Nuk
ვაგიმინი / VAGYMIN


შემადგენლობა:
ყოველი სუპოზიტორია შეიცავს:
მეტრონიდაზოლი 500 მგ.
მიკონაზოლის ნიტრატი 100 მგ.
Lactobacillus acidophilus  50 მგ.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ფიზიოლოგიური მიკროფლორის აღმდგენი საშუალება.

 

უპირატესობები:

მოქმედებს როგორც სოკოვან ასევე ბაქტერიულ ინფექციაზე;

აღადგენს ნორმალურ მიკროფლორას;

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეტრონიდაზოლის შემადგენლობაში არსებული აზოტოვანი ჯგუფი წარმოადგენს აქცეპტორს ელექტრონებისთვის. ის ერთვება ანაერობებისა და უმარტივესების სუნთქვით ჯაჭვში, კონკურენციას უწევს ელექტრონების ტრანსპორტში მონაწილე ცილებს (მაგ: ფლავოპროტეინი) და არღვევს მათ ენერგეტიკულ პროცესებს, რაც უჯრედის სიკვდილს იწვევს. გარდა აღნიშნული მექანიზმისა ანაერობებში მეტრონიდაზოლს სხვა მოქმედების მექანიზმიც გააჩნია, ხელს უშლის ნუკლეინის მჟავების სინთეზს და იწვევს მათ დეგრადაციას.

მიეკუთვნება აზოლების ჯგუფს, იმიდაზოლის წარმოებულებს, წარმოადგენს მედიკამენტს ადგილობრივი გამოყენებისთვის. მიკონაზოლის ნიტრატი ხასიათდება სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტრიული მოქმედებით გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ. მიკონაზოლის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია სოკოს (ბაქტერიის) პლაზმური მემბრანის მთლიანობის დარღვევასთან, კერძოდ მისი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის ერგოსტეროლის სინთეზის დათრგუნვასთან, რომლის დეფიციტიც მემბრანის ფუნქციის შეჩერებას და უჯრედის სიკვდილს იწვევს. მიკონაზოლი ახდენს ციტოქრომ P-450 სისტემაზე დამოკიდებული ფერმენტის, 14-ალფა-დემეთილაზას ინჰიბირებას, რომელიც აკატალიზებს ლანოსტეროლისგან ერგოსტეროლის მიღებას.

პრეპარატში შემავალი ცოცხალი ლაქტობაქტერიები (50 მგ) ანტაგონისტურად მოქმედებენ პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ (პროტეუსი, სტაფილოლოკები, პათოლოგიური ნაწლავის ჩხირი).

ლაქტობაქტერია აციდოფილუსს გააჩნია უნარი აღადგინოს და გააძლიეროს ადგილობრივი იმუნიტეტი. ახდენს რძემჟავის სინთეზს ვაგინალური გლიკოგენის მეტაბოლიზმის გზით (გლიკოგენი ქმნის ხელსაყრელ გარემოს პათოგენური ფლორის გამრავლებისთვის). რძემჟავა ხელს უწყობს მუდმივი მჟავა pH-ის შენარჩუნებას ვაგინალურ სეკრეტში (3.8 - 4.2). დაბალი pH და რძემჟავა ქმნიან არახელსაყრელ გარემოს პათოგენური და პირობითპათოგენური ბაქტერიების გამრავლებისთვის.

ლაქტობაქტერია აციდოფილუსი ახდენს თავისუფალი წყალბადის პეროქსიდის სინთეზს, რომელიც დამღუპველად მოქმედებს პათოგენური ბაქტერიებისა და სოკოების მიმართ, ასევე ახდენს ლიზოციმისა და ლაქტაციმის წარმოქმნას. ლიზოციმი და ლაქტაციმი წარმოადგენენ ბაქტერიოციდული მოქმედების ნივთიერებებს, რომლებიც შერჩევითად მოქმედებენ პათოგენური მიკროფლორის მიმართ. ლიზოციმი და ლაქტაციმი წარმოადგენენ ფერმენტებს, რომლებიც შლიან ბაქტერიის უჯრედის კედელში არსებულ პოლისაქარიდებს, იწვევენ რა მათი სტრუქტურის რღვევას და ბაქტერიის დაღუპვას.

 

ვაგიმინს ჩვენებები და დოზირება:

კანდიდოზური ვაგინიტი, ვაგინალური ტრიქომონიაზი, შერეული ვაგინალური ინფექციები, გამოწვეული გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებით. საშოს ფიზიოლოგიური მიკროფლორის დარღვევა. ერთი ვაგინალური სუპოზიტორია დღეში, სასურველია ღამით, ორი კვირის განმავლობაში.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულ ქალებში გამოყენების საკითხი საჭიროებს გულდასმით განხილვას. ვაგიმინი მიიღება მხოლოდ აშკარა აუცილებლობისას. ამიტომ, მეტრონიდაზოლით მკურნალობისას პაციენტები უნდა მოერიდონ ალოჰოლის მიღებას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის პერიოდშიც კი.

 

გვერდითი ეფექტები:

იშვიათად პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ზომიერი ადგილობრივი წვა ან გაღიზიანება ვაგინალური სუპოზიტორიის შეყვანისთანავე. იშვიათად აღინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

 

უკუჩვენებები:

ალერგიული რეაქცია პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

გამოშვების ფორმა:
ვაგიმინი №10 სუპოზიტორია. 5 სუპოზიტორია ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.

 

აფთიაქიდან გაცემის ფორმა:
პრეპარატი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

სად შევიძინოთ?