ვალოსედი / Valosedum

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნეოფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20; #40
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია: ვალოსედის მშრალი ექსტრაქტი - 0,05გ (კატაბალახას ფესურა და ფესვები - 3 წილი, შავბალახას ბალახი - 3 წილი, პიტნის ფოთლები - 2 წილი, ბარამბოს ბალახი - 2 წილი, სვიის გირჩები - 1 წილი, კუნელის ყვავილები - 1 წილი); დამხმარე სუბსტანციები: მაგნიუმის ფუძე კარბონატი, ტალკი, სახამებელი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის კარბონატი, საქაროზა, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი, ცისფერი პიგმენტი.
ვალოსედი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (ბორნეოლ იზოვა¬ლერიანატი, ბორნეო¬ლი, იზოვალე¬რი¬ანის მჟავა, მენთოლი), ვალეპოტრიატებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინკველოზიდი) ტრიტერპენულ საპო¬ნინებს, ვიტამინებს, ტანინებს, მწარე გლიკოზიდებს, ლუპულინს, ჰუმულონს, ლუპულონს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია სედაციური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სალურეზული მოქმედება, აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბ-კორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექ¬ტო¬რ¬ულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, ამცირებს სპონტანური მოქმედების აქტივობას, ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ამცირებს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლდენას, საჭმლის მომნელებელი ჯირ¬კვლების სეკრეციას, პერისტალტიკას. ხელს უწყობს ცხიმებისა და წყალ-მარილოვანი ცვლის რეგულაციას.

ჩვენებები
• სხვადასხვა ფორმის ნევროზები, მათს შორის - კლიმაქ¬ტე¬რული ნევროზი;
• აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
• შაკიკის მსგავსი თავის ტკივილები;
• ნეიროგენული არითმიები;
• ჰიპერტონული დაავადება (I, II სტადია);
• ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
• კუჭ-ნაწლავის სეკრეციული ფუნქციის დარღვევები;
• მეტეორიზმი, გულისრევა;

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად. 
მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გაზრდილი დოზებით ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს ვალოსედის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არსებობს სათანადო კვლევები ვალოსედის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. 
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: მშრალ, გრილ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.