Nuk
ვეპრაზი / Vepraz


შემადგენლობა
თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
კლინდამიცინის ფოსფატი BP ექვივალენტური კლინდამიცინის 100მგ
მიკონაზოლის ნიტრატი BP 200მგ .

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული მოქმედება -კლინდამიცინის ფოსფატი ლინკოზამიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ,  აინჰიბირებს ბაქტერიული ცილების სინთეზს ბაქტერიის რიბოსომის  50 S  სუბერთეულზე  მოქმედების გზით . პრეპარატი  აქტიურია  ბაქტერიული ვაგინოზის ძირითადი გამომწვევების მიმართ:  Gardnerella vaginalis , Mycoplasma hominis, Mobiluncus spp.,Haemophilus ssp.,Corynebacterium, Peptostreptococcus spp. ანტიფუნგალური მოქმედება -მიკონაზოლი  ფართო სპექტრის  პრეპარატი, სისტემური და ადგილობრივი  გამოყენებისთვის . მიკონაზოლის ნიტრატი აინჰიბირებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და ცვლის მემბრანის ლიპიდურ შემადგენლობას, რაც იწვევს სოკოს უჯრედის კვდომას.განსაკუთრებით  აქტიურია პათოგენური გამომწვევების  Candida ,Trichophyton,,Epidermophyton,Microsporum სახეობების მიმართ,გრამ (+) ბაქტერიების ჩათვლით

ფარმაკოკინეტიკა
კლინდამიცინის მრავლობითი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მისი კონცენტრაცია შრატში არ აღემატება  5% -ს, არ შეინიშნება სისტემური კუმულაცია. ინტრავაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი სისხლში შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით.

ჩვენებები
შერეული ვაგინალური ინფექციები და არასპეციფიური ვაგინიტი
ბაქტერიული ვაგინოზი
ვულვოვაგინალური მიკოზები
ტრიქომინიაზი 
ინფექციური ლეიკორეა

ვაგინალური  ანთებითი  დაავადებების  პროფილაქტიკა
საშვილოსნოსშიდა  დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარების წინ.
მშობიარობის წინა  პერიოდი.

უკუჩვენებები
ვეპრაზი უკუნაჩვენებია ქალებში მიკონაზოლის, კლინდამიცინის (ან ლინკომიცინის ჯგუფის) და ორნიროიმიდაზოლის ჯგუფის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ისტორიით. 

ორსულობა და ლაქტაცია
ექსპერიმენტალური და კლინიკური კვლევა არ ადასტურებს დედაზე ან ბავშვზე მავნე ეფექტს,  ვეპრაზის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის II ტრიმესტრიდან  ექიმის რჩევის საფუძველზე.  ლაქტაციის დროს გამოიყენება სიფრთხილით.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატი არ ინიშნება მენსტრუაციის დროს. საჭიროა პაციენტის გაფრთხილება, თავი შეიკავოს სქესობრივი აქტისგან ან სხვა ვაგინალური პროდუქტების გამოყენებისგან (როგორიცაა ტამპონები) . ვეპრაზი ინიშნება ინტრავაგინალურად და დაუშვებელია პერორალური მიღება.

გვერდითი რეაქციები
ვეპრაზის ვაგინალური კაფსულები კარგად გადაიტანება ადგილობრივად. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ვაგინალური გაღიზიანება, ქავილი,  დისპარეუნია , იშვიათად შარდვის მცირედით გახშირება და სექსუალურ პარტნიორში წვა .  წვის შეგრძნების აუტანლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება.

დოზირება და მიღების წესი
1 კაფსულა უნდა მოთავსდეს ვაგინაში 7 თანამიმდევრული ღამის მანძილზე სასურველია დაძინებამდე. 

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა
7 ვაგინალური კაფსულა ბლისტერზე.

გაცემის წესი
რეცეპტით