფიციტის და იმ მდგომარეობების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც ვითარდება D ვიტამინის დეფიციტის შედეგად, სიმსუქნით დაავადებულ მოზრდილებში [სხეულის მასის ინდექსი (ang. body mass index, BMI) ≥ 30].

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ვიგალექს მაქსის გამოყენებამდე

როდის არ უნდა მოხდეს პრეპარატ ვიგალექს მაქსის გამოყენება:

- თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში),

- ჰიპერკალციემიის (სისხლში კალციუმის ძალიან მაღალი კონცენტრაცია) ან ჰიპერკალციურიის შემთხვევაში (კალციუმის გადაჭარბებული გამოყოფა შარდთან ერთად),

- თუ პაციენტს აქვს თირკმლის კენჭოვანი დაავადება ან თირკმლის მძიმე უკმარისობა,

- ფსევდოჰიპოპარათირეოზის შემთხვევაში,

- 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ვიგალექს მაქსის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

პრეპარატ ვიგალექს მაქსის მიღება უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის ქვეშ:

- თუ პაციენტი ასევე იღებს D ვიტამინის შემცველ სხვა პროდუქტებს, რადგან D ვიტამინის დამატებითი დოზების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ,

- თუ პაციენტს აქვს სარკოიდოზი (იმუნოლოგიური სისტემის დაავადება, რომელსაც შეუძლია ორგანიზში D ვიტამინის კონცენტრაციის გაზრდა),

- თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა,

- თუ პაციენტი იღებს საგულე გლიკოზიდებს ან შარდმდენებს,

- თუ D ვიტამინით მკურნალობა არის ხანგრძლივი (3 თვეზე მეტი), რადგან ამ შემთხვევებში ექიმმა უნდა გააკონტროლოს პაციენტის პლაზმაში და შარდში კალციუმის კონცენტრაცია და ასევე შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრით.

 

ვიგალექს მაქსი და სხვა პრეპარატები

ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებლად უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც პაციენტი ამჟამად იყენებს ან ადრე იყენებდა, ასევე იმ პრეპარატების შესახებ, რომლის მიღებასაც პაციენტი გეგმავს.

- პრეპარატთან ვიგალექს მაქსი ერთდროული გამოყენებისას ალუმინის შემცველმა ანტაციდებმა, რომლებიც მომატებული მჟავიანობის მკურნალობის დროს გამოიყენება, შეიძლება გაზარდოს ალუმინის კონცენტრაცია სისხლში, რაც ზრდის ძვლებზე ალუმინის ტოქსიკური ზემოქმედების რისკს.

- პრეპარატთან ვიგალექს მაქსი ერთდროული გამოყენებისას, მაგნიუმის შემცველმა ანტაციდებმა შეიძლება გაზარდოს მაგნიუმის კონცენტრაცია სისხლში.

- პრეპარატთან ვიგალექს მაქსი ერთდროული გამოყენებისას, ანტიეპილეფსიური, სედაციური ან საძილე მოქმედების მქონე ზოგიერთმა პრეპარატმა (რომელიც შეიცავს ფენიტოინს ან ბარბიტურატებს), შეიძლება შეამციროს მისი ეფექტურობა.

- ზოგიერთმა შარდმდენმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (კალციუმის კონცენტრაციის მომატება), რაც გამოწვეულია თირკმელების მიერ კალციუმის გამოყოფის შემცირებით. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია შრატში და შარდში კალციუმის კონცენტრაციის კონტროლი.

- გლუკოკორტიკოსტეროიდების (თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰორმონები) ერთდროულმა მიღებამ შეიძება გაანეიტრალოს პრეპარატ ვიგალექს მაქსის მოქმედება.

- პრეპარატს ვიგალექს მაქსი შეუძლია ფუტკარას გლიკოზიდების მოქმედების და ტოქსიურობის გაძლიერება, რაც იწვევს გულის რიტმის დარღვევის განვითარების რისკს. ამ შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს პაციენტების შრატში და შარდში კალციუმის კონცენტრაცია, ასევე ჩაატაროს ეკგ-ს პერიოდული კონტროლი.

- D ვიტამინის მეტაბოლიტების ან ანალოგების (მაგ. კალციტრიოლი) და პრეპარატ ვიგალექს მაქსის ერთდროული გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც შრატში კალციუმის კონცენტრაცია კონტროლდება.

- რიფამპიცინმა და იზონიაზიდმა შეიძლება შეამციროს პრეპარატ ვიგალექს მაქსის ეფექტურობა.

 

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი

თუ პაციენტი არის ორსულად, ძუძუთი კვებავს, ეჭვი აქვს, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

უცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომ მოხდეს D ვიტამინის დოზის განსაზღვრა, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს ორსულობის პერიოდში.

არ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის გარეშე D ვიტამინის მიღება უფრო მაღალი დოზებით ვიდრე 2000 სე/დღე-ღამეში.

ძუძუთი კვება

აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომ მოხდეს D ვიტამინის დოზის განსაზღვრა, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს ძუძუთი კვების პერიოდში.

არ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის გარეშე D ვიტამინის მიღება უფრო მაღალი დოზებით ვიდრე 2000 სე/დღე-ღამეში.

 

ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიზმების მართვა

პრეპარატი ვიგალექს მაქსი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარზე.

პრეპარატი ვიგალექს მაქსი შეიცავს საქაროზას.

თუ პაციენტს ადრე დაუსვეს ზოგიერთი შაქრის აუტანლობის დიაგნოზი, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი ითვლება, როგორც "ნატრიუმისაგან თავისუფალი ".

 

როგორ გამოიყენება პრეპარატი ვიგალექს მაქსი

ამ პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ისე, როგორც აღწერილია პაციენტისთვის განკუთვნილ ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმის კონტროლის გარეშე არ შეიძლება სამკურნალო პროდუქტის გამოყენება უფრო ხანგრძლივად (3 თვეზე მეტი) ან უფრო მაღალი დოზით, ვიდრე რეკომენდებულია.

ექიმის კონტროლის გარეშე არ უნდა მოხდეს ერთდროულად სხვა პრეპარატების ან საკვები დანამატების ან სხვა სახის საკვები პროდუქტების, რომლებიც D ვიტამინს (ქოლეკალციფეროლს) შეიცავს, კალციტრიოლის ან D ვიტამინის სხვა მეტაბოლიტების და ანალოგების გამოყენება.

 

დოზირება

D ვიტამინის დეფიციტის და იმ მდგომარეობების პროფილაქტიკა, რომლებიც ვითარდება D ვიტამინის დეფიციტის შედეგად, სიმსუქნით დაავადებულ მოზრდილებში

ჩვეულებრივ, 4000 სე (1 ტაბლეტი) დღე-ღამეში, ოქტომბრიდან აპრილამდე ან მთელი წლის განმავლობაში, თუ ზაფხულის თვეებში არ ხდება კანში D ვიტამინის ეფექტური სინთეზის უზრუნველყოფა.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის გარეშე.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები, რომლებიც დოზირებას ეხება.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ვიგალექს მაქსი უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

 

მიღების წესი

ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით.

პრეპარატ ვიგალექს მაქსის რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზის მიღება

პრეპარატ ვიგალექს მაქსის რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზის მიღების დროს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა. ექიმი გადაწყვეტს შესაბამისი მკურნალობის გამოყენების საკითხს.


დოზის გადაჭარბების სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, რის შემდეგაც ვითარდება ყაბზობა, მადის დაკარგვა, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილ, სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე, ძილიანობა, აზოტემია (აზოტის ნაერთების მომატებული კონცენტრაცია სისხლში), გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, პოლიურია და დეჰიდრატაცია. სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის დროს ვითარდება გულის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, ფსიქოზი და შესაძლებელია კომა.

ლაბორატორიული ტესტების ჩატარების დროს განისაზღვრება ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მომატებული კონცენტრაცია), ჰიპერკალციურია (შარდთან ერთად კალციუმის მომატებული გამოყოფა) და შრატში 25-ჰიდროქსიკალციფეროლის მომატებული კონცენტრაცია. დოზის გადაჭარბება მოითხოვს ხშირად გახანგრძლივებული და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკაციემიის გასაკონტროლებლად ღონისძიებების ჩატარებას.

პრეპარატ ვიგალექს მაქსის მორიგი მიღების გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ უნდა მოხდეს ორმაგი დოზის მიღება.

პრეპარატ ვიგალექს მაქსის მიღების შეწყვეტა

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებით რაიმე ეჭვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი რეაქციები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა არა ყველა პაციენტში.

პრეპარატ ვიგალექს მაქსის მიღების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

 

სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია):

·       კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიც არის ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი ან დიარეა,
·       ალერგიული რეაქციები, როგორიც არის კანის ქავილი, გამონაყარი ან ჭინჭრის ციება,
·       მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ვითარდება ჰიპერკალციემია (კალციუმის ზედმეტად მაღალი კონცენტრაცია სისხლში) და ჰიპერკალციურია (კალციუმის გადაჭარბებული გამოყოფა შარდთან ერთად). ზოგიერთ შემთხვევაში დარეგისტრირებულია ლეტალური გამოსავალი.

 

როგორ ინახება პრეპარატი ვიგალექს მაქსი

პრეპარატის შენახვა უნდა მოხდეს ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 300C–ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცვის მიზნით.

ეს პრეპარატი არ მიიღოთ მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის აღნიშნული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში. აუცილებელია შეეკითხოთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ვიგალექს მაქსი

პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის ქოლეკალციფეროლი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ქოლეკალციფეროლს, ფხვნილს, რაც 0,1 მგ ოლეკალციფეროლს (D3 ვიტამინს) შეესაბამება.

დანარჩენი კომპონენტები არის: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი (ტიპი A), საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ასკორბატი, საშუალო სიგრძის ჯაჭვის მქონე ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, all-rac-α-ტოკოფეროლი.

როგორ გამოიყურება პრეპარატი ვიგალექს მაქსი და რას შეიცავს შეფუთვა

თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დიამეტრით 10 მმ ± 0,3 მმ.

ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალ ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერებში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტისთვის განკუთვნილ ინსტრუქციასთან ერთად.

შეფუთვების ზომა: 60 ტაბლეტი

ყველა ტიპის შეფუთვა შეიძლება არ იყოს მიმოქცევაში.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

სად შევიძინოთ?