ვალოკორი ნეო / Valocorum

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნეოფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 25მლ ფლაკონში საწვეთურით
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

კატაბალახას ნაყენი _ 7,5 მლ, სვიის ნაყენი _ 5 მლ, კუნელის ნაყენი _ 5 მლ, პიტნის ნაყენი _ 5 მლ, კალიუმის ბრომიდი _ 1გ, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
,,ვალოკორი ნეო’’ წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების ფარმაკოლოგიური მოქმედებით.
პრეპარატი აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბ-კორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექ¬ტო¬რ¬ულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, ასევე, ამცირებს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების ტონუსს, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება.
,,ვალოკორი ნეო”-ს სედატიური ეფექტი კარგად ვლინდება გულის კუნთის აგზნებისა და გადატვირთის დროს. მცირე დოზებით გამოყენებისას პრეპარატი ხასიათდება დამამშვიდებელი და რელაქსაციური ეფექტით, აქტივობის დათრგუნვის გარეშე. პრეპარატის მიღება საღამოს (25-30 წვეთი) ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას. კატაბალახას, სვიის და კუნელის ნაყენები განსაზღვრავს ,,ვალოკორი ნეო”-ს სედაციურ, კარდიოტონურ, სპაზმოლიზურ, ჰიპოტენზიურ, ტკივილგამაყუჩე¬ბელ მოქმედებას. 
P პიტნის ნაყენის შემადგენლობაში შემავალი ეთეროვანი ზეთები (50%-მდე მენთოლით) აღიზიანებს პირის ღრუს ,,სიცივის რეცეპტორებს’’ და რეფლექსურად აფართოვებს გულისა და ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს, იწვევს დამამშვიდებელ და სუსტად გამოხატულ ნაღვლმდენ მოქმედებას.
კალიუმის ბრომიდი აძლიერებს თავის ტვინის ქერქში შეკავების პროცესებს, ცნს-ის მომატებული აგზნებადობის დროს აღადგენს წონასწორობას აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის. ეფექტი დამოკიდებულია ნერვული სისტემის ტიპსა და ფუნქციონალურ მდგომარეობაზე.
,,ვალოკორი ნეო”-ს გამოყენება ხანგრძლივად, ექიმის დანიშნულების გარეშე, არ არის რეკომენდირებული.

ჩვენებები
• სხვადასხვა ფორმის ნევროზები;
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონალური დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, კარდალგია);
• კორონარული სისხლძარღვების ზომიერად გამოხატული სპაზმი;
• ძილის დარღვევა;
• აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
• ნეიროგენული არითმიები;
• ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია;
• კუჭ-ნაწლავის სეკრეციული ფუნქციის დარღვევები;

მიღების წესები და დოზები
პერორალურად, საკვების მიღების წინ. პრეპარატი ზავდება 15-20მლ წყალში. 
დოზა დგინდება ინდივიდუალურად.
მოზრდილებში მიიღება 15-20 წვეთი 3-ჯერ დღეში.
ძილის დარღვევის დროს მიიღება 25-30 წვეთი ძილის წინ. 
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ, ,,ვალოკორი ნეო” კარგად გადაიტანება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები: ძილიანობა, თავბრუსხვევა. 
პრეპარტის ხანგრძლივი დროით და დიდი დოზებით გამოყენებისას ვითარდება ,,ბრომიზმი” _ რინიტი, ხველა, კონიუნქტივიტი, მოდუნება, ქავილი, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, გასტრალგია, დიარეა, ალერგიული რეაქციები.
ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენებისას არსებობს პრეპარატზე დამოკიდებულების განვითარების საფრთხე. 
ისეთი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• დეპრესია;
• თირკმელის და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე;

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული მითითება: 
პრეპარატი შეიცავს 70%-მდე ეთანოლს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კოორდინაციის და ფსიქომოტორული რეაქციის სიჩქარის დარღვევა.
,,ვალოკორი ნეო”-ს გამოყენების შემთხვევაში ასევე საჭიროა ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისგან თავის შეკავება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
თუ ,,ვალოკორი ნეო”-ს მიღების შემდეგ ვითარდება ძილიანობა, თავბრუსხვევა, დაუშვებელია ავტოტრანსპორტისა და ისეთი მექანიზმების მართვა, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული დარღვევები.
მძიმე შემთხვევაში - კომა, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ტაქიკარდია, პერიფერიული რეფლექსების დაქვეითება.
მკურნალობა სიმპტომურია, ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა, დიდი რაოდენობით სითხის (3-5ლ), NaCl –ის (10-20 გ დღე-ღამეში) და გააქტივებული ნახშირის მიღებ a.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნეიროლეფსიური, ფსიქოტროპული და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას. ცნს-ის მასტიმულირებელ საშუალებებთან ერთად მიღება ამცირებს პრეპარატის ფარმაკოლოგიურ აქტივობას. სუფრის მარილი აძლიერებს ბრომის გამოყოფას თირკმელებით. ალკოჰოლი აძლიერებს ,,ვალოკორი ნეო”-ს ეფექტს და შესაძლოა გამოიწვიოს ინტოქსიკაცია.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-25oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.