Nuk
ტემპალგინი / TEMPАLGIN


რას წაარმოადგენს ტემპალგინი და რისთვის გამოიყენება
ტემპალგინი - კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ნატრიუმის მეტამიზოლს და ტრიაცეტონამილ-4-ტოლუენსულფონატს. ახასითებს გამოხატული და გახანგრძლივებული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და შედარებით სუსტი სიცხისდამწევი თვისებები. ეს ეფექტები განპირობებულია არანარკოტიული ანალგეტიკით ნატრიუმის მეტამიზოლით და მისი თვისებით დათრგუნოს პროსტაგლანდინების სინთეზი. ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატი წარმოადგენს საშუალებას, რომელიც ამცირებს მოტორულ აგზნებადობას და აქვს ცენტრალური დამამშვიდებელი მოქმედება. 

ტემპალგინი გამოიყენება არახანგრძლივი სიმპტომატური მკურნალობისათვის სუსტად და საშუალოდ გამოხატული ტკივილისას შემდეგი მდგომარეობის დროს: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი და სტომატოლოგიური მანიპულაციები, მიალგიები (ტკივილი კუნთებში), ნევრალგიები, ართრალგიები (სახსრების ტკივილი). 

ტემპალგინის მიღებამდე
არ მიიღოთ ტემპალგინი
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებისადმი; 
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პირაზოლონის სხვა პრეპარატებისადმი;
- ღვიძლის მწვავე პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება ერითროციტების წარმოქმნის დარღვევით); 
- თანდაყოლილი გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა (მემკვიდრეობითი დაავადება ერითროციტების წარმოქმნის დარღვევით)
- ღვიძლის, ან თირკმლის მძიმე დაავადებები;
- აპლასტიური ანემია, ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი (სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება); 
- სისხლის დაქვეითებული წნევა ნაკლები 100 მმ.ვწყ.სვ-ზე;
- თუ ხართ ორსულად (პირველი და ბოლო ტრიმესტრი), ან ხართ მეძუძური დედა
- ტემპალგინი არ ინიშნება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ტემალგინის მიღებისას 
- ტემპალგინით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს:
- თუ გაქვთ სისხლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ლეიკოციტების რიცხვის შემცირებასთან;
- თუ გაქვთ ალერგიული დაავადებები, მომატებული მგრძნობელობა ანალგეზიური და ანტირევმატიული საშუალებებისადმი (ანალგეტიკების აუტანლობა), ასევე სხვა პრეპარატების და საკვები პროდუქტების მიმართ;
- თუ გაქვთ სისხლის დაქვეითებული წნევა;
- თუ გაქვთ თირკმლის, ან ღვიძლის ფუნქციის დადგენილი დარღვევები.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლახანს იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს მათ შორის ურეცეტოდ გასაცემ პრეპარატებს. 
მკურნალობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს შემდეგი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ: ცნს დამრთგუნველი საშუალებები, ტკივილდამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო კონტრაცეპტიული საშუალებები, კუმარინული ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას), ქლორპრომაზინი (ფსიქიური დაავადებების სამკურნალო საშუალება), ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი), ცილოსპორინი (სიმსივნური დაავადებების სამკურნლო პრეპარატი), საძილე საშუალება. 

ტემპალგინის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან
ტემპალგინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება პრეპარატის გვერდითი მოვლენების გაძლიერების შესაძლებლობის გამო. 

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს. 
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მანქანებთან 
ტემპალგინი ამცირებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს და ანელებს პირობით რეფლექსებს, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების  მძღოლებისათვის და მანქანებთან მუშაობისას. 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტემპალგინის ზოგიერთ შემადგენელ კომპონენტზე
- ხორბლის სახამებელი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შესაფერისია ცელიაკიის მქონე პირებისათვის. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ალერგია ხორბალზე (განსხვავებით ცელიაკიისაგან) არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი. 
- პრეპარატის შემადგენლობაში შედის ტარტრაზინ Е 102, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. 
როგორ მივიღოთ ტემპალგინი
ყოველთვის მიიღეთ ტემპალგინი ამ დანართში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 
ტაბლეტებს აყოლებენ წყალს, უმჯობესია საკვების შემდეგ მიღება. 
მოქმედებიდან გამომდინარე, მკურნალობა გრძელდება 3-5 დღე. 
მოზრდილები - გარსით დაფარული 1 ტაბლეტი 3-4ჯერ დღეში.
სტომატოლოგიური მანიპულაციებისას 1 ტაბლეტი 30 წთ ადრე სტომატოლოგიურ ჩარევამდე. 
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 6 ტაბლეტი.
15 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები - გარსით დაფარული 1 ტაბლეტი 2ჯერ დღეში.
თუ მიიღეთ ტემალგინის საჭიროზე მეტი დოზა
პრეპარატის გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს: გულისრევა, თავბრუსხვევა, ტკივილი მუცლის არეში, ცნს მხრივ დარღვევები, როგორიცაა სისუსტე გონების დაკარვამდე, სისხლის წნევის შემცირება შოკამდე (გონების დაკარგვა სისხლის წნევის დაქვეითებით) და გულის რითმის დარღვევა.
ამ სიმპტომებიდან ზოგიერთის გამოვლენისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
თუ თქვენ გამოტოვეთ ტემპალგინის დოზა
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ რაც შეიძლება სწრაფად. თუ უკვე თითქმის მოახლოვდა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. 
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ტემპალგინმა, როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. 
თუმცა ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში, ამიტომ შეიძლება თქვენ არ გამოგივლინდეთ რაიმე რეაქცია. ტემპალგინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. შესაძლოა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები - კანის გამონაყარი, ქავილი. იშვიათად აღინიშნება ხორხის შეშუპება, ასთმური შეტევა, ან ანაფილაქსიური რეაქცია (სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ალერგიული მდგომარეობა). იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისხლის წნევის დაქვეითება, გლისცემის აჩქარება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, სისხლდენა, სიყვითლე, სისხლის სურათის ცვლილები, ღვიძლის ფუნქციების ცვლილება. მაღალი დოზებისას შესაძლოა თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შეინიშნება სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 
ტემპალგინის შენახვა
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგანა დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25˚С პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგლას.
4 წელი. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 
პრეპარატი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საოჯახო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო წამალი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტემპალგინი
გარსით დაფარული ტემპალგინის თითოეული ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას- ნატრიუმის მეტამოზოლს 500მგ, ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატს 20მგ. 
სხვა შემადგენელი კომპონეტები: ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი К 25. 
გარსი: მეტაკრილის მჟავა და მეთილმეტაკრილატის სოპოლიმერი (1:1) (ეუდრაჟიტ L12,5, მშრალი სახით), დიბუთილფტალატი, მაკროგოლი 400, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი Е171, გლიცეროლი, აბუსალათინის ზეთი, საღებავი ეურობლენდ მწვანე (E102, E133). 

ტემპალგინის ფორმა და შეფუთვა
გარსით დაფარული მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი მწვანე ფერის ტაბლეტები, დიამეტრით 13 მმ, უსუნო.
გარსით დაფარული 10 ტაბლეტი მოთავსებულია პოლივინილქრორიდის /ალუმინის ფოლგიან ბლისტერში; 2 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში. 

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ)
სად შევიძინოთ?