Nuk
ვაგიმილტი / VAGIMILT


შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებები: 1 რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა შეიცავს: კლინდამიცინის ფოსფატი ბფ, რომელიც შეესაბამება 100.00 მგ კლინდამიცინს, 100.00 მგ კლოტრიმაზოლი ბფ.

დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 4000, პროპილენგლიკოლი, ჟელატინი, გლიცერინი, პონსო 4R (E124), ტიტანის დიოქსიდი..

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოდინამიკა: გამოავლენს თვისებებს, რომლებიც ახასიათებს პრეპარატის სხვადასხვა კომპონენტებს. კლინდამიცინი მიეკუთვნება ლინკოსამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. იგი აქტიურია ბაქტერიული ვაგინოზების ძირითადი გამომწვევების მიმართ: Gardnerella vaginalis, Mobiluncus mulieris, Mobiluncus curtisii, Bacteroides spp., Mucoplasma hominis, Peptostreptococcus spp.. ბაქტერიის უჯრედში კლინდამიცინი უკავშირდება რიბოსომების 50 - სუბერთეულს და ინჰიბირებას უწევს ცილის სინთეზს

კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიმიკოზურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად, გამორიცხავს საფუარა სოკოს ზრდის შესაძლებლობას. კლოტრიმაზოლის მოქმედების სპექტრი მოიცავს დერმატოფიტებს, საფუარა სოკოებს, გრამდადებით (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი) და გრამუარყოფით ბაქტერიებს (Bacteroides spp., Gardnerella vaginalis), აგრეთვე Trichomonas vaginalis, Malassezia furfur, Corynebacterium minutissium. 

სოკოსსაწინაღმდეგო ეფექტი განპირობებულია ერგოსტერინის სინთეზის და სოკოს უჯრედების მემბრანის დარღვევით. ფუნგისტატიური და ფუნგიციდური აქტივობა დამოკიდებულია მიკროორგანიზმების შტამების სახეობებზე.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის ვაგინალური გამოყენებისას დოზით დღეში ერთი ვაგინალური კაფსულა, რომელიც შეიცავს 100 მგ კლინდამიცინს, სისტემურად შეიწოვება შეყვანილი დოზის მხოლოდ 3-30%. პრეპარატის ვაგინალური გამოყენებისას ხდება 5-10% კლოტრიმაზოლის აბსორბირება. აბსორბირებული ნივთიერებების მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველით.

ფარმაცევტული მახასიათათებლები: ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: რბილი გაუმჭირვალე ჟელატინის კაფსულა, ვარდისფერი ფერის, ოვალური ფორმის, თეთრი ზეთისებრი შიგთავსით.

შეუთავსებლობა: კლინდამიცინის და ერიტრომიცინის ანტაგონისტური ურთიერთქმედება. კლოტრიმაზოლის ინტრავაგინალური გამოყენება აქვეითებს ამფოტერიცინ B- და სხვა პოლიენური ანტიბიოტიკების აქტივობას.

ნისტატინის და კლოტრიმაზოლის ერთდროული გამოყენება აქვეითებს კლოტრიმაზოლის აქტივობას. პრეპარატში შემავალი კომპონენტები აქვეითებენ ლატექსისაგან და რეზინისაგან დამზადებული პრეზერვატივების და ჩასახვისსაწინააღმდეგო ვაგინალური დიაფრაგმების გამძლეობას. მკურნალობის დროს მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ჩვენება: ბაქტერიული ვაგინოზი და სხვა გინეკოლოგიური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით და სოკოებით. სასქესო გზების სანაცია გინეკოლოგიური პროცედურების წინ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. სპერმიციდების, დიაფრაგმებისა და ლატექსის პრეზერვატივების გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის I ტრიმესტრში. კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევების დროს არ დადგინდა, რომ კლინდამიცინის და კლოტრიმაზოლის ვაგინალური გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრში უარყოფითად აისახება ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის შეღწევის შესახებ დედის რძეში. ამიტომ პრეპარატი მიიღება მას შემდეგ, რაც მკურნალი ექიმი ზუსტად განსაზღვრავს თანაფარდობას სარგებელსა (ქალისათვის) და რისკს (ნაყოფისათვის და ბავშვისათვის) შორის რეკომენდებული დოზის გამოყენებისას.

მხოლოდ მოზრდილთათვის.

ავტომობილისა და მანქნა-დანადგარების მართვაზე ზემოქმედაბა: არ იწვევს

დოზირება და გამოყენების წესი: ინიშნება ინტრავაგინალურად. ბაქტერიული ვაგინოზი და სხვა გინეკოლოგიური ინფექციების მკურნალობა: ერთი ვაგინალური კაფსულა ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლიობა 7 დღე. პრერატი არ გამოიყენება მენსტრუაციის დროს. პროფილაქტიკური გამოყენება გინეკოლოგიური პროცედურების წინ: თითო ვაგინალური კაფსულა დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში პროცედურის წინ და 4 დღის განმავლობაში პროცედურის შემდეგ

გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია: შარდსასქესო სისტემის მხრივ: ცერვიციტი, ვაგინიტი, ვულვის გაღიზიანება, ლოკალური შეშუპება, ტკივილი საშოში, გამონადენი საშოდან, ვაგინალური ინფექციები, დიზურია, პიელონეფრიტი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, ღებინება, პსევდომემბრანოზული კოლიტი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. ალერგიული რეაქციაგამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, წვა (მათ შორის შეყვანის ადგილზე).

ჭარბი დოზირება: დაბალი აბსორბციის გამო ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის შინაგანად მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ანორექსია, ღებინების შეგრძნება, ღებინება, გასტრალგია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა; იშვიათადძილიანობა, ჰალუცინაციები, პოლაკიურია, კანის ალერგიული რეაქციები. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია ნახშირის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები: კლინდამიცინის და ერიტრომიცინის ანტაგონისტური ურთიერთქმედება. კლოტრიმაზოლის ინტრავაგინალური გამოყენება აქვეითებს ამფოტერიცინ B- და სხვა პოლიენური ანტიბიოტიკების აქტივობას. ნისტატინის და კლოტრიმაზოლის ერთდროული გამოყენება აქვეითებს კლოტრიმაზოლის აქტივობას. პრეპარატში შემავალი კომპონენტები აქვეითებენ ლატექსისაგან და რეზინისაგან დამზადებული პრეზერვატივების, ჩასახვისსაწინააღმდეგო ვაგინალური დიაფრაგმების გამძლეობას. მკურნალობის დროს მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

საყურადღებო მითითება: პრერატი არ გამოიყენება მენსტრუალური ციკლის დროს. თუ პრეპარატის გამოყენებისას განვითარდა გამოხატული და ხანგრძლივი დიარეა პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა. ვაგიმილტით მკურნალობის დროს თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან, არ გამოიყენოთ სამკურნალოდ სხვა ვაგინალური პრეპარატები. ხელახალი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ორივე პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.  

გამოყენების ვადა: 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 25oC. მოარიდეთ ბავშვებს.

გაცემის წესი: რეცეპტით.

ვებ-გვერდიhttp://vagimilt.com

სად შევიძინოთ?