Nuk
ურო-ვაქსუმ / Uro-Vaxum


შემადგენლობა 

1 კაფსულის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ბაქტერია Escherichia coli-ს ლიოფილიზირებული ლიზატი - 6 მგ. 
დამხმარე ნივთიერება: პროპილგალატი (უწყლო) - 0,084 მგ; ნატრიუმის გლუტამატი (უწყლო) - 3,03 მგ; მანიტოლი 60,00მგ-მდე; პრეჟელატინიზირებული სახამებელი - 77,00მგ; ნატრიუმის სტეარატი - 3,00 მგ; მანიტოლი - აუცილებელი რაოდენობა 200,00 მგ-მდე; კაფსულის გარსის დამხმარე ნივთიერებები: რკინის ოქსიდი წითელი (E172) - 0,01 მგ; რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)- 0,21მგ; ტიტანის დიოქსიდი (E171)-0,87მგ (საღებავი); ჟელატინი 50,00მგ-მდე. 

აღწერა
მკვრივი ჟელატინის კაფსულები ზომით #3, არაგამჭვირვალე ნარინჯისფერი სახურავი, ყვითელი ფერის კორპუსი არაგამჭვირვალე. კაფსულის შემადგენლობა - ღია მოყვითალოდან ღია ყავისფერამდე ფერის ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნობიოლოგიური მოქმედება
ურო-ვაქსომს გააჩნია შემდეგი მოქმედებები:
- ახდენს T- ლიმფოციტების სტიმულირებას.
- ახდენს ენდოგენური ინტერფერონის წარმოქმენის ინდუცირებას.
- ზრდის A იმუნოგლუბინის (lgA) Semadgenlobas, მათ შორის შარდში.
ურო-ვაქსომი ამცირებს საშარდე ტრაქტის ინფექციების რეციდივების სიხშირეს, განსაკუთრების ცისტიტების.

ჩვენებები
კომბინირებული მკურნალობა და პროფილაქტიკა საშარდე გზების ქრონიკული ინფექციებისას, განსაკუთრებით ცისტიტის, მიკროორგანიზმის წარმოშობის მიუხედავად, ანტიბიოტიკებთან ან ანტისეპტიურებთან კომბინაციაში უფროსებში და 4 წლის ასაკიდან ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
მკურნალობა: 1 კაფსულა ყოველდღე, დილით უზმოზე, დამატებითი სამკურნალო საშუალების სახით ჩვეულებრივი ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარებისას სიმპტომების გაქრობამდე, მაგრამ არანაკლებ 10 დღისა. მკურნალობის მაქსიმალური ვადა - 3 თვე. საშარდე ტრაქტის ქრონიკული ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკა: 1 კაფსულა ყოველდღე, დილით უზმოზე, 3 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს უძნელდება კაფსულის გადაყლაპვა, ის უნდა გაიხსნას და კაფსულის შემადგენლობა უნდა შეერიოს სასმელს (ხილის წვენს, რძეს და სხვ.). 
ხანგრძლივი მკურნალობა ან განმეორებითი კურსის დანიშვნა უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე შეადგენდა დაახლოებით 4%-ს. 
ქვემოთ ცხრილში მოცემულია დარეგისტრირებული გვერდითი ეფექტები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

 ხშირი (1 დან 10%-მდე)არახშირი (0,1-დან 1%-მდე)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივდიარეა, ღებინება, დისპეფსია, მათ შორის დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეშიმუცლის ტკივილი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივთავის ტკივილი 
საერთო ხასიათის დარღვევები ცხელება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, გამოხატული ეგზანთემა


რეგისტრირებულია სერიოზული ნეგატიური მოვლენების ერთეული შემთხვევები, როგორიცაა პირის ღრუს შეშუპება და პერიფერიული შეშუპებები, ასევე ალოპეციის განვითარება. კანის რეაქციების, ცხელების (იზოლირებული ან აუხსნელი ცხელება (38 oC მაღლა), რომელიც ვლინდება მკრუნალობის დასაწყისში) ან შეშუპების გამოვლენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს, რადგან აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
კლინიკური კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინეს უარყოფითი მოქმედება ორსულობის განვითარებაზე, ემბრიონის, ნაყოფის და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ლაქტაციასთან დაკავშირებით სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა და მონაცემები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას
პრეპარატის გამოყენება არ საჭიროებს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვას.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
ურო-ვაქსომი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება. პრეპარატი ურო-ვაქსომის ბუნება და მისი ტოქსიურობის შესწავლის შედეგები მიუთითებენ იმაზე, რომ დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ამ დრომდე არ დადგენილა. უსაფრთხოების მიზნით არ უნდა მიიღოთ პრეპარატი ცოცხალი ვაქცინების შიგნით მიღებამდე 2 კვირით ადრე და მათი მიღებიდან ორი კვირის შემდეგ. იმუნოდეპრესიულმა პრეპარატებმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინონ პრეპარატის მოქმედებაზე.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 
ინახება 15-დან 25oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სად შევიძინოთ?