Nuk
ტანელები / Taneleb


 რას წარმოადგენს ტანელები და რისთვის გამოიყენება იგი

ტანელები შეიცავს ნებივოლოლს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება სელექციური ბეტა-ბლოკერების ჯგუფს (ე.ი. საშუალებებს, რომლებიც არჩევითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე). ახდენს ჰიპოტენზიურ, ანტიანგინალურ და  ანტიარითმულ მოქმედებას. Nნებივოლოლი წარმოადგენს ნებივოლოლის D  და L მბრუნავი ენანთიომერების რაცემატს. D ნებივოლოლის ხარჯზე პრეპარატი ავლენს β1  ადრენორეცეპტორების სელექციური კონკურენტული ბლოკატორის თვისებებს. L ნებივოლოლის ხარჯზე ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას აზოტის ოქსიდთან/ L არგინინთან მეტაბოლური ურთიერთქმედების შედეგად. Nნებივოლოლის ერთჯერადი და განმეორებითი გამოყენებისას ქვეითდება გულის შეკუმშვათა სიხშირე(გსშ), მცირდება არტერიული წნევის მაჩვენებლები(აწ) მოსვენებულ მდგომარეობაში და დატვირთვისას, როგორც ნორმალური არტერიული წნევის მქონე პირებში, ასევე არტერიული ჰიპერტენზიისას(აჰ). ჰიპოტენზიური ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობისას.

პაციენტებში გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობით ნებივოლოლის მიღებისას აღინიშნება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითება. გსშ-ის დაქვეითების მიუხედავად, გულის განდევნა მოსვენებულ მდგომარეობაში და დატვირთვისას მნიშვნელოვნად არ იცვლება სისხლის დარტყმითი მოცულობის გაზრდის მიზნით.

ჰიპოტენზიული მოქმედება განპირობებულია ასევე რენინ-ანგიოტენზინის სისტემის აქტივობის შემცირებით(პირდაპირ არ კორელირებს სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობის ცვლილებასთან).

ამცირებს რა მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე(გსშ-ის გაიშვიათება, პრედატვირთვის და პოსტდათვირთვის შემცირება), ნებივოლოლი აქვეითებს სტენოკარდიის შეტევების რაოდენობას და სიმძიმეს, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობას. Aანტიარითმული მოქმედება განპირობებულია გულის პატოლოგიური ავტომატიზმის დათრგუნვით და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შენელებით.

 

რა უნდა იცოდეთ ტანელების მიღებამდე

არ მიიღოთ ტანელები

  • თუ ხართ ალერგიული ნებივოლოლის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
  • თუ გაქვთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე
  • დაბალი არტერიული წნევა 
  • კიდურებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები
  • ძალიან ნელი პულსი (წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები);
  • გულის რიტმის გარკვეული სხვა მძიმე დარღვევები (მაგალითად, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამტარობის დარღვევები).
  • გულის უკმარისობა, რომელიც ახლახანს გამოვლინდა ან დამძიმდა ბოლო დროს, ან გულის მწვავე უკმარისობის შედეგად განვითარებული კარდიოგენული შოკის მკურნალობა გულის მუშაობის გამაუმჯობესებელი ინტრავენური პრეპარატების შეყვანით
  • ასთმა ან ქოშინი (ამჟამად ან წარსულში)
  • რანამკურნალები ფეოქრომოციტომა, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე 
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი), მაგალითად, დიაბეტური კეტოაციდოზი.

 

შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა, ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.  

 

ტანელების® გამოყენებისას  შესაძლოა შემდეგი გვერდითი მოქმედება:

• თავის ტკივილი
• თავბრუხვევა
• დაღლილობა
• ქავილის და ჩხვლეტის უჩვეულო შეგრძნება
• დიარეა
• ყაბზობა
• გულისრევა
• ქოშინი
• ხელების ან ფეხების შეშუპება.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისას პრეპარატი ტანელები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

 სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუხვევა ან დაღლილობა. ამ სიმტომების განვითარებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვისას სიფრთხილეა საჭირო.

 ტანელები შეიცავს ლაქტოზას

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს. 

 

როგორ უნდა მიიღოთ ტანელები

ტანელების® მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოიკიდებლად, სასურველია დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს,  მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

 

მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) და გულის იშემიური დაავადების მკურნალობა 

• ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღე-ღამეში. 

• ხანდაზმული პაციენტებისათვის და თირკმელების დარღვევების მქონე პაციენტებისათვის საწყისი დოზა, ჩვეულებრივ, შეადგენს ½  (ნახევარ) ტაბლეტს დღე-ღამეში.

• არტერიული წნევის დაქვეითების თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. ზოგჯერ, ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა მხოლოდ 4 კვირაში.

 გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა

• მკურნალობა უნდა დაიწყოს და ჩატარდეს გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით 
• ექიმი დაიწყებს მკურნალობას დღე-ღამეში ¼ (მეოთხედი) ტაბლეტის დანიშვნით. 1-2 კვირის შემდეგ დოზა შესაძლოა გაიზარდოს დღე-ღამეში ½ (ნახევარ) ტაბლეტამდე, ხოლო შემდეგ დღე-ღამეში ერთ ტაბლეტამდე და შემდეგ ორ ტაბლეტამდე სანამ არ იქნება მიღწეული სათანადო დოზა. 
• მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს (10 მგ) დღე-ღამეში
• საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დოზის შემცირება

• მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შესაძლოა დაამძიმოს გულის უკმარისობა.
• თირკმელების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებმა ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

 

თუ მიიღეთ ტანელების საჭიროზე მეტი დოზა

ტანელების® დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირ სიმპტომებს და ნიშნებს წარმოადგენს ძალიან შენელებული პულსი (ბრადიკარდია), დაბალი არტერიული წნევა შესაძლო გონების დაკარგვით (ჰიპოტენზია), ქოშინი, როგორც ასთმის შეტევის დროს (ბრონქოსპაზმი), და გულის მწვავე უკმარისობა.

ექიმის მოსვლამდე შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა.

 თუ დაგავიწყდათ ტანელების დოზის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტანელების დოზის მიღება, მაგრამ გაგახსენდათ დანიშნულ დროზე ცოტათი მოგვიანებით, შეგიძლიათ მიიღოთ მისი ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა. თუმცა, ხანგრძლივი დაგვიანებისას (მაგალითად, რამდენიმე საათი), როდესაც მოახლოებულია შემდეგი მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ჩვეულებრივი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა. შემდეგში მოერიდეთ მიღების დროის ხელახალ გამოტოვებას. 

 თუ შეწყვიტეთ ტანელების მიღება

ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის ტანელებით® მკურნალობის შეწყვეტამდე, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით იღებთ მას: მაღალი არტერიული წნევის თუ გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ. 

 

მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შეიძლება დროებით გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება. თუ აუცილებელია ტანელებით მკურნალობის შეწყვეტა, რომელსაც გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ იღებდით, მაშინ სადღეღამისო დოზა თანდათანობით უნდა შეამციროთ, ერთკვირიანი ინტერვალით დოზის განახევრებით.  

 

 

ტანელების შემადგენლობა 

აქტიური ნივთიერება არის ნებივოლოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ნებივოლოლს (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით).

ტანელების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი 

ტანელები გამოდის თეთრი ფერის მრგვალი ორმხრივამობურცული ტაბლეტების სახით დიამეტრით დაახლოებით 9.0 მმ, ჯვარედინი ნაჭდევით ერთ მხარეს, შეფუთვაში 28 ტაბლეტით. ტაბლეტები მოთავსებულია 2 გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ბლისტერში (2ხ14).   

 

სად შევიძინოთ?