Nuk
სერმიონი / SERMION


შემადგენლობა

1 ფლაკონი ლიოფილიზატით შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ნიცერგოლინი – 4 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ღვინის მჟავა. 
გამხსნელის 1 ამპულა შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდს, ბენზალკონიუმის ქლორიდს, საინიექციო წყალს.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 
აქტიურ ნივთიერებას: ნიცერგოლინი – 5 მგ, 10 მგ ან 30 მგ შესაბამისად. 
დამხმარე ნივთიერებებს: კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა.
შაქრიანი გარსი (5 მგ და 10 მგ ტაბლეტები): საქაროზა, ტალკი, აკაციის ფისი, სანდარაკის ფისი, მაგნიუმის კარბონატი, ტიტანდიოქსიდი (E171), კანიფოლი, კარნაუბის ცვილი, ყვითელი სანსეტი (E110, 5 მგ ტაბლატები);
ან აპკიანი გარსი (30 მგ ტაბლეტები): ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი 6000, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), სილიკონი.

აღწერილობა: 
ლიოფილიზატი: ლიოფილიზებული ფხვნილი ან ფოროვანი თეთრი ფერის მასა.
გამხსნელი: გამჭვირვალე, უფერო სითხე. 
5 მგ-იანი ტაბლეტები: მრგვალი, ამობურცული, გარსით დაფარული, ნარინჯისფერი ტაბლეტები.
10 მგ-იანი ტაბლეტები: მრგვალი, ამობურცული, გარსით დაფარული, თეთრი ტაბლეტები.
30 მგ-იანი ტაბლეტები: მრგვალი, ამობურცული, გარსით დაფარული, ყვითელი ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ნიცერგოლინი – ერგოლინის წარმოებულია, აუმჯობესებს მეტაბოლურ და ჰემოდინამიურ პროცესებს თავის ტვინში, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებს ჰემორეოლოგიურ მაჩვენებლებს, ზრდის სისხლის ნაკადის სიჩქარეს ზედა და ქვედა კიდურებში, ავლენს ალფა-1-ადრენომაბლოკირებელ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ნიცერგოლინი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად აბსორბირდება. ნიცერგოლინის მეტაბოლიზმის ძირითადი პროდუქტებია: 1,6-დიმეთილ-8β-ჰიდროქსიმეთილ-10a-მეტოქსიერგოლინი (MMDL, ჰიდროლიზის პროდუქტი) და 6-მეთილ-8β-ჰიდროქსიმეთილ-10a-მეტოქსიერგოლინი (MDL, დიმეთილირების პროდუქტი). მრუდის ქვეშ არსებული სივრცის შეფარდება “კონცენტრაცია-დრო” (AUC) MMDL-ის და MDL-ისთვის პერორალური მიღებისას და ინტრავენური მიღებისას მიუთითებს გამოხატულ მეტაბოლიზმზე პირველადი გაფილტვრისას. 30 მგ-ის პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია MMDL-ის (21± 14 ნგ/მლ) და MDL-ის (41±14 ნგ/მლ) მიიღწევა დაახლოებით 1 და 4 საათის განმავლობაში, შემდეგ MDL - ის კონცენტრაცია მცირდება ნახევრადგამოყოფის პერიოდთან ერთად 13-20 სთ-ში. გამოკვლევები ადასტურებენ სხვა მეტაბოლიტების დაგროვებას (მათ შორის MMDL) სისხლში. საკვების მიღება ან მედიკამენტის ფორმა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ნიცერგოლინის შეწოვის დონესა და სიჩაქრეზე. ნიცერგოლინი აქტიურად (>90%) უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ნიცერგოლინის ფარმაკოკინეტიკა 60 მგ-მდე ატარებს ხაზოვან ხასიათს და არ არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე.
ნიცერგოლინი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, ძირითადად შარდით (საერთო დოზის დაახ. 80%) და მცირე რაოდენობით (10-20%) – განავლით. თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმების დროს აღინიშნება მეტაბოლიტების გამოყოფის მნიშვნელოვანი შემცირება შარდის გზით შედარებით იმ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ნორმალური ფუნქცია.

ჩვენებები
- ცერებრული მწვავე და ქრონიკული, მეტაბოლური და სისხლძარღვოვანი დაზიანებანი (თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, თრომბოზის ან ემბოლიის შედეგად, მათ შორის გარდამავალი იშემიური შეტევა, სისხლძარღვოვანი დემენცია და თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ვაზოსპაზმით); 
- პერიფერიული სისხლძარღვების მეტაბოლური, მწვავე და ქრონიკული დაზიანებანი (კიდურების ორგანული და ფუნქციური არტერიოპათიები, რეინოს დაავადება, სინდრომები, რომელიც გამოწვეულია პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად); 
- ჰიპერტონული კრიზი (დამატებითი თერაპიის სახით _პარენტერალურად).

უკუჩვენება
ახალად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, მწვავე სისხლდენა, გამოხატული ბრადიკარდია, ორთოსტატული რეგულაციის დარღვევა, ნიცერგოლინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილით
ანამნეზში ჰიპერურიკემიის ან პოდაგრის არსებობისას ან/და მოხმარება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ შარდმჟავას მეტაბოლიზმს ან გამოყოფას.

ორსულობა და ლაქტაცია
შესაბამისი კვლევების არარსებობის გამო ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენების დროს და ექიმის უშუალო კონტროლით. პრეპარატის მიღების პერიოდში აუცილებელია შეწყდეს ძუძუთი კვება, ვინაიდან ნიცერგოლინი და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები გადადის დედის რძეში.

რეგისტრაციის # და თარიღი
ბრძ N186/o 06.05.08
R 001407 19.04.06
R 001406 19.04.06

სად შევიძინოთ?