Nuk
ტროქსერუტინი სოფარმა / TROXERUTIN SOPHARMA


რა არის ტროქსერუტინ სოფარმა 2% გელი და რისთვის გამოიყენება

ტროქსერუტინ სოფარმას 2% გელი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ტროქსერუტინს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ანგიოპროტექტორების ჯგუფს. ეს მედიკამენტები ამცირებენ კაპილარების განვლადობას და სიმყიფეს, ახდენენ ანტიოქსიდატურ მოქმედებას. ტროქსერუტინს აქვს ვენომატონიზირებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. ტროქსერუტინით მკურნალობის შედეგად, მცირდება ფეხების შეშუპება და მასთან დაკავშირებული სიმპტომები. ტროქსერუტინ სოფარმა 2% გელი განკუთვნილია ქრონიკული ვენური უკმარისობის ადგილობრივი სიმპტომატური მკურნალობისთვის; ვენების ვარიკოზული გაგანიერების; ზედაპირული თრომბოფლებიტის, პერიფლებიტის და ფლებოთრომბოზის, პოსტთრომბოზული სინდრომის, ტრავმების შემდგომი შეშუპების და ჰემატომების სამკურნალოდ.
 
ტროქსერუტინ სოფარმას 2% გელის გამოყენების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ ტროქსერუტინ სოფარმას 2% გელი
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ტროქსერუტინის მიმართ ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ტროქსერუტინ სოფარმას 2% გელით მკურნალობისას შემდეგ შემთხვევებში:
სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოყენების ადგილზე მომატებული მგრძნობელობის გამოვლენა.
 
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც იღებთ, ან იღებდით ახლახან, მათ შორის ექიმის დანიშნულების გარეშე. 
ტროქსერუტინ სოფარმას 2% გელის გამოყენებისას, არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვნი მედიკამენტური ან სხვა სახის ურთიერთქმედება.
 
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპრატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტროქსერუტინ სოფარმა გელის სახით შეიძლება გამოიყენოთ ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში.
 
სატრასპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
ტროქსერუტინ სოფარმა 2% გელი - სამკურნალო ფორმა გარეგანი გამოყენებისათვის, არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მანქანებთან მუშაობაზე. 
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბენზალკონიუმ ქლორიდს შეუძლია კანის რეაქციების გამოწვევა.
 
როგორ გამოიყენოთ ტროქსერუტინ სოფარმას 2% გელი
ეცადეთ გამოიყენოთ ტროქსერუტინ სოფარმას გელი ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. გელი უნდა წაისვათ ორჯერ დღეღამეში (დილით და საღამოს), კანის დაზიანებულ უნბებში შეიზილეთ ფრთხილად მსუბუქი მოძრაობებით. აუცილებლობისას, შეიძლება ნახვევის შიგნით და ელასტიური ბინტის შიგნითაც გამოყენება.
 
თუ მიიღეთ წამლის რეკომენდირებულზე მეტი დოზა
პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას ნაკლებ სავარაუდოა დოზის გადაჭარბება. შემთხვევით შიგნით დიდი რაოდენობით მიღებისას, აუცილებელია ზოგადი ზომების მიღება ორგანიზმიდან მის გამოსაყვანად და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.
 
თუ გამოტოვეთ პრეპარატის მიღება
არ გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი რაოდენობა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ გამოყენება ინსტრუქციის შესაბამისად, ან ექიმის დანიშნულებით.
 
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებამ, ტროქსერუტინ სოფარმა 2% გელსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
შემთხვევათა უმრავლესობაში სამკურნალო პრეპარატი კარგად გადაიტანება. 
იშვიათ შემთხვევებში და ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლოა კანის გაწითლება და ქავილი. თუ ჩივილები რჩება, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ ექიმს!
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვრდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ დანართ ფურცელში, გთხოვთ, აცნობით თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
 
როგორ შეუნახოთ ტროქსერუტინ სოფარმა 2% გელი
შეინახეთ სინათლისგნ დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურისა. 
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა ტუბის გახსნის შემდეგ: 1 (ერთ) თვემდე. 
არ გამოიყენოთ ტროქსერუტინ სოფარმას 2% გელი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ!
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო წამლები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 
 
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტროქსერუტინ სოფარმა 2% გელი
-  მოქმედი ნივთიერება: 20მგ ტროქსერუტინი 1 გრ გელში.
-  დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი 940, დინატრიუმ ედეტატი, ბენზალკონიუმ ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
 
ტროქსერუტინ სოფარმას 2% გელის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
მოყვითალო - მომწვანო ფერის უსუნო გელი. 
პირველადი შეფუთვა
პრეპარატის 40 გრ ათავსებენ ალუმინის ტუბში მემბრანით, რომელიც ლაქირებულია შიგნითა მხრიდან უვნებელი ლაქით და დახუფულია პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის პლასმასის ხუფით.
მეორადი შეფუთვა 
ყოველ ტუბს ათავსებენ მუყაოს ერთ ყუთში. ყოველ ყუთში ათავსებენ დანართ ფურცელს დამზადებულს ოფსეტური ქაღალდისაგან.
 
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)
სად შევიძინოთ?