Nuk
სერაგრიპი / Serragrip


ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად

სერაგრიპის პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის შემცველი თითოეული პაკეტი შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: 650მგ პარაცეტამოლი, 8.21მგ ფენილეფრინი (ექვივალენტული 10მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის) და 2.8მგ ქლორფენამინი (ექვივალენტური 4მგ ქლორფენამინის მალეატის).

სხვა ნივთიერებებია (დამხმარე ნივთიერებები): კაჟბადის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინი, საქაროზა, ნატრიუმის ციკლამატი, ფორთოხლის არომატიზატორი.  

 

1. რას წარმოადგენს სერაგრიპი და რისთვის გამოიყენება

ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად. ფხვნილი მოთავსებულია პაკეტში, კოლოფი შეიცავს 10 პაკეტს. სერაგრიპი წარმოადგენს სამი პრეპარატის კომბინაციას - პარაცეტამოლი, ანალგეზიური საშუალება, რომელიც ამცირებს ტკივილს და ცხელებას, ქლორფენამინი, ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც ამცირებს ცემინებას და ცრემლდენას და ფენილფერინი, რომელიც ამცირებს ცხვირის გაჭედვას.

ის ნაჩვენებია კატარალური და გრიპის მსგავსი პროცესების სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომლებსაც თან ახლავს ცხელება, მსუბუქი, ან ზომიერი ტკივილი და ცხვირის გაჭედვა. 

 

2. სერაგრიპის მიღებამდე

არ მიიღოთ სერაგრიპი

- თუ ხართ ალერგიული პარაცეტამოლის, ქლორფენამინის, ფენილეფრინის, ან პრეპარატის სხვა რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ. 

- თუ გაქვთ ღვიძლის, ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (მაგ. ჰიპერთირეოზი), ან გულის, ან არტერიების მძინე დაავადება (მაგ. სტენოკარდია და მწვავე კორონარული დაავადება), ან ფეოქრომოციტომა. 

- თუ იღებთ ანტიდეპრესანტებსს (მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები). ამ პრეპარატების და სერაგრიპის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 15 დღე.

სერაგრიპი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე სერაგრიპის მიღებისას

- არ მიიღოთ ნაწილში 3 “როგორ მივიღოთ სერაგრიპი” მითითებულ რეკომენდებულ დოზაზე მეტი

- ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში არ გამოიყენება დღეში 3 პაკეტზე მეტი (პარაცეტამოლი 2გ/დღეში)

- თირკმლის, ან ფილტვის დაავადების მქონე პაციენტებისათვის, ანემიის, შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქციის, დახურულ-კუთხოვანი გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის, შარდის შეკავების, მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის ამ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან პრეპარატის მიღებამ შეიძლება გაამწვავოს ეს დაავადებები. 

 

სერაგრიპის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად: 

პარაცეტამოლის გამოყენებამ პაციენტებში, რომლებიც ჩვეულებრივ იღებენ ალკოჰოლს (სამი, ან მეტი ალკოჰოლური სასმელი, ლუდი, ღვილო ნიქიორი . . . დღეში) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.  

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქალებისათვის

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად. ორსულობის დროს ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს ემბრიონისა და ნაყოფისათვის და ასსეტ შემთხვევაში საჭიროა ექიმის მონიტორინი. 

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ქალებმა ლაქტაციის პერიოდში არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან აცეტამინოფენი და ქლორფენირამინი გადიან ქალის რძეს. 

გამოყენება ბავშვებში

ეს პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი, რადგან ისინი მეტად მიდრეკილნი არიან გვერდითი მოვლენების გამოვლენისაკენ, თუნდაც ზრდასრულის ჩვეული დოზის მიღებისას.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სერაგრიპმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და სედაცია და შეცვალოს რეაქციის უნარი. ამგვარი ეფექტების არსებობისას თავი აარიდეთ სატანსპორტო საშუალებების მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების შესახებ:

სერაგრიპის თითოეული პაკეტი შეიცავს 3.6994გ საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.   

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ უნდა ჩაიტაროთ სისხლის, ან შარდის ანალიზები, ან ალერგენების შემცველი კანის ანალიზები. ამ ანალიზების ჩატარებამდე მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღების შეწყვეტა 3 დღით ადრე და ექიმთან კონსულტაცია. 

გამოყენება სპორტსმენებში

ეს პრეპარატი შეიცავს ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება აჩვენოს დოპინგ-კონტროლის დადებითი შედეგი. 

გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატბს ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით. 

დღეში 2გ-ზე მეტი პარაცეტამოლის მუდმივად მიღებამ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ პრეპარატებთან ერთად (პერორალური ანტიკოაგულანტები) შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების ეფექტის გაზრდა.

სერაგრიპი ასევე ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, ან ნივთიერებებთან, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასეთებია: ალკოჰოლი, ანტიდეპრესანტები (განსაკუთრებით მაო-ს ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), ბარბიტურატები და ანესთეზიური საშუალებები.

 

3. როგორ მივიღოთ სერაგრიპი

დაიცავით მოცემული ინსტრუქტაჟი, თუ ექიმმა არ გირჩიათ სხვაგვარად.

თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერია, ან სუსტია მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

სერაგრიპი მიიღება პერორალურად.

პაკეტის შიგთავსი სრულლად უნდა გაიხსნას მცირე ოდენობის წყალში, სასურველია ნახევარ ჭიქა წყალში გახსნა.

მოზრდილები  და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: ერთი პაკეტი მიიღება ყოველ 6-8 საათში. 

24 საათის (1 დღე-ღამის) განმავლობაში არ შეიძლება 6 პაკეტზე მეტის მიღება.. 

თირკმლის, ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს (იხ. ნაწილი 2 ‘სერაგრიპის მიღებამდე’).

ბავშვები: პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ყოველთვის მიიღეთ დაბალი ეფექტური დოზა. 

პრეპარატი გამოიყენება ტკივილის და ცხელების სიმპტომების შესამსუბუქებლად. ამ სიმპტომების გაქრობის შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. 

მიმართეთ თქვენს ექიმს თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, ან სიმტომები კვლავ ვლინდება 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ, ან თუ ცხელება გრძელდება 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ, ან თუ ცხელება გაუარესდა. 

თუ მიიღეთ სერაგრიპის ჭარბი დოზა:

შეიძლება გამოვლიონდეს თავბრუსხვევა, ღებინება, მადის დაკარგვა, დაბნეულობა, მოუსვენრობა, აგზნებადობა, კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე) და ტკივილი მუცლის არეში.

ბავშვებში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა და სიარულის დარღვევა, ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ დოზის გადაჭარბებას.

თუ შემთხვევით მიიღეთ ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო ცენტრს სიმპტომების უქონლობის შემთხვევაშიც კი, რადგან ხშირად სიმტომები არ ვლინდება დოზის გადაჭარბებიდან 3 დღის განმავლობაში იმ შემთხვევაშიც, თუ მოხდა ძლიერი მოწამვლა. 

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უფრო ეფექტურია თუ დაიწყება ჭარბი დოზის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში.

 

პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ბარბიტურატებით, ან ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტები შედარებით უფრო მგრძნობიარენი არიან პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ტოქსიკურობისადმი.

 

დოზის გადაჭარბების, ან პრეპარატის შემთხვევით მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო ცენტრს, ან ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურს (ტელ. 91 562 04 20) და აცნობეთ მიღებული პრეპარატის დასახელება და მიღებული დოზა. 

 

თუ დაგავიწყდათ სერაგრიპის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. 

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები 

სხვა პრეპარატების მსგავსად სერაგრიპმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ხშირი გვერდითი მოვლენები (1-10%)

ქლორფენამინის შემცველობის გამო მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა.

ფენილეფრინის შემცველობის გამო შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი.

 

იშვიათი გვერდითი მოვლენები (0.01-0.1%)

პარაცეტამოლის შემცველობის გამო შეიძლება გამოვლინდეს: გვერდითი მოვლენები თირკმელების მხრივ, მუქი შარდი, ალერგიული დერმატიტი, სიყვითლე (კანის გაყვითლება), დარღვევები სისხლის მხრივ (აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია) და ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის კონცენტრაციის შემცირება). პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება მაღალი დოზებით მიღებისას, ან მისი ხანგრძლივი პერიოდით გამოყენების შემთხვევაში. 

 

ქლორფენამინის შემცველობის გამო შეიძლება გამოვლინდეს: გამონაყარი კანზე, კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, ჭარბი ოფლიანობა, მადის დაკარგვა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარადოქსული რეაქციები (ღამის კოშმარები, აგზნებადობა, ნევროზულობა, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში და ასევე დაბნეულობა ამ ჯგუფის პაციენტებში). სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს ანტიქოლინერგულ ეფექტებს (პირის, ცხვირის ღრუს და ყელის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, შარდის შეკავება, ყაბზობა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე. ასევე შეიძლება გამოვლინდეს დაბნეულობა და ეიფორია.

 

ფენილეფრინის შემცველობის გამო შეიძლება გამოვლინდეს: ნევროზულობა, უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია). 

 

მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ გამოგივლინდათ აღნიშნული გვერდითი მოვლენები და ასევე სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. 

 

5. სერაგრიპის შენახვის პირობები

შეინახეთ სერაგრიპი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ვარგისიანობის ვადა:

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სად შევიძინოთ?