Nuk
როფერონი-A / ROFERON-A


1. აღწერა 

1.1. წამლის თერაპიული/ფარმაკოლოგიური კლასი 

ანტივირუსული და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება

 

1.2. დოზის ფორმა

როფერონი-ა მოეწოდება მზა საინექციო ხსნარის სახითY

 

1.3. მიღების წესი 

კანქვეშა ინექცია 

 

1.4. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა 

აქტიური ნივთიერება: ინტერფერონი ალფა-2ა

თითოეული მზა შპრიცი (ერთი საინექციო დოზა) შეიცავს 3, 4.5, 6, 9 ან 18მლნ ს.ე. ინტერფერონ ალფა-2ა-ს 0,5მლ-ს. თითოეული კარტრიჯი შეიცავს 18 მლნ ს.ე, ინტერფერონ ალფა-2ა-ს 0,6 მლ-ს და გამოიყენება ღოფერონ®Pენ-თან ერთად, საინექციოდ 

 

2. კლინიკური მახასიათებლები 

2.1. თერაპიული ჩვენებები   

როფერონი ალფა-2ა° დადებითად ნაჩვენებია შემდეგი მკურნალობებისათვის

ლიმფური სისტემის და სისხლმბადი სისტემის სიმსივნური წარმონაქმნები: ბალანოვანუჯრედოვანი ლეიკოზი; მიელომური დაავადება; კანის თ- უჯრედოვანი ლიმფომა; ქრონიკული მიელოლეიკოზი; თრომბოციტოზი მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს, არახოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით.

სოლიდური სიმსივნეები; კაპოშის სარკომა შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში ანამნეზში ოპორტუნისტული ინფექციების გარეშე;

შორს წასული თირკმლის კარცინომა; მეტასტაზირებული მელანომა;

მელანომა ქირურგიული რეზექციის შემდეგ (სიმსივნის სისქე>1,5მმ) ლიმფური კვანძების დაზიანების და შორს წასული მეტასტაზების გარეშე.

ვირუსული დაავადებები: ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი B მოზრდილებში, რომელთაც  გააჩნიათ ვირუსული რეპლიკაციის მარკერები, ანუ დადებითი არიან HBV-დნმ-ზე, დნმ-პოლიმერაზაზე ან HBეAგ-ზე; მოზრდილებში ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი ჩ, რომლებსაც შრატში აღენიშნებათ ანტისხეულები ჰეპატიტი ჩ-ს ვირუსის მიმართ  ან HჩV რნმ შრატში და ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება ღვიძლის დეკომპენსაციის ნიშნების გარეშე (ბავშვების კლასი A-ს მიხედვით); წვეტიანი კონდილომა.

როფერონი ალფა-2°-ს მიღების ოპტიმალური გზა, ქრონიკული ჩ ჰერპატიტის მქონე პაციენტებისათვის, არის მიღება რიბავირინთან ერთად. წამლების ამგვარი კომბინაცია დადებითადაა ნაჩვებები პაციენტებისათვს, რომლებსაც ადრე არ უმკურნალიათ, და ასევე იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ადრე ღებულობდნენ ინტერფერონ ალფას და შემდეგ შეწყვიტეს მკურნალობა. 

 

2.2. დოზა და მიღება 

როფერონი-ა ინიშნება კანქვეშა ინექციის სახით. იხ. ინფორმაცია კოპეგუსის შესახებ, როდესაც როფერონი-ა ინიშნება რიბავირინთან ერთად  

2.2.1. სპეციალური მითითებები დოზის შესახებ

ბალანოვანუჯრედოვანი ლეიკოზი:

საწყისი დოზა შეადგენს 3 მლნ.სე დღეში კანქვეშა შეყვანით, 16-24 კვირის  განმავლობაში. პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში დოზა მცირდება 1,5მლნ. სე–მდე ან შეყვანის ჯერადობა მცირდება 3-მდე კვირაში, ან ორივე ერთად . 

შემანარჩუნებელი დოზა: 3მლნ. 3 ჯერ კვირაში. პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში დოზა მცირდება 1,5 მლნ. სე-მდე 3 ჯერ კვირაში. 

მკურნალობის ხანგრძლივობა: 6 თვის განმავლობაში, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება 20 თვე.  

მიელომური დაავადება:

საწყისი დოზაა 3მლნ. სე 3 ჯერ კვირაში. ინდივიდუალური ამტანიანობის მიხედვით, დოზა ყოველ კვირას იზრდება მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზამდე (9-18მლნ. სე) 3 ჯერ კვირაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: ამ სქემით მკურნალობა გრძელდება განუსაზღვრელად, თუ დაავადება არ პროგრესირებს ან სანამ არ განვითარდება პრეპარატის მიმართ გამოხატული აუტანლობა.

კანის თ-უჯრედოვანი ლიმფომა:

პრეპარატს გააჩნია გამოხატული ეფექტი ავადმყოფებში პროგრესირებადი კანის  თ-უჯრედოვანი ლიმფომით, მათ შორის ავადმყოფებში რეფრაქტერობით ტრადიციული თერაპიის მიმართ ან ავადმყოფებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან მის ჩატარებას.

საწყისი დოზა: ავადმყოფებში 18 წლის ასაკის ზევით, პრეპარატი ინიშნება 12 კვირის განმავლობაში, დოზის თანდათანობითი გაზრდით 18 მლნ. სე-მდე. დოზის მომატება ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით : 

1-3 დღე _ 3მლნ. სე დღეში; 

4-6 დღე _ 9მლნ. სე დღეში; 

7-84 დღე _ 18 მლნ. სე დღეში. 

შემანარჩუნებელი დოზა:  3 ჯერ კვირაში მაქსიმალური ამტანი დოზით, მაგრამ არაუმეტეს 18მლნ. ს.ე. 

მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფი იღებს პრეპარატს არანაკლებ  8 კვირის განმავლობაში, უმჯობესია _ 12 კვირის, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 40 თვის განმავლობაში პერმანენტულად. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. ავადმყოფები, რომლებიც დადებითად რეაგირებენ ჩატარებულ მკურნლობაზე, აგრძელებენ  მას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს სრული რემისიის მიღწევის და მისი გახანგრძლივების ალბათობა. 

ყურადღება:

ქრონიკული მიელოლეიკოზი:

პრეპარატი რამდენიმე დღის განმავლობაში ამცირებს თრომბოციტების რიცხვს, თრომბოჰემორაგიული გართულებების სიხშირეს და არ გააჩნია ლეიკოზოგენური პოტენციალი. ამიტომ ავადმყოფებში ძლიერი თრომბოციტოზით ქრონიკული მიელოლეიკოზის და სხვა მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს, რეკომენდებულია პრეპარატით არალეიკოზოგენური თერაპიის ჩატარება.

რეკომენდირებული დოზა: 18 წლისა და უფრო დიდი ასაკის პაციენტებისათვის 3-9მლნ ს.ე. დღეში, 8-12 კვირის განმავლობაში ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს თრომბოციტოზით რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა დოზის თანდათანობითი მომატებით: 

1-3 დღე _ 3მლნ. სე დღეში; 

4-6 დღე _ 6მლნ. სე დღეში; 

7-84 დღე _ 9 მლნ. სე დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). თრომბოციტოზი მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს (ქრონიკული მიელოლეიკოზის გარდა) რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი მომატების შემდეგი სქემა: 1-3 დღე _ 3მლნ. სე დღეში; 4-30 დღე _ 6მლნ. სე დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა: თრომბოციტების რიცხვის ნორმის ფარგლებში შესანარჩუნებლად საჭიროა კარგად ასატანი დღეღამური დოზა 1-3მლნ. სე კვირაში 2-3 ჯერ. თუმცა საჭირო  ყოველი ავადმყოფისათვის ინდივიდუალურად შეირჩეს მაქსიმალური დოზა.

არახოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით:

პრეპარატის დამატებითი დანიშვნისას ქიმიოთერაპიასთან (სხივური თერაპია ან მის გარეშე) პრეპარატი ახანგრძლივებს სიცოცხლის უნარიანობას რეციდივის ან პროგრესირების გარეშე. 

პრეპარატი ინიშნება სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემდეგ, როგორც შემანარჩუნებელი თერაპია (სხივურ თერაპიასთან ან მის გარეშე) დოზით 3მლნ. სე კანქვეშ 3 ჯერ კვირაში 12 თვის განმავლობაში. პრეპარატით მკურნალობა იწყება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ქიმიო- ან სხივური თერაპიის ჩატარებიდან 4-6 კვირის შემდეგ. 

როფერონი-აA ინიშნება ერთდროულად ქიმიოთერაპიის ტრადიციულ სქემასთან (მაგალითად, კომბინაცია ციკლოფოსფამიდთან, პრედნიზონთან, ვინკრისტინთან, დოქსორუბიცინთან) დოზით 6მლნ. სე/მ2 კანქვეშ ან კუნთებში 22 დღიდან 26 დღემდე ყოველი 28 დღიანი ციკლის დროს. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა იწყება ერთდროულად ქიმიოთერაპიასთან. 

კაპოშის სარკომა შიდსის ფონზე:

საწყისი დოზა: 18 წლის ასაკის  და ზევით ავადმყოფებში, პრეპარატი ინიშნება კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში, დოზის თანდათანობითი მომატებით 18მლნ.სე მდე, შესაძლებლობის შემთხვევაში _ 36მლნ. სე-მდე.

რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა დოზის თანდათანობითი მომატებით: 

1-3 დღე _ 3მლნ. სე დღეში; 

4-6 დღე _ 9მლნ. სე დღეში; 

7-9 დღე _ 18 მლნ. სე დღეში., კარგი ამტანიანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 10-84 დღეს 36მლნ.სე-მდე.

შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში მაქსიმალურად ასატანი დოზით  არაუმეტეს 36მლნ. სე-სა.

მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობაზე რეაქციის დასადგენად საჭიროა სიმსივნის დინამიკის დოკუმენტური ასახვა. ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 10 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). ჩვეულებრივ ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 20 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. კლინიკური ეფექტის მიღების შემდეგ მკურნალობა გრძელდება სიმსივნის გაქრობამდე.

შენიშვნა:

შორს წასული თირკმლის უჯრედოვანი კიბო:

ავადმყოფებში სიმსივნის რეციდივით ან მეტასტაზით საუკეთესო თერაპიული ეფექტი აღინიშნება პრეპარატის დიდი დოზებით დანიშვნისას (36მლნ. სე დღეში) მონოთერაპიის სახით ან პრეპარატის ზომიერი დოზები (18მლნ. სე 3 ჯერ კვირაში) კომბინაციაში ვინბლასტინთან, მონოთერაპიასთან შედარებით, ზომიერი დოზებით 3 ჯერ კვირაში. ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ პრეპარატის მცირე დოზებს (2მლნ. სე/მ2 ) დღეში ეფექტი არ აღინიშნება. პრეპარატის კომბინაცია ვინბლასტინთან იწვევს მსუბუქი და ზომიერი ლეიკოპენიის  სიხშირის მომატებას და გრანულოციტოპენიას, მონოთერაპიასთან შედარებით.

ა) მონოთერაპია როფერონ-ა-თი:

საწყისი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში, დღიური დოზის თანდათანობითი მომატებით 18მლნ. სე-მდე, შესაძლებლობის შემთხვევაში _ 36მლნ.სე-მდე. რეკომენდებულია დოზის მომატება შემდეგი სქემით: 

1-3 დღე _ 3მლნ. სე დღეში; 

4-6 დღე _ 9მლნ. სე დღეში; 

7-9 დღე _ 18 მლნ. სე დღეში., კარგი ამტანიანობის შემთხვევაში დოზა იზრდება მე-10-84 დღეს _ 36მლნ.სე-მდე დღეში.

შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში მაქსიმალურად ასატანი დოზით არაუმეტეს 36მლნ. სე.

მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 16 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. 

ბ) როფერონი-ა A+ ვინბლასტინი:

პირველ კვირას როფერონი-აA ინიშნება დოზით 3მლნ. ს.ე. 3 ჯერ კვირაში, მეორე კვირას _ 9მლნ. სე 3 ჯერ კვირაში, შემდეგ _ 18მლნ. სე 3 ჯერ კვირაში. ამ პერიოდის განმავლობაში ვინბლასტინი შეყავთ ინტრავენურად დოზით 0,1მგ/კგ 3 კვირაში ერთხელ.  

თუ 18 მლნ ს.ე. დოზა სამჯერ კვირაში აუტანელია, მაშინ იგი შეიძლება შემცირდეს 9 მლნ ს.ე.-მდე, სამჯერ კვირაში

 მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 3 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ 12 თვემდე ან დაავადების პროგრესირებამდე. სრული დადებითი პასუხისას პაციენტებს მკურნალობა შეიძლება შეუწყდეთ სამი თვის შემდეგ 

მელანომა ქირურგიული რეზექციის შემდეგ:

ადიუვანტური თერაპია როფერონ-ა-ს მცირე დოზებით ავადმყოფებში ლიმფური კვანძების დაზიანებით და შორეული მეტასტაზების გარეშე მელანომის რეზექციის შემდეგ (სიმსივნის მოცულობა >1,5მმ) ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს რეციდივის გარეშე.

რეკომენდირებული დოზა: 3მლნ. სე 3 ჯერ კვირაში, 18 თვის განმავლობაში,  და უნდა დაიწყოს ქირურგიული ოპერაციის შემდეგ არაუმეტეს 6 კვირის შემდეგ.

მეტასტაზური მელანომა:

რეკომენდირებული დოზა: 18მლნ. სე კვირაში, ან პაციენტისათვის ასატანი მაქსიმალური დოზა, სულ მცირე 12 კვირის განმავლობაში.   

მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა არანაკლებ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 24 თვე.   

ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი B:  

რეკომენდირებული დოზა: ჩვეულებრივ ინიშნება 4,5-9 მლნ. 3 ჯერ კვირაში, 4-6 თვის განმავლობაში. შემდგომში დოზის რეგულირება ხდება წამლის მიმართ პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით. თუ მკურნალობის დაწყებიდან 3-4 თვეში მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, შესაძლოა განხილულ იქნას მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.  

ჰეპატიტი B-ს მქონე 2 წლისა და უფრო დიდი ასაკის ბავშვებში პრეპარატი დოზით 7,5მლნ ს.ე./მ2 უსაფრთხო და ეფექტურია 

ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ჩ:

კომბინირებული თერაპია როფერონ-ა–თი და რიბავირინით:

ინტერფერონ-ალფა-2ა-ს ეფექტურობა იზრდება მისი კომბინაციის დროს რიბავირინთან. მხოლოდ როფერონი-ა პაციენტებს უნდა მიეცეთ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ ეგუებიან რიბვირინს ან ეს წამალი უკუნაჩვენებია მათთვის  

როფერონ-ა–ს დოზირების რეჟიმი: 3 მლნ. ს.ე. 3 ჯერ კვირაში 6 თვის განმავლობაში.  

კომბინირებული თერაპია როფერონ-ა–თი და რიბავირინით არანამკურნალებ ავადმყოფებში: როფერონ-ა–ს დოზირების რეჟიმი  4,5მლნ. სე 3 ჯერ კვირაში 6 თვის განმავლობაში. 

კლინიკური ცდებით მირებული მონაცემები ინტერფერონი ლფა-2°-სა და რიბავირინის კომბინირებული თერაპიის სესახებ, ეფუზნება 6-თვიანი მკურნალობის სედეგებს. მაგრამ, პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე (მაგ. გენოტიპი) ქრონიკული ჩ ჰეპატიტის სტანდარტული მკყრნალობის ხანგრძლიოვობაა 6-დან 12 თვემდე.  

რიბავირინის რეკომენდირებულ დოზასთან დაკავშირებით, იხ. ინსტრუქციები კოპეგუსის შესახებ 

მონოთერაპია როფერონ-A –თი:

საწყისი დოზა: 3-6მლნ. ს.ე. 3 ჯერ კვირაში 3 თვის განმავლობაში.

თუ შრატში ალანინამინოტრანსფერაზას ნორმალიზება მკურნალობის სამ თვის შემდეგ არ დაფიქსდირდა, განიხილება მკურნალობის შეწყვეტის საკითხი. 

პაციენტებს, რომლებიც კარგად ეგუებიან ან ნაწიობროივ ან სრულად დადებითი პასუხი აქვთ როფერონ-ა-თი მკურნალობზე, მაგრამ უარყოფითი პასუხი აქვთ შეწყვეტაზე, შეუძლიათ განაახლონ მკურნალობა ან მიიღონ ამ სწამლის უფრო დიდი დოზა 

წვეტიანი კონდილომა:

1-3სე 3-ჯერ კვირაში, 1-2 თვის განმავლობაში.

 

2.3. წინააღმდეგჩვენება:

როფერონ-ა უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: 

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;

-გულის არსებული ან გადატანილი დაავადებები; პრეპარატის პირდაპირი კარდიოტონურ მოქმედებაზე მითითება არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია, რომ მწვავე, დამოუკიდებლად გამქრალი ტოქსიური ეფექტები (მაგალითად, სხეულის ტემპერატური მომატება, ცხელება), რომლებიც ხშირად აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის დროს, იწვევენ გულის დაავადებების გამწვავებას;

-თირკმელების და  ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები და სისხლმბადი სისტემის მიელოიდური ზრდის მხრივ  მძიმე დარღვევები;

-კრუნჩხვები ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა;

-ქრონიკული ჰეპატიტი გამოხატული დეკომპენსაციით ან ღვიძლის ციროზი;

-ქრონიკული ჰეპატიტი, თუ ავადმყოფები იღებენ ან ადრე იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს, გამონაკლისია სტეროიდებით ხანმოკლე მკურნალობა;

-ქრონიკული მიელოლეიკოზი, თუ ავადმყოფს გააჩნია HLA- იდენტური ნათესავი და მას უნდა ჩაუტარდეს ან ახლო მომავალში მოსალოდნელია ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია;

-კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. წინააღმდეგჩვენება რიბავირინის გამოყენებისას.

 

2.4. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

2.4.1. ზოგადი

როფერონი-ა-ს დანიშვნა საჭიროა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია მკურნალობის გამოცდილება შესაბამისი ჩვენებით. აუცილებელია ავადმყოფის ინფორმირება როგორც მკურნალობის უპირატესობაზე, ასევე მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ. 

ღვიძლის,  თირკმელების და ძვლის ტვინის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის დროს აუცილებელია მათი ფუნქციის მონიტორინგი.

ღვიძლის ფუნქცია: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტით თანმხლები აუტოიმუნური დაავადებებით.  

თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა ღვიძლის სინჯების მხრივ პათოლოგიური ცვლილებები, საჭიროა მათი მონიტორინგი ან პრეპარატის მოხსნა.  

ძვლის ტვინის სუპრესია: განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი ინიშნება ავადმყოფებში მძიმე მიელოსუპრესიით, რადგანაც პრეპარატი თრგუნავს ზურგის ტვინის ფუნქციას, რაც იწვევს ლეიკოპენიას (განსაკუთრებით გრანულოციტების), თრომბოციტოპენიას და იშვიათად ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებას. ეს განაპირობებს ინფექციის გაზრდის რისკს ან სისხლდენას. აუცილებელია ამ ავადმყოფებზე დაწესდეს მონიტორინგი და რეგულარულად ჩატარდეს სისხლის ანალიზის კონტროლი.

ინფექციები: იმის გამო, რომ ციება შეიძლება დაკავშირებული იყოს გრიპის სინდრომთან ინტერფერონით მკურნალობისას, ყურადღება უნდა მიექცეს სხვა მწვავე ციებებსაც, განსაკუთრებით ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში. სერიოზული ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი) აღინიშნა ალფა ინტერფერონებით, მათ ორის როფერონ-ა-თი მკურნალობისას. ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა ინას დაწყებული ანტიინფექციური მკურნალობა და განხილული უნდა იქნას როფერონით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი. 

ფსიქიატრია: მწვავე ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ინტერფერონებით, მათ შორის როფერონ-ა-თი. დეპრესია, სუიციდის მცდელობები, შეიძლება აღენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ან არ ჰქონდათ ფსიქიატრიულ დაავადებები. ამიტომ, როფერონი-ა დიდი სიფრთხილით და ყურადღებით უნდა მიეცეს დეპრესიის მქონე პაციენტებს, რათა არ განვითარდეს მსგავსი გვერდითი მოვლენები, ამ წამლით მკურნალობა კი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დეპრესის სიმპტომების წარმოშობისთანავე.   

ოფტალმოლოგია: ისევე როგორც სხვა ინტერფერონების მიღების შემთხვვაში,  შესაძლოა წარმოიშვას რეტინაური სრტერიის ან ვენის ტრომბოზი, პაპილოედემა,  რამაც შეიძლება მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს ამ წამლით მკურნალობისას. ამიტომ, თუ პაციენტი ამ მხრივ რაიმე გართულებას, ან მხედველობის დაქვეითებას უჩივის, უნდა სეუმოწმდეს თვალები მკურნალობის დაწყებამდე, რადგან ამგვარი გართულებები შესაძლოა  სხვა გარემოებებითაც იყოს გამოწვეული. ეს რეკომენდირებულია დიაბეტის ან მაღალი წნევის პაციენტებისათვისაც. ახალი ოფტალმოლოგიური გართულებების წარმოშობის ან გაუარესების შემთხვევაში, პაციენტს როფერონ-ა-თი ან როფერონ/რიბავირინით მკურნალობა უნდა შეუწყდეს

ჰიპერმგრძნობელობა: სერიოზული, მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ. ურტიკარია, ანგიოედემა, ანაფილაქსისი) იშვიათ  შემთხვევებში გამოვლინდა ალფა ინტერფერონებით, მათ შორის ინტერფერონი ალფა-2-ით მკურნალობისას. თუ ასეთი რეაქციები პროგრესირდება როფერონ-ა-თი ან როფერონ/რიბავირინით მკურნალობისას, მაშინ მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. გამონაყარის შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა აუცილებელი არ არის 

ენდოკრინული ფუნქცია: პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ   როფერონ-ა-თი, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღენიშნოთ ჰიპერგლიცემია. სიმპტომატურ პაციენტებს უნდა შეუმოწმდეთ გლუკოზის შემცველობა სისხლში, და შესაბამისად უნდა წარიმართოს მათი მკურნალობა. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ანტიდიაბეტური რეჟიმის კორექცია.

აუტოიმუნური ფუნქცია: Aალფა-ინტერფერონებით Lმკურნალობის დროს ზოგ შემთხვევებში პაციენტებს აღენიშნათ სხვადასხვა ანტისხეუილების განვითარება. ინტერფერონით თერაპიისასა აუტოიმუნური დაავადებების კლინიკური გამოვლინებები უფრო ხშირად გვხვდება იმუნური დარღვევებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში. 

ალფა-ინტერფერონების გამოყენება იშვიათ შემთხვევებში ასოცირებულია ფსორიზის გამწვავებასთან. 

ავადმყოფებში ტრანსპალანტაციის შემდეგ (მაგალითად, თირკმელების ან ძვლის ტვინის) მედიკამენტოზური იმუნოსუპრესია შესაძლებლია იყოს ნაკლებად ეფექტური, რადგანაც ინტერფერონს გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება იმუნურ სისტემაზე. სხვა ინტერფერონების მსგავსად, როფერონის-ა-ს მიღების ფონზე აღწერილია ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქცია.

 

2.4.2. ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობები   

პრეპარატის დოზირების რეჟიმის  და ავადმყოფის ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით, როფერონ ალფას შეუძლია იმოქმედოს ყურადღების კონცენტრაციაზე ავტომობილის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

 

2.4.3. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები 

ალფა-ინტერფერონს შეუძლია გამოიწვიოს აღდგენითი მეტაბოლური პროცესების დარღვევა სისტემა ციტოქრომ P450–ს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობის შემცირებით. ეს გასათვალისწინებელია პრეპარატის ერთდროული დანიშვნისას იმ საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ამ გზით. აღწერილია თეოფილინის კლირენსის შემცირება მათი ერთდროული დანიშვნისას. 

ინტერფერონები აძლიერებენ ადრე ან მასთან ერთდროულად დანიშნული ნეიროტოქსიური, ჰემატოტოქსიური ან კარდიოტოქსიური პრეპარატების მოქმედებას. ურთიერთქმედება შესაძლებელია  ცენტრალური მოქმედების პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას. 

კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. ურთიერთქმედება რიბავირინის გამოყენებისას ჩ ჰეპატიტის მქონე პაციენტებში.

 

2.5. გამოყენება სპეციალურ პოპოულაციებში  

2.5.1. ორსულობა 

მამაკაცები და ქალები პრეპარატის გამოყენებისას უნდა იყენებდნენ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს. ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სარგებლიანობა აღემატება მოსალოდნელ რისკს. თუმცა კვლევა არ ადასტურებს პრეპარატის ტერატოგენურ ეფექტს, არ არის გამორიცხული, რომ მან უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე. როდესაც მაკაკა-რეზუსში პრეპარატი ინიშნებოდა დიდი დოზებით, რომელიც აღემატება კლინიკაში რეკომენდებულ დოზებს, მნიშვნელოვნად იზდებოდა აბორტების რაოდენობა. 

უცნობია, გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ძუძუთი კვების შეწყვეტა ან პრეპარატის მოხსნა ამ პერიოდში წყდება დედის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ბენზილის სპირტი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში შემავსებელის სახით, შესაძლოა გადის პლაცენტურ ბარიერს. პრეპარატის დანიშვნისას უშუალოდ მშობიარობის წინ ან საკეისრო კვეთის წინ, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მისი ზემოქმედება დღენაკლულ ახალშობილებზე.

როფერონი-ა რიბავირინთან Eერთად, ორსულ ქალებს არ უნდა მიეცეს. ორსული ქალებისა და მათი პარტნიორებისათვის ამ წამლითა და რიბავირინით კომბინირებული თერაპია დაუშვებელია ეფექტური კონტრაცეპციის საშუალებების გამოყენების გარეშე. იხ. გაფრთხილების ზომები რიბავირინის გამოყენებისას და ქრონიკული ჩ ჰეპატიტის მქონე პაციენტებში.

 

2.5.2. ლაქტაცია

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა როფერონი-ა დედის რძეში. ამიტომ, გადაწყვეტილება იმის სესახებ, გაუგზელდეს თუ სეუწყდეს მეზუძურ დედას ამ წამლით მკურნალობა მიიღება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს წამალი დედისათვის.  

 

2.6. გვერდითი მოვლენები:

ქვემოთ მოყვანილ გვერდით მოვლენებს ადგილი ჰქონდათ ავადმყოფებში სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებებით, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ წინა მკურნალობის მიმართ ან იმყოფებოდნენ  დაავადების ბოლო სტადიაში, ასევე ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტი B-თი და ქრონიკული ჰეპატიტი ჩ-თი. იხილეთ აგრეთვე `გვრედითი ეფექტები~ კოპეგუსის გამოყენების ინსტრუქციებში

 

2.6.1. კლინიკური კვლევები

ზოგადი სიმპტომები: სიხშირე: გრიპისმაგვარი სინდრომი (მოთენთილობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხელება, უმადობა, კუნთების, თავის და სახსრების ტკივილი, ოფლიანობა). აღნიშნული მოვლენები მცირდება ან გაივლის პარაცეტამოლის ერთდროული დანიშვნისას და მათი გამოხატულება მკურნალობის პერიოდში პრეპარატის დოზის შემცირებისას სუსტდება, თუმცა მკურნალობის გაგრძელებისას შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, სისუსტე და მოთენთილობა. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: ონკოლოგიური ავადმყოფების 1/3-ში ვითარდება ანორექსია, ნახევარში _ გულისრევა. საკმაოდ ხშირად _ ღებინება, გემოს შეცვლა, პირის სიმშრალე, სიგამხდრე, დიარეა, სუსტი ან ზომიერი ხასიათის მუცლის ტკივილი. იშვიათად _ ყაბზობა, მეტეორიზმი, პერისტალტიკის გაძლიერება, გულძმარვა, წყლულოვანი დაავადების გამწვავება, სიცოცხლისათვის არასახიფათო სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.

ღვიძლია ფუნქციაები: (იხ. ქვეთავი ლაბორატორიული ცვლილებები). 

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხანდახან _ სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ფსიქიური მდგომარეობის გაუარესება, გულმავიწყობა, დეპრესია, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ქცევითი დარღვევები (შიში, ნერვიულობა) და ძილის დარღვევა. იშვიათად – სუიციდური იდეები, სუიციდის მცდელობა, სუიციდი; ძლიერი ძილიანობა, კრუნჩხვები, კომა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ტრანზიტორული იმპოტენცია.  

მხედელობითი დარღვევები: ზოგჯერ: მხედველობის გაძნელება. იშვიათად: იშემიური რეტინოპათია. ძალზე იშვიათად: რეტინოპათია, მათ შორის რეტინალური ჰემორაგია და ე.წ. ”ბამბის-მაგვარი ლაქები” ბადურაზე (ცოტტონ-წოოლ სპოტს), პაპილოედემა, რეტინალური არტერიების და ვენების თრომბოზი, ოპტიკური ნეიროპთია.

პერიფერიული ნერვული სისტემა: ზოგჯერ: პარესთეზიები, კიდურების დაბუჟება, ნეიროპათია, ქავილი, ტრემორი.

გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა: ხშირად: ონკოლოგიური ავადმყოფების 1/5-ში აღინიშნება ტრანზიტორული არტერიული ჰიპო- და ჰიპერტენზია, შეშუპება, ციანოზი, არითმია, ტაქიკარდია და ტკივილი გულმკერდში. იშვიათად: ხველა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება, პნევმონია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის და სუნთქვის გაჩერება, მიოკარდიუმის ინფარქტი. ავადმყოფებში ჰეპატიტით B დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღინიშნება ძალიან იშვიათად. 

კანი, კანის დანამატები, ლორწოვანი გარსები: ხშირად:ავადმყოფთა 1/5-ში აღინიშნება მსუბუქი და ზომიერი თმის ცვენა, რომელიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ატარებს გარდამავალ ხასიათს. იშვიათად: ჰერპესული გამონაყარის გამწვავება ტუჩებზე, გამონაყარი, ქავილი, კანის და ლორწოვანი გარსების  სიმშრალე, გამონადენი და სისხლდენები ცხვირიდან, ფსორიაზის გამწვავება ან მანიფესტაცია.

თირკმელები  და შარდგამომყოფი სისტემა: იშვიათად: თირკმელების ფუნქციის გაუარესება, თირკმელების უკმარისობა (ძირითადად, ონკოლოგიურ ავადმყოფებში თირკმელების დაავადებით ან ერთდროული მკურნალობა ნეფროტოქსიური პრეპარატებით), ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით ანორექსიის ან ორგანიზმის დეჰიდრატაციის დროს, პროტეინურია, უჯრედული ელემენტების მომატება შარდის ნალექში, აზოტის შარდოვანას მომატება სისხლში, კრეატინინის  და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება შრატში (იხ. ქვეთავი ლაბორატორიული ცვლილებები).. 

სხვა: იშვიათად: ჰიპერგლიკემია, რეაქცია ინექციის ადგიალს, აუტოიმუნური პათოლოგია (ვასკულიტი, ართრიტი, ჰემოლიზური ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, მგლურასმსგავსი სინდრომი). ძალიან იშვიათად: უსიმპტომო ჰიპოკალციემია. მაკაკა-რეზუსებში დიდი დოზების დანიშვნისას, რომელიც აღემატება კლინიკაში გამოყენებულ დოზებს, აღინიშნება მენსტრუალური ციკლის ტრანზიტორული დარღვევა, მათ შორის მენსტრუაციის პერიოდის გახანგრძლივება. ამ მონაცემების მნიშვნელობა ადამიანისათვის დადგენილი არ არის.  

კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. გაფრთხილების ზომები კოპეგუსის გამოყენების ინსტრუქციებში და  ქრონიკული ჩ ჰეპატიტის მქონე პაციენტებში.

იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ინტერფერონი, როფერონ-ა-ს ჩათვლით, გამოიყენება კოპეგუსთან კომბინაციაში, შეიძლება წარმოიშვას პანციტოპენია, ძალზე იშვიათად კი – აპლასტიკური ანემია 

 

2.6.1.1. ლაბორატორიული ცვლილებები 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ხანდახან: ალანინამინოტრანსფერაზას, ტუტოვანი ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ბილირუბინის  კონცენტრაციის მომატება, რაც საჭიროებს დოზის კორექციას. იშვიათად: ტრანსამინაზების აქტივობის ცვალებადობა B ჰეპატიტის დროს, რაც მოწმობს ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; ძალიან იშვიათად _ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის უკმარისობა.

სისხლმბადი სისტემა: საკმაოდ ხშირად _ ტრანზიტორული ლეიკოპენია (არ ითხოვს დოზის შემცირებას), ავადმყოფებში მიელოსუპრესიით _ თრომბოციტოპენია, ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება. ხანდახან _ ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის კონცენტრაციის შემცირება. მძიმე ჰემატოლოგიური ცვლილებების აღდგენა საწყის მაჩვენებლებამდე აღინიშნება 7-10 დღის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტიდან.

 

2.6 პოსტმარკეტინგული გამოცდილება

სხვა ინტერფერონების მსგავსად, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როფერონს-ა, აღწერილია ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციები.

 

2.7. ჭარბი დოზა

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება, თუმცა ინტერფერონის დიდი დოზების განმეორებითი გამოყენებისას აღინიშნება ღრმა ლეთარგია, მოთენთილობა, პროსტრაცია და კომა. ასეთი ავადმყოფები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი თერაპიის ჩატარებას.

 

3. ფარმაკოლოგიური თვისებები და ეფექტები

3.1.1. მოქმედების მექანიზმი

როფერონი-ა-ს ანტივირუსული მოქმედება განპირობებულია უჯრედებში რეზინტენტობის ინდუცირებით ვირუსული ინფექციების მიმართ. იგი აგრეთვე იწვევს იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციის მოდულირებას, რომელიც მიმართულია ვირუსების ნეიტრალიზაციისაკენ ან მათ მიერ დაინფიცირებული უჯრედების განადგურებაზე.

 

3.1.2. კლინიკური/ეფექტურობის კვლევები

ადამიანის სიმსივნურ უჯრედებში, რომლებიც დამუშავებულია პრეპარატით (უჯრედებში Hთ-29), სარწმუნოდ მცირდება დნმ-ს, რნმ-ს და ცილის სინთეზი. ლაბორატორიულად დადგენილია, რომ პრეპარატს გააჩნია ანტიპროლიფერაციული მოქმედება ადამიანის სიმსივნეებზე  და თრგუნავს ადამიანის სიმსივნის ზოგიერთი ქსენოტრანსპლანტატის ზრდას ~ტიტველ~ თაგვებში. ბუნებრივ პირობებში პრეპარატის ანტიპროლიფერაციული აქტივობა შესწავლილია ისეთ სისმსივნეებზე, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კარცინომა და ბრმა ნაწლავის და განივი კოლინჯის ადენოკარცინომა, ასევე წინამდებარე ჯირკვლის. მისი ანტიპროლიფერაციული აქტივობა ცვალებადობს.

 

ბალანოვანუჯრედოვანი ლეიკოზისა და შიდსთან დაკავშირებული კაპოშის სარკომას მქონე პაციენტებში, როფერონ-ა-ს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს კიბოს განვითარება ან მოახდინოს დაავადების სტაბილიზება. ეს წამალი ასევე ეფექტურად მოქმედებს პროგრესირებადი მიელომას შემთხვევაში

 

როფერონ-ა-ს ეფექტურობა ვლინდებამიელოგენური ლეიკემიას ფილადელფიის პოზიტიური ქრომოსომას ქრონიკული ფზის პაციენტებში, წარმოქმნის რა 60%-იან ჰემატოლოგიკურ რემისიას, მიხედავად წინა მკურნალობის შედეგისა. ასეთ პაციენტთა  ორ მესამედს სრული ჰემატოლოგიური პასუხი დაუდგინდა მკურნალობის დაწყებიდან  18 თვეში.  ამასთან, ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიისაგან განსხვავებით, ინტერფერონი ალფა-2° 40 თვეზე მეტი ხნითაა მდგრადი ციტოგენურად.  

ინტერფერონი-ა ახანგრძლივებს დადებით ეფექტს ქიმიოთერაპიასთან ერთად კომბინირებული მკურნალობისას (რადიოთერაპიით ან მის გარეშე), დაბალი ხარისხის ავთვისებიანობის ხოჯკინის ლიმფომას მქონე პაციენტებში, ასევე კომპენსირებადი ქრონიკული B და ჩ ჰეპატიტის მქონე პაციენტებში და ცონდილომატა აცუმიატა-ს მკურნალობისას.

  

3.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

3.2.1. აბსორბცია 

კუნთებში ან კანქვეშ შეყვანის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. პრეპარატის 36მლნ. სე დოზით კუნთებში შეყვანის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მერყეობს 1500-დან 2580პგ/მლ-მდე (საშუალოდ 2020 პგ/მლ), ხოლო კანქვეშ შეყვანის შემდეგ  _ 1250-დან 2320პგ/მლ-მდე (საშუალოდ 1730პგ/მლ) და Aაღინიშნება შესაბამისად 3,8 და 7,3 საათის შემდეგ.

3.2.2. განაწილება 

პრეპარატის გამოყენებისას დოზით 3 -დან 198 მლნ. სე –მდე ფარმაკოკინეტიკა ადამიანში ატარებს ხაზოვან ხასიათს. 36მლნ. სე ინტრავენური შეყვანისას ჯანმრთელ მოხალისეებში მოცულობის განაწილება წონასწორულ მდგომარეობაში მერყეობს 0,22-დან 0,75ლ/კგ-მდე (საშუალოდ 0,40ლ/კგ). როგორც ჯანმრთელ მოხალისეებში, ასევე ავადმყოფებში მეტასტაზირებული კიბოთი აღინიშნებოდა  შრატში ინტერფერონი ალფა-2ა –ს ინდივიდუალური მერყეობა. 

 

3.2.3. მეტაბოლიზმი

მეტაბიოლიზმი და ელიმინაცია 

ალფა-ინტერფერონის ელიმინაციის ძირითადი გზა თირკმლისმიერი მეტაბოლიზმია. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი და ელიმინაცია ნაღველით წარმოადგენს გამოყოფის ნაკლებად მნიშვნელოვან გზას. ჯანმრთელებში ნახევარგამოყოფის პერიოდი 36მლნ. სე ინტერფერონი ალფა-2ა-ს ინტრავენური ინფუზიის შემდეგ შეადგენს 3,7-8,5 საათს (საშუალოდ 5.1 საათი), საერთო კლირენსი _ 2,14-3,62 მლ/წთ/კგ-ზე (საშუალოდ 2,79 მლ/წთ/კგ).

 

3.2.4. ელიმინაცია

იხ. 3.2.3. მეტაბოლიზმი 

3.2.5. ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ პოპულაციებში 

ინტერფერონი ალფა-2ა –ს ერთჯერადად კუნთებში შეყვანის შემდეგ ავადმყოფებში მეტასტაზირებული კიბოთი და ქრონიკული B ჰეპატიტით ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები იგივეა, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში. 198 მლნ. სე ერთჯერადი შეყვანის შემდეგ აღინიშნება დოზადამოკიდებული შრატისმიერი კონცენტრაციის გაზრდა. ინტერფერონი ალფა-2ა –ს განაწილება და ელიმინაცია მისი 2 ჯერ დღეში შეყვანისას დოზით 0,5-36მლნ. სე, ან ერთხელ დღეში _  დოზით 1-54მლნ. სე, ან 3 ჯერ კვირაში დოზით 1-136მლნ. სე,  28 დღის განმავლობაში არ იცვლება.

28 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დღეში 1-ჯერ ან მეტად ი.ვ. გამოყენებისას აღინიშნება 2-4ჯერ შრატისმიერი კონცენტრაციის გაზრდა ზოგიერთ მეტასტაზირებული კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, ვიდრე ერთჯერადი დოზებით გამოყენებისას. თუმცა მრავალჯერადი გამოყენება განაწილება და ელიმინაცია პარამეტრებს არ ცვლის არსებული კვლევების მონაცემებით.

მეტი ინფორმაცია რიბავირინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ იხილეთ კოპეგუსის გამოყენების ინსტრუქციაში. 

3.3. წინა-კლინიკური უსაფრთხოება 

3.3.1. ზემოქმედება განაყოფიერებაზე 

იხ. ორსულობა და გამოყენება განსაკუთრებულ ჯგუფებში 

3.3.2. ტერატოგენურობა 

იხ. ორსულობა და გამოყენება განსაკუთრებულ ჯგუფებში 

 

4. ფარმაცევტული მახასიათებლები

ექსიპიენტები: ამონიუმის აცეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზილის სპირტი, პოლიზორბატი 80, ყინულოვანი ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი.

საინექციო  წყალი.

 

4.1. შენახვა 

მზა შპრიცები და კარტრიჯები 

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 2-80ჩ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე. არ გაყინოთ

 

4.2.  განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის მოპყრობის შესახებ:

კარტრიჯები

მრავალჯერადი კარტრიჯები განკუთვნილია მხოლოდ ერთი ავადმყოფისათვის. მათი გამოყენება ხორციელდება შპრიც-კალამის სახით _ `როფერონი-პენი~. შპრიც-კალამთან და კარტრიჯთან ერთად  გამოიყენებენ ნემს `პენფაინი~. თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი სხვა ნემსის  გამოყენება. ყოველი ინექციისათვის იყენებენ ახალ სტერილურ შპრიცს. კარტრიჯის გამოყენება ხორციელდება 30 დღის განმავლობაში პირველი დოზის ამოღების შემდეგ. კარტრიჯის პირველი გამოყენების თარიღი უნდა აღინიშნოს მის ეტიკეტზე და იგი წებდება კოლოფზე შპრიც-კალამით.

`როფერონ-პენის~ გამოყენების ვრცელი ინსტრუქცია არის შპრიც-კალამის შეფუთვაში.  

გამოყენებული მზა შპრიცების/კარტრიჯების განადგურება:

მკაცრად უნდა დავიცვათ შემდეგი მითითებები:

• არ გამოვიყენოთ განმეორებით გამოყენებული ნემსი/მზა შპრიცი

• გამოყენებული ნემსი/მზა შპრიცი მოვათავსოთ შესაბამის კონტეინერში

• შევინახოთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას

• გამოყენებული ნემსი/მზა შპრიცი არ უნდა მოხვდეს საოჯახო ნაგავში

• განადგურება უნდა მოხდეს ლოკალური მოთხოვნების შესაბამისად/ან ჯანდაცვის მუშაკის კონსულტაციის მიხედვით. 

ბინაზე გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტს მიეწოდოს შესაბამისი კონტეინერი.

გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის განადგურება

გარემოში და გამდინარე წყალში პრეპარატის მოხვედრა უნდა მაქსიმალურად ავირიდოთ. თუ ხელმისაწვდომია თქვენს რეგიონში, გამოიყენეთ სპეციალური “შესაგროვებელი სიტემები”. 

 

4.3. შეფუთვა:

როფერიონ-ა ხსნარი, 3 მლნ ს.ე./0,5მლ მზა შპრიცში 1

როფერიონ-ა ხსნარი, 4,5 მლნ ს.ე./0,5მლ მზა შპრიცში 1

როფერიონ-ა ხსნარი, 6 მლნ ს.ე./0,5მლ მზა შპრიცში 1

როფერიონ-ა ხსნარი, 9 მლნ ს.ე./0,5მლ მზა შპრიცში 1

როფერიონ-ა ხსნარი, 18 მლნ ს.ე./0,5მლ მზა შპრიცში 1

როფერიონ-ა ხსნარი, 18 მლნ ს.ე./0,6მლ კარტრიჯში ი 1

 

 

სრული ინსტრუქციის ჩამოტვირთვა

სად შევიძინოთ?