Nuk
სტიმულოტონი® / STIMULOTON®


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ სერტრალინს.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი.
შეფუთვის ფორმა
გარეგნულობის აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, ოვალური ფორმის, სტილიზებული გრავირებით „E 271“ (50 მგ) და „E 272“ (100 მგ) ცალ მხარეს და ნაზოლით – მეორე მხარეს; სუნის გარეშე.
გამოშვების ფორმა: 50 მგ: 10 (1X10), 20 (2X10), 30 (3X10) და 100 მგ: 14 (1X14), 28 (2X14) შემოგარსული ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან პვქ/პვდქ შეფუთვაში მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ფარმაკოლოგიური თვისებები
რა არის სტიმულოტონი და რისთვის გამოიყენება
სტიმულოტონი განეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სპეციფიკური ინჰიბიტორების ჯგუფს და გამოიყენება დეპრესიის, პანიკური აშლილობების, ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების, სოციალური ფობიისა (სოციალური შფოთვის მდგომარეობები) და პოსტტრავმული სტრესული დარღვევების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
სტიმულოტონის დოზები და მიღების წესი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ექიმის დანიშნულებას. ნებისმიერი ეჭვისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ექიმი არ დანიშნავს სხვა დოზებს, ჩვეულებრივი საწყისი დოზებია:
დეპრესიის დროს ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში ერთხელ ნებისმიერ დროს, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად.
პაციენტები პანიკური აშლილობებით: მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია 25 მგ-იანი (1/2 ტაბლეტი ერთხელ დღეში) დღიური დოზით (ეს ავადმყოფები უფრო მგრძნობიარენი არიან პრეპარატის მიმართ და მათ შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი ეფექტები). პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა, სასურველია ერთ კვირაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-მდე.
არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით კვირაში ერთხელ მაქსიმუმ 200 მგ-მდე, თუ პაციენტი კარგად იტანს პრეპარატს.
დამაკმაყოფილებელი თერაპიული შედეგები შეიძლება მიღწეულ იქნას მკურნალობიდან 7 დღის განმავლობაში, თუმცა სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად საჭიროა 2-4 კვირა. ობსესიურ-კომპულსიური დარღვეევბის დროს სიმპტომების ინტენსივობის დაქვეითება ხდება კიდევ უფრო ნელა. რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მკურნალობა გაგრძელდეს 6- 12 თვე სიმპტომების შესუსტების დაწყებიდან. პრეპარატის თვითნებურად შეწყვეტა დაუშვებელია, ვინაიდან შესაძლებელია დაავადების რეციდივის განვითარება;
ბავშვები:
13_ 17 წლის ასაკის ბავშვებისათვის ობსესიურ_კომპულსიური დარღვევის დიაგნოზით: საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 50მგ-ს;
6_12 წლის ასაკის ბავშვებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ-ს დღეში, რომელიც 1 კვირის შემდეგ შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-მდე;
არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, ექიმს შეუძლია დოზის გაზრდა 200 მგ-მდე დღე-ღამეში;

განსაკუთრებული ჯგუფები: ხანდაზმული ავადმყოფები: ამ კატეგორიის პაციენტებში დოზის სპეციალური შერჩევა არ მოითხოვება.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას პრეპარატ სტიმულოტონის გარსიანი ტაბლეტებით მკურნალობისას. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან დროის ინტერვალის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით დოზის დაზუსტება არ არის საჭირო.
6 წლამდე ასაკი: სტიმულოტონი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვიანიდან პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის გამოკვლეული არ არის.

გვერდითი მოვლენები
ვეგეტაციური ნერვული სისტემა: ეაკულაციის დარღვევა, პირის სიმშრალე, ოფლიანობა.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება, გაღიზიანებადობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ანორექსია, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება.
სხვა შესაძლო ეფექტები: სისუსტე, კანის სიწითლე და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
სერტრალინის მიღებისას აღწერილია ექსტრაპირამიდული სიმპტომები, დისკინეზია, კრუნჩხვები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა და გამონაყარი კანზე (იშვიათად - მულტიფორმული ერითემა), თუმცა პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირი არ არის დამტკიცებული. მოტორული დარღვევები, ძირითადად, შეიმჩნეოდა პაციენტებში, რომელთაც ადრე ჰქონდათ ამგვარი მოვლენები ან იღებდნენ ნეიროლეფსიურ საშუალებებს.
მოხსნის სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ იშვიათად ჩნდება. 
შეიძლება განვითარდეს პარესთეზია, ჰიპესთეზია, დეპრესიის სიმპტომები, ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, აგზნება, შფოთვითი მდგომარეობა ან ფსიქოზი. ამ სიმპტომების დიფერენცირება ძირითადი დაავადების სიმპტომებისგან ძნელია და შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ტრანსამინაზების (ასტ, ალტ) უსიმპტომო ზრდა იშვიათად გვხვდება (0,8%). ეს მოვლენები აღინიშნება სერტრალინის მიღების დაწყებიდან 9 კვირის შემდეგ. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ფერმენტების დონე ნორმალიზდება.
სერტრალინით მკურნალობისას, ასევე, აღწერილია გარდამავალი ჰიპონატრიემია. ეს ფენომენი, ჩვეულებრივ, გამოვლინდება ხანდაზმულ პაციენტებში და დიურეზულებისა ან სხვა პრეპარატების მიღებისას. აქედან გამომდინარე, ის შესაძლოა უკავშირდება ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს შეძლებისდაგვარად პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. თუმცა მისი გამოყენება შეიძლება ექიმის მეთვალყურეობით და ამ პრეპარატის დანიშვნა ექიმს შეუძლია, თუ მისი გამოყენების მოსალოდნელი სარგებელი ამართლებს შესაძლო რისკს.
ლაქტაცია პრეპარატის აქტიური კომპონენტი გადადის დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატ სტიმულოტონის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ეს შემოგარსული ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6 “რას შეიცავს სტიმულოტონი”);
- პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს (მაგ. მაკლობემიდი, სელეგილინი). მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორის (მაგ., სელეგინის) მოხსნის შემდეგ, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა 14 დღის განმავლობაში. საჭიროა 14-დღიანი შესვენება სტიმულოტონის მოხსნის შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენების დაწყებამდე. სტიმულოტონის მიღება შეიძლება მოკლობემიდის მოხსნიდან 1 დღეში, თუმცა უნდა გავიდეს არანაკლებ 14 დღე სტიმულოტონის მოხსნიდან მოკლობემიდის შეყვანის დაწყებამდე (მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორი).
- თუ პაციენტი დაავადებულია ეპილეფსიით ხშირი ეპილეფსიური შეტევებით ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების მიუხედავად.
- 6 წლამდე ასაკის ბავშვები პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება (უსაფრთხოება და ექფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დამტკიცებული).
პრეპარატ სტიმულოტონის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს
ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ადრე გქონდათ განწყობის დარღვევები, რომლებსაც ახლდა განწყობის პათოლოგიურად ამაღლება (მანიის ეპიზოდები), ვინაიდან სტიმულოტონს, სხვა ანტიდეპრესიულების მსგავსად, ძალიან იშვიათ შემთხვევებში (დაახლოებით 0.4%) შეუძლია მანიის ეპიზოდების რეციდივების გამოწვევა.
- თუ გაწუხებთ ეპილეფსია შეტევების გარეშე ან ადრე გქონდათ კუნთების სპაზმები, ვინაიდან პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, პანიკური დარღვევების და ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების სამკურნალოდ, შეუძლიათ ეპილეფსიური შეტევების გამოწვევა. აეპილეფსიური შეტევების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
- თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადება, ვინაიდან დაავადების სიმძიმის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს სადღეღამისო დოზის შეცვლა აქტიური ნივთიერების ორგანიზმიდან გამოყოფის სიჩქარის შემცირების და ღვიძლის დაავადებებისას სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის გაზრდის გამო.
- სტიმულოტონის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების მქონე პაციენტების გარდა. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ამ კლასის პრეპარატების მიღებისას მაღალია ისეთი გვერდითი ეფექტების რისკი, როგორიცაა სუიციდური მცდელობები, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა. გარდა ამისა, ექიმს შეუძლია სტიმულოტონის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის პაციენტისათვის, თუ ჩათლის, რომ ეს შეესაბამება პაციენტის ინტერესებს. თუ ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაუნიშნა სტიმულოტონი და თქვენ გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, დაბრუნდით ექიმთან. ექიმს უნდა აცნობოთ ზემოჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთის განვითარების ან გაძლიერების შესახებ 18 წლამდე ასაკის პაციენტში, რომელიც იღებს სტიმულოტონს. ამ ჯგუფისათვისაც არ არის გამოკვლეული სტიმულოტონის ხანგრძლივად გამოყენების უსაფრთხოების საკითხები ზრდისა და მომწიფების, ასევე, კონგიტიური სფეროს განვითარებისა და მოქცევის მიმართ.
სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი დარღვევების გაძლიერება თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი დარღვევები, შესაძლოა ზოგჯერ განუვითარდეს პაციენტს აზრები საკუთარი თავის დაზინების ან თვითმკვლელობის შესახებ. ასეთი გამოვლინებები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესიულების მიღების დაწყებიდან მოკლე პერიოდში, ვინაიდან ყველა ეს საშუალება მოქმედებას იწყებს მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ჩვეულებრივ ორ კვირაში, ზოგჯერ უფრო მოგვიანებითაც.
ამგვარი აზრების გაჩენა უფრო სავარაუდოა შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პაციენტს ადრე ჰქონდა აზრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ.
- ახალგაზრდა მოზრდილ პაციენტებში. კლინიკურ კვლევებში მიღებულმა მონაცემებმა გამოავლინა სუიციდური საქციელის მაღალი რისკი 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებსაც აწუხებთ ფსიქიკური დარღვევები და იღებენ ანტიდეპრესიულებს.
ნებისმიერ დროს, თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ აზრების გამოვლენისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. შეიძლება მიზანშეწონილად ჩათვალოთ მოუყვეთ ოჯახის წევრს ან ახლო მეგობარს, რომ გაწუხებთ დეპრესია და სთხოვოთ ამ ფურცლის წაკითხვა. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ ამ ადამიანს შეგატყობინოთ, როდესაც იგრძნობს, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა გაძლიერდება, ან როდესაც მას შეაწუხებს თქვენი საქციელის რაიმე ცვლილება.
ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
თუ პაციენტი არ იღებს სხვა მედიკამენტს სტიმულოტონთან ერთად, სავარაუდოა, რომ სტიმულოტონი არ მოახდენს ზეგავლენას მის აქტივობაზე.
თუ სტიმულოტონთან ერთად გამოიყენება რომელიმე სხვა პრეპარატი (მაგალითად, ბენზოდიაზეპინი ან სხვა ტრანკვილიზატორი), ამან შეიძლება იქონიოს გავლენა ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე ან უბედური შემთხვევების მომატებული რისკის მქონე სამუშაოს შესრულებაზე. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად რჩევისათვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება
რა უნდა გააკეთოთ, თუ მიიღეთ სტიმულოტონის ჭარბი დოზა 
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ერთი ან რამოდენიმე დოზის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის ტაბლეტის მიღება ჩვეულებრივ დროს, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად. გამოტოვებული ნაცვლად ტაბლეტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი დოზის მიღებამდე ხანგრძლივი დროა დარჩენილი. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ჭარბი დოზის ეფექტი განვითარდეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან მცირე პერიოდის წინ იღებდით ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, მათ შორის, რეცეპტის გარეშე გასაცემს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წამალთა ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ეხება ადრე მიღებულ პრეპარატებს ან რომელთა მიღებაც დაგეგმილი გაქვთ მომავალში.
ექიმს განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვება სტიმულოტონის და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ერთად გამოყენებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს მათ შესახებ, განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებში:
- თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ვინაიდან ამ პრეპარატებმა და სტიმულოტონმა შეიძლება იმოქმედოს ერთმანეთის ეფექტებზე.
- თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ძლიერ უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს, ვინაიდან ეს სამკურნალო საშუალებები და ბუსპირონი ცვლიან ერთმანეთის დონეს სისხლის პლაზმაში და მოქმედებენ ერთმანეთის ეფექტებზე.
- თუ იღებთ ციმეტიდინის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებს, ვინაიდან ამ კომბინაციამ შეიძლება შეანელოს სტიმულოტონის აქტიური კომპონენტის გამოყოფა. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
- თუ იღებთ შედედების საწინააღმდეგო კუმარინის ტიპის საშუალებებს, ვინაიდან ამ კომბინაციას შეუძლია სისხლდენის რისკის გაზრდა. სტიმულოტონით მკურნალობამდე და მის დროს აუცილებელია სისხლის შედედების კონტროლი.
- თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში, ვინაიდან ეს კომბინაცია მოქმედებს ერთმანეთის მეტაბოლიზმზე და ამგვარად ცვლის ერთმანეთის ეფექტებს.
- თუ იღებთ ლითიუმის პრეპარატებს, ვინაიდან ამ პრეპარატების კომბინირებისას აღწერილია ტრემორის გაძლიერება, რაც მოწმობს წამალთა ურთიერთქმედებას.
- თუ დღემდე იღებთ სხვა ანტიდეპრესიული მოქმედების იგივე მექანიზმით (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორი). ექიმმა უნდა განსაზღვროს ამ საშუალების მოხსნასა და სტიმულოტონის მიღების დაწყებას შორის საჭირო დროის ინტერვალის ხანგრძლივობა.
სტიმულოტონის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად 
პრეპარატით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება.
საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება საკვების მიღების დროის მიუხედავად.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა 5 წელიშეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ შემოგარსული ტაბლეტების მიღება არ შეიძლება. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღია მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25oC), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი(რეცეპტით)

სად შევიძინოთ?