Nuk
სინაფლანი / Synaflan


შემადგენლობა

სინაფლანი (6ა,9ა-დიფტორ-16ა, 17ა-იზოპროპილინდენდიოქსიპრეგნა-1, 4-დიენ-11B, 21-დიოლ-3,20-დიონ, ან 6ა, 9ა-დიფტორ-16ა-ოქსიპრედნიზოლონ-16, 17-აცეტონიდი), პროპილენგლიკოლი, სამედიცინო ვაზელინი, უწყლო ლანოლინი, ცერეზინი

ფარმაკოლოგიური თვისებები
სინაფლანს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო თვისებები, გამოწვეული სინთეზური გლუკოკორტიკოიდული ჰორმონის -ფლუოცინოლონის აცეტონიდის მოქმედებით.

ჩვენებები
გამოიყენება კანის ადგილობრივი ანთებითი დაავადებებისას, ქავილის, კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული დაავადებების დროს, ასევე ეგზემის, ორგანული ფსორიაზისას დროს და სხვ

მიღების წესები და დოზები
მალამოს ისმევენ თხელ ფენად დაზიანებულ მიდამოზე დღეში 2-3-ჯერ კანში ოდნავ შეზლვით კანში. იმის გამო, რომ სინაფლანი მცირედ შეიწოვება, გარეგანი მიღებისას პრეპარატს არ გააჩნია არსებითი ზოგადი მოქმედება ორგანიზმზე

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კანის მეორადი დაზიანებებისა და მასში ატროფიული ცვლილებების განვითარება. ადგილობრივი ინფექციური გართულებების თავიდან აცილებისათვის რეკომენდებულია სინაფლანის დანიშვნა ანტიმიკრობულ საშუალებებთან შეთავსებით

უკუჩვენება
სინაფლანის მალამო (ისევე, როგორც სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდები) უკუნაჩვენებია ტუბერკულოზის, კანის სოკოვანი, ათაშანგის და ვირუსული დაავადებების დროს, ვაქცინაციის შემდეგ გამოწვეული კანის რეაქციებისას. იგი ინიშნება არ ხდება თვალის დაავადებების მკურნალობისათვის. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით კანის ფართო უბნებზე, არ არის რეკომენდებული; ასევე, პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში დაზიანებული კანის ფართო უბნებზე.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
ჩამონათვალი B
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

რეგისტრაციის # და თარიღი
წს #რ 001186 14.03.2006

სად შევიძინოთ?