Nuk
ტექნოფერი / TecnoFER


(რკინის ბისგლიცინატ-ხელატი)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
 წვეთები პერორალური მიღებისათვის : ფლაკონი 30 მლ,პიპეტი-დოზატორი           

1 წვ – 0,25 მგ რკინის ბისგლიცინატ ხელატი (Fე++)
ტაბლეტები:  შეფუთვაში  #30  შუშხუნა ტაბლეტი
თითო ტაბლეტი - 14 მგ რკინის ბისგლიცინატ ხელატი (Fე++)

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
ანტიანემიური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტექნოფერი წარმოადგენს ანტიანემიურ საშუალებას. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი რკინის ბისგლიცინატ ხელატის მოქმედებით. რკინის ბისგლიცინატ ხელატი კუჭში მოხვედრისას არ მონაწილეობს ჰიდროლიზში და რკინის იონები ხვდებიან პირადაპირ ციტოპლაზმაში. ამის შედეგად, არ რჩება თავისუფალი Fე++  იონების სახით, რაც გამორიცხავს არასასურველ გვერდით მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ  და არ ქმნის საფრთხეს დოზის გადაჭარბებით მიღებისას. ამიტომ, რკინის ხელატის სახით შეწოვა 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა შემადგენელი კომპონენტით. 

ჩვენებები: 
• სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია
• რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ბავშვებში, მოზრდილებში, ორსულობამდე, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში, ვეგეტარიანელები, დიეტაზე მყოფი ავადმყოფები.

დოზირება  და მიღების წესი:
ბავშვებში დაბადებიდან :
წვეთები, რომლებიც ავსებენ რკინის რაოდენობას ბავშვის ზრდის და განვითარების გათვალისწინებით.  1წვ - 0,25მგ რკინის ბისგლიცინატ ხელატი.
საკვების მიღება არ მოქმედებს შეწოვაზე, რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ პრეპარატი კვებისგან დამოუკიდებლად

აკი

გამოყენება

მაქს.სადგეგამისო დოზა

პროდუქტში რკინის შემადგენლობა

ბავშვები  <1წელი

3წვ/კგ დღეში

30 წვ

7,5მგ

ბავშვები  1-3

2წვ/კგ დღში

30 წვ

7,5მგ

ბავშვები  4-10

2მლ(40წვ)დღეში

40 წვ

10მგ


1მლ =20წვეთი
10 წლიდან ზევით და მორდილებში: 
1 ტაბლეტი (14 მგ ბისგლიცინატ ხელატი) დღეში ერთხელ გახსნილი 100-150 მლ წყალში. 

გვერდითი მოვლენები:
არ იწვევს გვერდით მოვლენებს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ტექნოფერის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ , ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.


სად შევიძინოთ?