Nuk
ულგანოლი / Ulganol


შემადგენლობა 

100 გ
მენთოლი . . . . . . . . . . . . . . . 2 გ
მიხაკის ზეთი . . . . . . . . . . . . . 0.5 გ
არნიკა მონტანას ექსტრაქტი . . . . 5 გ 
დამხმარე ნივთიერებები:
ალკოჰოლი, პოლისორბიდი 80, გლიცერინი 95,5%, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, Fragrance, CL 42090, წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მწერების ნაკბენით გამოწვეულ ანთებით პროცესს მომენტალურად ხსნის. იგი ამშვიდებს და აგრილებს კანს, ხსნის კანზე არასასიამოვნო შეგრძნებას და სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპებას. პრეპარატს გააჩნია შემახორცებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
პრეპარატის გამოყენება არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა სახის კანზე.

ჩვენებები
მწერების ნაკბენით გამოწვეული ანთებითი პროცესების მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი დაიტანება მწერის ნაკბენის ადგილას ყოველ საათში ერთხელ, სანამ სრულად არ გაქრება კანის ქავილი და წვის შეგრძნება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სად შევიძინოთ?