Nuk
სომნა-რიცი® ფორტე / SOMNA-RITZ® FORTE


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 200 მგ პასიფლორას (Passifl ora incarnata) მშრალ ექსტრაქტს, 125 მგ კატაბალახას (Valeriana offi cinalis) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ სვიის (Humulus lupulus) მშრალ ექსტრაქტს, 50 მგ კუნელის (Crataegus) მშრალ ექსტრაქტს და 25 მგ ბარამბოს (Melissa offi cinalis) მშრალ ექსტრაქტს.
მოქმედების მექანიზმი
სომნა-რიცი ფორტე მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. პრეპარატს აქვს საძილე და სედატიური მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის სწრაფ განვითარებას, არეგულირებს ძილის ფაზებს, გაღვიძებისას არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, აღადგენს ნერვული სისტემის წონასწორობას, ხსნის მსუბუქ დეპრესიას, შიშს, მოუსვენრობას. კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის განვითარებას. სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი. პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გაღვიძებისას არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. კუნელი აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას. ბარამბო იწვევს სედატიურ ეფექტს, ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ჩვენებები
არჩევის პრეპარატი სტრესულ სიტუაციებსა და სტრესის შემდგომი უძილობის დროს. სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა, გამოწვეული:
- შფოთვით, შიშით ან გაღიზიანებადობით;
- გადაღლით;
- მომატებული აგზნებადობით;
- ფსიქო-ემოციური გადაძაბვით;
- მსუბუქი დეპრესიით, მოუსვენრობით;
- დაღლილობით და დათრგუნვით.

მიღების წესები და დოზები
ინიშნება 1 კაფსულა დაძინებამდე 1 საათით ადრე. ხანგრძლივი დეპრესიით და მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობით გამოწვეული უძილობის დროს რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით. სომნა-რიცი ფორტე აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 002960 02.08.2007

სად შევიძინოთ?