დინდგელის მალამო / Unguentum Propolisi


შემადგენლობა

 (გ/30გ)
დინდგელი _ 4,95 გ; თაფლის სანთელი – 1,35გ; ვაზელინი - 6,75გ; მზესუმზირას ზეთი - 22,2 მლ;

ჩვენებები
ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტისა და საშვილოსნოს ეროზიების სამკურნალო საშუალება.

მიღების წესები და დოზები
კანის დაზიანებულ ნაწილზე დანეკროზებული ქსოვილის მოცილების შემდეგ ადებენ დინდგელის მალამოს დოლბანდით ან მის გარეშე, დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.

გვერდითი მოვლენები
დინდგელის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენება
ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ; მწვავე ეგზემა.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა:2 წელი
შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.