სპაზმალგონი / SPASMALGON


1. რას წარმოადგენს სპაზმალგონი და რისთვის გამოიყენება

სპაზმალგონი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო პრეპარატს, რომელიც ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე და საშარდე გზების, რეპროდუქციული ორგანოების გლუვი მუსკულატურის სპაზმებს და აქვს მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. 

სპაზმალგონი გამოიყენება მწვავე, ზომიერად ძლიერიდან – ძლიერი ტკივილის    ხანმოკლე კუპირებისათვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების, თირკმელების და შარდსაწვეთის გლუვი კუნთების სპაზმების დროს, თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს, მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეა) დროს. 

 

2. სპაზმალგონის გამოყენების წინ

ნუ გამოიყენებთ სპაზმალგონს

- თუ თქვენ  გაწუხებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სპაზმალგონის აქტიური ნივთიერებების მიმართ;

- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პირაზოლონის წარმოებულების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიმართ;

- თუ გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე დაავადება;

- ნაწლავების გაუვალობის ან მეგაკოლონის (მსხვილი ნაწლავის გაფართოვება) შემთხვევაში;

- თუ გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადება ღვიძლის პორფირია, დაკავშირებული ერითროციტების ფუნქციის დარღვევასთან, ან გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას ფერმენტის უკმარისობა;

- თუ დარღვეულია ძვლის ტვინის ფუნქცია (ციტოსტატური თერაპის შემდეგ) ან სახეზეა სისხლის ისეთი დაავადებები, როგოროცაა აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაიდენობის შემცირება სისუსტის, სისხლჩაქცევების ან ინფექციის გაჩენის ალბათობის გამოვლინებით), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების გაჩენის ალბათობას) ან ლეიკოპენია (ლეიკოციტების საერთო რიხვის შემცირება);

- წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;

- ნაღვლის და შარდის ბუშტის ატონია;

- თუ სახეზეა ჰიპოტონია (დაბალი არტერიული წნევა) ან არასტაბილური სისხლის მიმოქცევა; 

- ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. 

არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო პრეპარატის დანიშვნა 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

 

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე სპაზმალგონის გამოყენებისას

პრეპარატ სპაზმალგონით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადება; დაავადებები, დაკავშირებული ნაწლავების გაუვალობასთან ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შიგთავსის გაძნელებულ გადაადგილებასთან (აქალაზია, სტენოზი კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის); გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადება, ნაწლავების ატონია, პარალიტიკური ილეუსი; გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა); მიასთენია, გრავისი (კუნთების სისუსტე), გულის დაავადებები (არითმიები, გულის იშემიური დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა). 

პრეპარატ სპაზმალგონითY მკურნალობის დროს არსებობს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების განვითარების რისკი, მათ შორის - ანაფილაქსიური რეაქციების. ჰიპერმგრძნობელობის პირველი სიმპტომების გამოვლინის დროს პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიღებულ იქნას სასწრაფო ზომები მდგომარეობის კუპირებისათვის (ადრენალინი, გლუკოკორტიკოიდები, ანტიჰისტამინური საშუალებები). 

მეტამიზოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შესაძლო მძიმე რეაქციების დადგომის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება შემდეგ შემთხვევებში: 

- პაციენტებში ასტმის ანალგეტიკური სინდრომით;

- პაციენტებში ბრონქიალური ასთმით, განსაკუთრებით, თუ სახეზეა რინოსინუსიტი (ცხვირის და ცხვირის ღრუს ანთება) ან პოლიპები ცხვირში;

- პაციენტებში ქრონიკული ჭინჭრის ციებით;

- პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით საღებავების (მაგ., ტარტრაზინის_ ან კონსერვანტების (ბენზოატამის) მიმართ;

- პაციენტებში ალკოჰოლისადმი აუტანლობით. ასეთი პაციენტები მცირე რაოდენობის ალკოჰოლზე რეაგირებენ ცემინებით, ცრემლდენით და სახის ძლიერი გაწითლებით, ალკოჰოლისადმი ასეთი აუტანლობა შეიძლება იყოს ანალგეტიკური ასთმის არადიაგნოსტირებული სინდრომის ნიშანი. 

მეტამიზოლის შემცველი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობისას არსებობს შოკის განვითარების რისკი (ცირკულარული კოლაფსი) და აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციების გაჩენის ალბათობას). ისინი არ არის დამოკიდებული დოზაზე, არ შეიძლება იქნას გათვალისწინებული. 

პრეპარატ სპაზმაგოლის გამოყენებისას პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ სისხლის დაავადებები ან ჰქონდათ ასეთი დაავადებები ანამნეზში, მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლის ჩატარება. 

სპაზმალგონმა საინექციო ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. ასეთი რეაქციის გაჩენის რისკი გასნაკუთრებით იზრდება პაციენტებში დაბალი არტერიული წნევით ან სითხის დაკარგვით, დარღვეული სისხლის მიმოქცევით ან საწყისი ცირკულარული კოლაფსით (მაგ., პაციენტებში ინფარქტით ან მძიმე ჭრილობებით), პაცინეტებში მაღლი ტემპერატურით. ასეთ პაცინეტებს პრეპარატ სპაზმალგოლის ინტრამუსკულარული შეყვანა უნდა ჩაუტარდეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (დაწოლილს) და არტერიული წნევის, სუნთქვის და გულის შეკუმშვების სიხშირის მუდმივი კონტროლით.

 

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულს. 

არასასურველი ურთიერთქმედებები შეიძლება აღინიშნოს პრეპარატ სპაზმალგონის ერთდროულად გამოყენებისას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან: წამლები, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე (აცენოკუმაროლი და ვარფარინი); ფსიქოზის სამკურნალო საშუალებები (ქლორპრომაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები); იმუნური სისტემის დამთრგუნველები (ციკლოსპორინი); ქლორამფენიკოლი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ ძვლის ტვინს; დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (ალოპურინოლი); საძილე  საშუალებები, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები;  პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (ალოპურინოლი); სხვა ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა პიროქსიკამი, ასპირინი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი. 

სპაზმალგონს ასევე შეუძლია ურთიერთქმედება კაპტოპრილთან (გულის დაავადებების და ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ), ლითიუმთან (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ), მეტოტრექსატთან (რევმატული და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ) და ტრიამტერენთან (შარდმდენი), ასევე შეუძლია ანტიჰიპერტენზიული (არტერიული წნევის დამაქვეითებელი) პრეპარატების და დიურეტიკების (შარდმდენი) ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შეცვლა. 

 

პრეპარატ სპაზმალგონის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან

პრეპარატ სპაზმოლგონით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის გამოყენება პრეპარატის გვერდითი ეფექტების გაძლიერების გამო. 

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. 

არ არის რეკომენდირებული სპაზმალგონის გამოყენება ორსულობის დროს.

მეძუძური დედებისთვის პრეპარატით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. 

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა 

სამკურნალო პრეპარატ სპაზმალგონს შეუძლია თავბრუსხვევის, მხედველობის დარღვევის გამოწვევა, ასევე არასასურველი ზემოქმედების მოხდენა ყურადღებაზე და რეაქციის დარღვევა მოულოდნელ სიტუაციებში. ამასთან დაკავშირებით თავი უნდა ავარიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას და მანქანებთან მუშაობას ამ პრეპარატით მკურნალობის დროს. 

 

3. როგორ გამოვიყენით სპაზმალგონი

სპაზმალგონი საინექციო ხსნარი შეიყვანება ინტრამუსკულარულად. 

გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე მკურნალობისათვის!

შეიყვანება ექიმის კონტროლის ქვეშ და სასწრაფო დახმარების გაწევის მზადყოფნისას ანაფილაქსიური შოკის გაჩენის რისკთან დაკავშირებით პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით. 

მოზრდილები და 15 წელზე ზევით ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისათვის 15 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში შეადგენს 2-5 მლ ინტრამუსკულარულად, ერთჯერადად. აუცილებლობის შემთხვევაში დოზის განმეორება შეიძლება 6-8 საათის შემდეგ. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს საინექციო ხსნარის 6 მლ-ს (3 გ მეტამიზოლ ნატრიუმის ექვივალენტური). 

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 დღე.

სამკურნალო ეფექტის მიღწევის შემდეგ შეიძლება პერორალური ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური საშუალებებით მკურნალობაზე გადასვლა. 

65 წელზე ზევით ასაკის პაციენტები

ჩვეულებრივ არ არის საჭირო დოზის შემცირება. პაციენტებში ასაკთან დაკავშირებული ღვიძლის და თირკმელების დარღვევებით აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება. დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

პაციენტები თირკმელების დაქვეითებული ფუნქციით

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების დაავადება, გამოიყენება მოზრდილებისათვის განსაზღვრული დოზის 1/2, ვინაიდან ნივთიერების გამოყოფის სიჩქარე თირკმელების დარღვევების დროს ნელდება. 

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, თავი უნდა აარიდოთ მაღალი დოზების მიღებას. ხანმოკლე გამოყენებისას არ არის დოზის შემცირების აუცილებლობა. 

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 დღე. 

სამკურნალო ეფექტის მიღწევის შემდეგ შეიძლება პერორალური ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური საშუალებებით მკურნალობაზე გადასვლა. 

 

თუ სპაზმალგონი მიღებულია აუცილებელზე მეტი დოზით

ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, მენიერის მსგავსი მოვლენები, ხმაური ყურებში, შოკი, თირკმელების და ღვიძლის მწვავე უკმარისობა, კრუნჩხვები. ტარდება სიმპტომატური მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში.      

ასეთი ნიშნების გაჩენისას როგორიცაა: ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, ღებინება, კანის ფერის შეცვლა და ხუთვა, აუცილებელია დახმარებისათვის ექიმთან მიმართვა.  

 

თუ გამოტოვებულია სპაზმალგონის აუცილებელი დოზის შეყვანა

არ არის რეკომენდირებული ორმაგი დოზის გამოყენება გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. 

 

თუ გაქვთ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვები, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედებები

როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებს, სპაზმალგონსაც შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში. 

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები გამოიწვევა ძირითადად მეტამიზოლით, რომელიც შედის სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში. 

 

არახშირი (ვლინდება 100-იდან 1-ზე ნაკლებ პაცინეტში)

კანის გამონაყარი (ეკზანტემა) (ოვალური, ფირფიტების სახით, იასამნისფერი ბუშტუკები მუქ-წითელ ფერამდე).

შეყვანის დროს ან მის შემდეგ - არტერიული წნევის დაქვეითება, რომელსაც არ ახლავს სხვა ჰიპერმგრძნობელობის  რეაქციების ნიშნები, პულსის გახშირება. 

იშვიათი (ვლინდება 1 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში) 

ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, რაც ზრდის ინფექციის გაჩენის ალბათობას), მაკულოპაპულოზური გამონაყარი (კანის ფირფიტების და კვანძების გაჩენა), ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, განსაკუთრებით პარენტერალური გამოყენების შემდეგ. ასეთი რეაქციები შეიძლება გაჩნდეს პრეპარატის შეყვანის დროს ან უშუალოდ შეყვანის შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ რეაქციები შეიძლება აღინიშნოს რამოდენიმე საათის შემდეგაც. უფრო ხშირად ისინი ჩნდება ინექციიდან პირველი საათის განმავლობაში. 

უფრო მსუბუქი რეაქციები ვლინდება ტიპიური რეაქციების სახით კანის და ლორწოვანი გარსის მხრივ (მაგალითად, ქავილი, წვა, შეწითლება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება), დისპნეა და იშვიათ შემთხვევებში, ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ. ეს უფრო მსუბუქი რეაქციები შეიძლება გადავიდეს უფრო მძიმე ფორმებში გენერალიზირებული ჭინჭრის ციებით, მძიმე ანგიოედემით (მათ შორის ლარინგეალურით), მძიმე ბრონქოსპაზმით, გულის რითმის დარღვევებით, დაქვეითებული არტერიული წნევით (რასაც ხანდახან წინ უსწრებს მომატებული არტერიული წნევა), თირკმელების დარღვევებით, მაგალითად, შარდში ცილის გაჩენა, შარდის შემცირებული ან მომატებული რაოდენობა, თირკმელების ანთება. 

პრეპარატ სპაზმაგოლით მკურნალობისას შარდმა შეიძლება მიიღოს წითელი შეფერილობა. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფერი ნორმალიზდება. 

ძალიან იშვიათი (ჩნდება 10 000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში)

აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი შემცირება, რომელიც ზრდის ინფექციების გაჩენის ალბათობას). აგრანულოციტოზი შეიძლება აღინიშნოს იმ პაციენტებშიც, რომლებიც მკურნალობდნენ მეტამიზოლით წარსულში გვერდითი მოქმედებების გაჩენის გარეშე. აგრანულოციტოზის გაჩენის რისკი იზრდება მეტამიზოლის ხანგრძლივი (1 კვირაზე მეტი) გამოყენების დროს. 

აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნები შეიცავენ კანის და პირის ლორწოვანის, ყელის, სასქესო ორგანოების ანთებით ცვლილებებს, ყელის ტკივილს და მომატებულ ტემპერატურას. საერთო მადგომარეობის უეცარი გაუარესებისას, ტემპერატურის შემცირების არარსებობის პირობებში ან მის განმეორებით მომატებისას, მტკივნეული ცვლილებების გაჩენისას ლორწოვანი გარსის და კანის მხრივ, აუცილებელია პრეპარატ სპაზმალგონით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა. 

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ასევე აღინიშნოს თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სისხლდენის გაჩენის რისკს ან სისხლჩაქცევების წარმოქმნას), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ფერმკრთალობა ან სიყვითლე, სისუსტე ან ქოშინი), აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების გაჩენას ან ინფექციების გაჩენის ალბათობას).  

პაციენტებში ანალგეტიკური ასთმით ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება ასთმური შეტევის სახით; სტივენს-ჯონსონის (ავთვისებიანი აქსუდაციური ერითემა) ან ლაიელის (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) სინდრომით; ცირკულარული შოკი.  

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება ვერ გაკეთდება): სიმშრალე პირში, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში და დისკომფორტის შეგრძნება, შეკრულობა, გასტრიტის და კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, იშვიათ შემთხვევებში ულცერაცია და სისხლდენები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, აკომოდაციის დარღვევა, გაძნელებული შარდვა. 

 

პარენტერალური გამოყენების დროს შეიძლება გაჩნდეს ტკივილი შეყვანის ადგილას და ადგილობრივი რეაქციები, ძალიან იშვიათად ფლებიტები. 

ჰიპერმგრძნობელობის, თირკმელების ან სისხლის წარმოქმნის ფუნქციის დარღვევის შესახებ მონაცემების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატ სპაზმალგონის გამოყენება წყდება. 

 

თუ რომელიმე გვერდითი რეაქცია მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს. 

 

5. როგორ შევინახოთ სპაზმალგონი

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუნეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე.  

არ გაყინოთ! 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

ნუ გამოიყენებთ სპაზმალგონს მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგსიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. 

 

არ არის რეკომენდირებული სამკურნალო პრეპარატების ჩაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრები ნარჩენების კონტეინერებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა განადგურდეს არასაჭირო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

 

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სპაზმალგონი

- აქტიურ ნივთიერებებს:

მეტამიზოლ ნატრიუმის მონოჰიდრატი 1 000 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდს 4 მგ, ფენპივერინიუმის ბრომიდს 0,04 მგ-ს 2 მლ საინექციო ხსნარში; 

მეტამიზოლ ნატრიუმის მონოჰიდრატი 2 500 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდს 10 მგ, ფენპივერინიუმის ბრომიდს 0,1 მგ-ს 5 მლ საინექციო ხსნარში. 

- სხვა კომპონენტებს: საინექციო წყალს. 

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით.