Nuk
ვამელანი / VAMELAN


წამლის ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულები შიგნით მისაღებად.
აღწერილობა: ოვალური, მუქი მწვანე ფერის კაფსულები, კაფსულის შემცველობა – მუქი ყავისფერი ზეთოვანი სითხე ვალერიანის დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა
ვამელანის 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი 125 მგ, პიტნის მშრალი ექსტრაქტი 25 მგ,  ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ლეციტინი, ფუტკრის ცვილი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, სოიოს ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ქლოროფილი-ნის სპილენძის კომპლექსი, ყვითელი ქვინოლინი, რკინის შავი ოქსიდი. 

პრეპარატის ათქ კოდი: N05CM

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო პრეპარატები. საძილე და სედაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვამელანი კომბინირებული ფიტოპრეპარატია, რომელსაც გააჩნია სედაციური მოქმედება. მის   შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი – სამკურნალო მცენარეების: კატაბალახას, პიტნის, ბარამბოს ექსტრაქტები. 
კატაბალახას ექსტრაქტს გააჩნია სედაციური თვისებები, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაძაბვას და ნევრასთენიას. უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება.
პიტნის ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ასევე ნაღვლმდენი და კარმინატიული მოქმედება, ეფექტურია მსუბუქი უძილობის დროს.
ეთერზეთების წყალობით, ბარამბოს ექსტრაქტს გააჩნია სპეციფიური სასიამოვნო სუნი და გემო. ბარამბოს ეთერზეთები ხსნიან ტკივილსა და კრუნჩხვებს. სწორედ ამ თვისების გამო, მელისა ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭვალის დროს. ბარამბოს ეთერზეთებს გააჩნია ასევე დამამშვიდებელი მოქმედება, ხელს უწყობს მადის მომატებას, რაც ხშირად დაქვეითებულია ნევრასთენიის მქონე პაციენტებში.

გამოყენების ჩვენებები 
როგორც დამამშვიდებელი პრეპარატი, ვამელანი ინიშნება:
_ მომატებული ნერვული აგზნებადობის დროს;
_ ნერვული გადაძაბვის დროს;
_ გაღიზიანებადობის დროს;
_ შფოთვის დროს;
_ ძილის დარღვევებისას, უძილობისას.

უკუჩვენებები
_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ 12 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოქმედება
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
ხანგრძლივი გამოყენებისას – ყაბზობა.

მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ინიშნება 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
უძილობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 1-2 კაფსულას ძილის წინ 1-2 საათით ადრე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავბრუსხვევა, სპასტიური ტკივილი მუცლის არეში, გუგების გაფართოება, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში.
მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტო-მური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 
ერთდროული გამოყენებისას ვამელანი აძლიერებს ისეთი პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც ახდენენ დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

განსაკუთრებული მითითებები 
ამ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მიღების შეწყვეტი-სას აბსტინენციის სინდრომი არ ვლინდება. 
პრეპარატი გამოიყენება ძილის დარღვევისა და ნერვული აგზნების მსუბუქი ფორმების დროს.

ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში 
პრეპარატის გამოყენება ოსრულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოშვების ფორმა 
რბილი ჟელატინის კაფსულები.
15 რბილი ჟელატინის კაფსულა მოთავსებულია ბლისტერში.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები 
შეინახეთ 15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები 
III ჯგუფი ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?