Nuk
ნატრიუმის ქლორიდი / Sodium Chloride


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ამპულა შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდს _ 90 მგ-ს,
საინიექციო წყალს – 10 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი პლაზმის შემცვლელი საშუალებაა. მას დეზინტოქსიკაციური და რეჰიდრატაციული მოქმედება აქვს. სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს იგი აღადგენს ნატრიუმის იონების დეფიციტს ორგანიზმში. პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა სისხლძარღვოვანი სისტემიდან და მხოლოდ დროებით ზრდის მოცირკულირე სისხლის მოცულობას.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება უჯრედგარე სითხის დიდი დანაკარგის (ტოქსიკური დისპეფსია, ქოლერა, დიარეა, ღებინება, ვრცელი დამწვრობა ძლიერი ექსუდაციით და სხვა), გაუწყლოვანებით მიმდინარე ჰიპოქლორემიისა და ჰიპონატრემიის, ნაწლავების გაუვალობის, ინტოქსიკაციის დროს, ასევე ჭრილობის მოსაბანად, თვალის, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოსარეცხად, სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გაზავებისა და გახსნისათვის, გადასახვევი მასალის დასანამად.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ ვენაში (წვეთოვნად) და კანქვეშ, გამოიყენება ასევე რექტალურად და გარეგანად. 
შეყვანამდე ხსნარს ათბობენ 36_38oC ტემპერატურამდე. პრეპარატის დოზა განისაზღვრება ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის რაოდენობის მიხედვით. საშუალოდ შეჰყავთ 5 მლ-დან 2 ლ-მდე დღეში. ინტოქსიკაციებისა და დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვისას შესაძლებელია დღეში 3 ლ-მდე პრეპარატის შეყვანა. შეყვანის სიჩქარეა 540 მლ/სთ. აუცილებლობისას შეყვანის სიჩქარეს ზრდიან. ხანგრძლივი დროის განმავლობაში 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის დიდი დოზებით შეყვანისას საჭიროა პლაზმასა და შარდში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი. 
კანქვეშ შეყვანისას ხსნარის მოცულობა შეადგენს 5 მლ-ს და მეტს ჩვენებების მიხედვით. 
რექტალურად შეჰყავთ 75_100 მლ ერთ შეყვანაზე

გვერდითი მოვლენები
აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალემია.

უკუჩვენება
ჰიპერნატრემია, აციდოზი, ჰიპერქლორემია, ჰიპოკალემია, უჯრედგარე ჰიპერჰიდრატაცია; ცირკულატორული დარღვევები, რომლებიც ქმნის ტვინისა და ფილტვების შეშუპების საფრთხეს; ტვინის შეშუპება, ფილტვების შეშუპება, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, დიდი დოზებით გლუკოკორტიკოიდების ერთდროული დანიშვნა.

ორსულობა და ლაქტაცია
მონაცემები არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (ოლიგურია, ანურია), გულის ქრონიკული დეკომპენსირებული უკმარისობის დროს. 
შესაძლებელია პრეპარატის გაყინვა ამპულების ჰერმეტულობის შენარჩუნების პირობით.

ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევისას საჭიროა შეთავსების ვიზუალური კონტროლი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

სად შევიძინოთ?