Nuk
ვერნისალი / VERNISAL


სამკურნალწამლო ფორმა

სპრეი ყელისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსისთვის.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ერთგვაროვანი ხსნარი, ტკბილი გემოთი და სპირტის სუნით.

 

შემადგენლობა

სპრეის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დექვალინის ქლორიდი 1,25 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1,0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, სუკრალოზა, ქლორწყალბად მჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. ანტისეპტიკები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დექვალინის ქლორიდი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის ანტისეპტიკს. ის აქტიურია სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ასევე სოკოების და საფუარების მიმართ.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ამიდური ტიპის ანესთეტიკს, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისას უზრუნველყოფს მგრძნობელობის, მათ შორის, ტკივილის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა

დექვალინის ქლორიდი არ აბსორბირდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსით. მიღებული დოზა მთლიანად გამოიყოფა სწორი ნაწლავით.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, აბსორბირდება ლორწოვანი გარსის მიერ. გამაყუჩებელი ეფექტი დგება დაახლოებით 5 წუთის შემდეგ. ლიდოკაინი ტრანსფორმირდება ღვიძლში. ძირითადი მეტაბოლიტები, მონოეთილგლიცინქსილიდინი (აქტიური მეტაბოლიტი) და გლიცინქსილიდინი, გამოიყიფა შარდით. ლიდოკაინის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

 

გამოყენების ჩვენება

პირის ღრუს და ხორხის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური ადგილობრივი მკურნალობა, როგორიც არის ანგინა, ფარინგიტი, ტონზილიტი, სტომატიტი, აფტოზი, გლოსიტი, გინგივიტი, პარაზიტული სოკოებით გამოწვეული დაავადებები (მიკოზები), პაციენტის პრე- და პოსტოპერაციული მოვლა.

 

გამოყენების წესი და დოზები

სპრეი განკუთვნილია პირის ღრუში და ყელში შესასხურებლად.

აპლიკატორი-გამფრქვევის წვერი თავსდება პირის ღრუში. ხსნარის გამოფრქვევა ხდება დაჭერით. ფლაკონის ჭერა აუცილებელია სწორად. პრეპარატის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა – 3-6 გამოყენება თითო ჯერზე 2 შესხურებით (ერთი შესხურება შეესაბამება პრეპარატის 0,1 მლ-ს). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 12 შესხურებას.

თუ 3-4 დღის თერაპიის განმავლობაში არ ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.

 

უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ამიდური ტიპის ანესთეტიკების მიმართ ცნობილი ალერგიის შემთხვევაში;

- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მძიმე დაზიანება.

 

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგი გზით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, თუმცა< 1/10), არახშირი (≥ 1/1000, თუმცა < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000, თუმცა < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

დექვალინის ქლორიდი: არასასურველი რეაქციები არ არის ცნობილი.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი: ძალიან იშვიათი – ტოქსიკური რეაქცია ჭარბი დოზირების ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

 

განსაკუთრებული მითითებები

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებების მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (არასასურველი რეაქციები).

ღვიძლის უკმარისობის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს საჭიროა დოზირების შემცირება. ხანგრძლივმა და არაკორექტულმა გამოყენებამ (გადაყლაპვა ან ძალიან ხშირი შესხურება) შესაძლებელია გაზარდოს ხმის ნაპრალის მგრძნობელობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის და, ნაწილობრივ, ასფიქსიის რისკი.

საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ხანგრძლივი გამოყენება (10 დღეზე მეტი), რათა არ მოხდეს პირის ღრუს ბუნებრივი ფლორის დარღვევის რისკის გაზრდა.

 

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედება არ არის გამოვლენილი.

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

მონაცემების არარსებობის გამო, ვერნისალი არ გამოიყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

 

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი არ ინიშნება 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

 

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან

დექვალინის ქლორიდი შეუთავსებელია საპნებთან და ანიონურ ზედაპირულ-აქტიურ ნივთიერებებთან, ასევე ფენოლური ნაერთების შემცველ მადეზინფიცირებელ საშუალებებთან.

საჭიროა თავიდან იქნას აცილებული სხვა ანესთეტიკებთან ერთდროული გამოყენება.

 

ჭარბი დოზირება

დექვალინის ქლორიდი: ადამიანებში ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი: არასწორი გამოყენების შემთხვევაში (ჭარბი დოზირება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება), ლიდოკაინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქციები. აღწერილია შემდეგი სიმპტომები: მთქნარება, ნევროზულობა, მოდუნება, მხედველობის დარღვევა, გულისრევა, ღებინება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის სასწრაფო დახმარება, სწრაფი მოქმედების ბარბიტურატები ინტრავენურად, და საჭიროების შემთხვევაში, რესპირატორული მხარდაჭერა.

 

გამოშვების ფორმა

სპრეი ყელისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსისთვის ყვითელი შუშის 30 მლ ფლაკონში მექანიკური გამომფრქვევით.

1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა

წარმოებიდან 3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?